გასართობისაკითხავისასარგებლო

ბრაუზერების ომი

პირველი გრაფიკული ინტერფეისის მქონე, ყველაზე გავრცელებული ბრაუზერი იყო NCSA Mosaic, შემდგომი დიდი დროის მანძილზე ბაზარზე მონოპოლისტი იყო Netscape Navigator.

1995 წელს კომპანიამ Microsoft გამოუშვა Windows 95, რომელშიც ჩაშენებული იყო Internet Explorer 3.0. ზუსტად ეს დრო შეიძლება ჩაითვალოს ბრაუზერების ომის დასაწყისად, რომელიც დასრულდა Netscape-ს დამარცხებით და Internet Explorer-ის ტრიუმფული გამარჯვებით, რომელიც იმ დროისთვის ბაზრის უკვე 95%-ს იკავებდა. მოგვიანებით, დაღუპვის პირას მყოფმა Netscape-მა Microsoft-ს მოულოდნელად დარტყმა მიაყენა, მისი ბრაუზერის კოდის თავისუფალი ლიცენზიით MPL (Mozilla Public License) გამოშვებით. მასზე დაფუძნებით, მაგრამ ნულიდან შექმნილი კოდით გამოვიდა ახალი ბრაუზერები Mozilla Suite და Mozilla Firefox. Mozilla Firefox-ის პოპულარობა განუწყვეტლივ მატულობს. 2005 წლიდან ბრაუზერი Opera უფასოდ ვრცელდება. ხოლო 2007 წლიდან ეპლის საფარიც უნივერსალური გახდა და უფასოდ ვრცელდება.

ბრძოლაში ბრაუზერისთვის არასტანდარტული სპეციფიკაციების დამატების პრინციპი რომ არ შემუშავებულიყო, ბრაუზერების ომი იქნებოდა კორპორაციების წმინდა კომერციული საქმე. არსებობდა JavaScript-ის უზრუნველყოფის განსხვავებული შესაძლებლობები. რეზულტატში ბევრი დოკუმენტი ოპტიმიზირებული იყო კონკრეტული ბრაუზერისათვის და საერთოდ არ მუშაობდა სხვებში. W3C იღებს ბევრ დაწვრილებით განხილულ სტანდარტებს, მაგრამ ამ სტანდარტების გათვალისწინება დამოკიდებულია ბრაუზერების შემქმნელებზე. ბოლო წლებში სტანდარტების მხარდაჭერის დონე გაიზარდა და სხვა მრავალ ბრაუზერებს შორის, მხოლოდ Internet Explorer 6.0-ს აქვს სერიოზული ნაკლი მათ მხარდაჭერაში.

Opera (ოპერა) წარმოადგენს უფასო კორპორატიულ კომპიუტერულ პროგრამას ინტერნეტ-ნავიგაციისათვის და ინტერნეტთან დაკავშირებული ისეთი მოქმედებების შესასრულებლად, როგორიცაა: წერილების მიღება-გაგზავნა, საკონტაქტო ინფორმაციის მართვა, საუბარი, სიახლეების მართვა და ა.შ. პროგრამას აწარმოებს კომპანია Opera Software (ოპერა სოფტვეარ), რომელიც ოსლოში (ნორვეგია) მდებარეობს. პროგრამული პროდუქტი შექმნილია რამდენიმე ოპერაციული სისტემისათვის, მათ შორის: Windows, Mac OS X, Solaris, Linux. ასევე არსებობს პროგრამის Opera მინიატურული ვარიენტები Symbian, Windows Mobile და აგრეთვე MIDP-თავსებადი სისტემებისათვის. მას წამყვანი სტატუსი აქვს მობილურ ტელეფონებში და პერსონალურ ციფრულ ორგანიზატორებში.

Opera ეფუძნება საკუთარ დამოუკიდებელ ძრავს – Presto – და შესაბამისად არაა დამოკიდებული Windows-ის (Internet Explorer-ის) უზრუნველყოფაზე.

