ახალი ამბებისაკითხავი

პირველი ეროტიკული პოემა


450 წლის წინ ინგლისში, რელიგიური ვნებათაღელვის ფონზე, კათოლიკე ქალმატონმა ლედი ელიზაბეთ დაკრემ დაწერა ელეგანტური, მაგრამ იმ დროისათვის საკმაოდ თამამი ეროტიკული ელფერის მქონე ლათინური სასიყვარულო პოემა, რომელიც მიუძღვნა პროტესტანტ სერ ენტონი კუკს – ჰენრი VII მემკვიდრის, ედვარდის აღმზრდელს.
პოემა ნაპოვნი იქნა ვირჯინიის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის იშვიათი წიგნების კოლექციაში, 1562 წელს გამოცემული ჯეფრი ჩოსერის წიგნის ყდაში ფაქიზად ჩადებული. (აი,ამ წიგნში)

ვირჯინიის უნივერსიტეტის მეცნეირების ჯგუფის, ელაინ ტრეჰარნეს ხელმძღვანელობით, კვლევების თანახმად, წიგნი ეკუთვნოდა თავად ლედი ელიზაბეთს და მასში ინახავდა საკუთარ პოემას. პოემა დათარიღებულია 1550–1560 წლებით და ავტორად დადასტურდა ელიზაბეთ დაკრე.
პოემის პირველი ნაწილის სიუჟეტი ვითარდება 1553 წელს კათოლიკე მარი I–ის მეფობის დროს, როდესაც პროტესტანტი კუკი ჯერ ლონდონის კოშკში გამოამწყვდიეს, შემდეგ კი გადაასახლეს.

„მინდოდა მეთქვა „მშვიდობით“

მაგრამ ენამ ვერ გამოთქვა..

…როგორც პენელოპა მუნჯდებოდა,

როდესაც სიყვარულით აღსავსე უმზერდა თავის ქმარს ოდისევს…“

ელიზაბეთ ლებორნი დაიბადა 1536 წელს. სავარაუდოდ, კუკი მათ ოჯახში მუშაობდა აღმზრდელად და მასწავლებლად. 1553 წელს, როდესაც კუკი გადაასახლეს, ელიზაბეთი 17 წლის, ხოლო თავად კუკი 40 წლის გახლდათ. კუკის ცოლიც იმავე წელს გარდაიცვალა. 1555 წელს, ენტონის გადასახლებაში ყოფნის დროს, ელიზაბეთი ცოლად გაჰყვა ინგლისელ ბარონს თომას დაკრეს. პოემის ავტორად ელიზაბეთს გვარი „დაკრე“ აქვს ხელმოწერილი, რაც სავარაუდოდ, იმას ნიშნავს, რომ პოემა მან მოგვიანებით, უკვე დაქორწინებულმა დაწერა.
1558 წელს სამეფო ტახტზე ავიდა პროტესტანტი დედოფალი ელიზაბეტ I, შესაბამისად, ენტონი კუკიც გაათავისუფლეს და იგი დაბრუნდა გადასახლებიდან, ქვრივი. ელიზაბეთი კი ამ დროს დაოჯახებული იყო და შვილებიც ჰყავდა. გათხოვილ ქალს ისღა დარჩენოდა, მოთმინებით დალოდებოდა ქმრის სიკვდილს.
მაგრამ 1566 წელს, როდესაც ბარონი თომას დაკრე გარდაიცვალა, 30 წლის ელიზაბეთი ცოლად გაჰყვა არა 52 წლის კუკს, არამედ ნორფოლკის პროტესტანტ ჰერცოგს თომას ჰოვარდს.
„ ეს იყო პოლიტიკუირ სვლა“– ამბობს ტრეჰარნე,–„ ჰერცოგზე გათხოვებითა და მამულების შეერთების შედეგად ელიზაბეთი გახდა ქვეყანაში მეორე გავლენიანი ქალბატონი დედოფლის შემდეგ.“
თუმცა, რაოდენ წარმატებული და ძალაუფლების მქონე იყო იგი საზოგადოებაში, იმდენად უბედური იყო პირად ცხოვრებასა და სიყვარულში.

1567 წელს, 31 წლის ასაკში, ელიზაბეთი მშობიარობის დროს დაიღუპა. სიკვდილის წინ მას კათოლიკე მღვდლის ნახვის უფლება ქმარმა არ მისცა. პოემა მოგვიანებით, 1857 წელს გამოაქვეყნა ნორფოლკის უკანასკნელმა ჰერცოგმა ფილიპმა, დაკრების შთამომავალმა.
რაც შეეხება ენტონი კუკს, მას ცოლი აღარ შეურთავს და გარდაიცვალა 1576 წელს.
საიტისა და ჩემი პირადი ცენზურიდან გამომდინარე, პოემის მხოლოდ ერთ–ერთ, შედარებით „უწყინარ“ ნაწყვეტს მოვიყვან:

„მეყო ლოდინი, კმარა აწ უკვე,
და როცა შენი მოხაზულობა
გრძნობის სიმძიმით გაიბერება,
მოვალ მეც, მისი
მადლიერი ვიწრო ბეჭედი“

დამეთანხმებით, შუა საუკუნეების ინგლისში, კათოლიკე ქალბატონისგან პროტესტანტ მამაკაცისადმი მიწერილი ასეთი პოემა მეტად თამამი და გაბედული ნაბიჯია, როგორიც თავად ელიზაბეთის პიროვნება.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close