Mozilla Firefox ([moʊˈzɪlə ˈfaɪɹfɑks] – მოზილა ფაირფოქსი, ქართ. ცეცხლაკუდა, ცეცხლოვანი მელია), ღია და უფასო, მრავალპლატფორმიანი ინტერნეტ ბრაუზერია, რომელსაც Mozilla Foundation მართავს. ბრაუზერი თავდაპირველად მცირე სანავიგაციო კომპონენტი იყო Gecko ძრავაზე, რომელიც Mozilla პროგრამულ პაკეტში გამოიყენება (Mozilla Suite); მას შემდეგ რაც კომპანიამ ახალი მიმართულება აიღო, Firefox ფონდის უმთავრესი ფოკუსი გახდა (ელ. ფოსტისა და საინფორმაციო აპლიკაციებთან ერთად) და დღეისთვის მზარდი პოპულარობით სარგებლობს. რეიტინგით ეს ბრაუზერი რიგით მეორეა (Internet Explorer-ის შემდეგ), ხოლო უფასო პროგრამულ უზრუნველყოფაში — პირველი. 2009 წლის თებერვალში მას ინტერნეტ-ბრაუზერების მომხმარებელთა 21.73% იყენებდა.[1]

Mozilla Firefox გამოეყო Mozilla Application Suite-ს და ის იყენებდა სპეციალურად მისთვის დაწერილ კოდს Mozilla Organization-ში Netscape Communicator 5-ის კოდის ნაცვლად, რომელიც „ბრაუზერების ომის“ შემდგომ გამოშვებულ იქნა Mozilla Public License თავისუფალი ლიცენზიით. Mozilla Firefox იყენებს უფასო პორტირების ძრავას Gecko, რომელიც შეიქმნა ღია სტანდარტების მხარდამჭერის ჩათვლით. ამასთან, Firefox-ის კოდიც უფასოა და მას სამმაგი ლიცენზია GPL/LGPL/MPL აქვს.

Firefox აქვს ჩანართებიანი ინტერფეისი, ორთოგრაფიის შემოწმების საშუალება, სანიშნეები, ჩამოტვირთვების მენეჯერი და ძებნის სისტემა. მისი ფუნქციონალობის გაზრდა შესაძლებელია 2000-ზე მეტი „გაფართოების“ საშუალებით. მათ შორის ყველაზე პოპულარულია «NoScript» (სკრიპტების ბლოკირება), «Tab Mix Plus» (ჩანართებზე მრავალპარამეტრიანი ფუნქციის დამატება), «FoxyTunes» (მუსიკალური პლეიერის კონტროლი), «Adblock Plus» (რეკლამების ბლოკირება), «StumbleUpon» (საინტერესო საიტების ძებნის სოციალური ქსელი), «DownThemAll!» (ჩამოტვირთვების ფუნქციები) და «Web Developer» (ვებ-პროგრამირების ინსტრუმენტები).

არსებობს ოფიციალური ვერსიები ოპერაციული სისტემებისათვის — Microsoft Windows, Mac OS X, GNU/Linux, და არაოფიციალური ვერსიები ოპერაციული სისტემებისათვის — OS/2, FreeBSD, NetBSD, OpenBSD, Solaris.

Internet Explorer (IE, ინტერნეტ ექსპლორერი) — მაიკროსოფტის (Microsoft Inc.) უფასო ლიცენზირებული ინტერნეტ ბრაუზერია და მაიკროსფტ ვინდოუსს ახლავს თან. IE ყველაზე პოპულარული ბრაუზერია მომხმარებელთა რიცხვით მიხედვით, თუმცა 2004 წლის შემდეგ IE-ის ბაზრის წილი იკლებს კონკურენტი ბრაუზერების, Firefox და Safari-ს სასარგებლოდ. დღევანდელი დღის მონაცემებით IE-ის ბაზრის წილი შეადგენს მიახლოებით 68%, მისი უახლოესი მდევრის Firefox-ის 22%-თან შედარებით[1].

ინტერნეტ ექსპლორერი მაიკროსოფტ ვინდოუსის ყველა მოქმედი ვერსიის ინტეგრირებული კომპონენტია. მაიკროსოფტი საკუთარ ბრაუზერს უპირობოდ ვინდოუსთან ერთად ჰყიდის ვინდოუს 95 ოსრ1 ვერსიის გამოსვლის შემდეგ. თუმცა იე-ს ბოლო ყველაზე მნიშვნელოვანი განახლება მოხდა ვინდოუს XP სერვის პაკ 2-თან ერთად. ინტერნეტ ექსპლორერ 7-ის ბეტა ვერსია მომხმარებლისთვის მისაწვდომია 2005 წლის 27 ივლისიდან.

ინტერნეტ ექსპლორერი ასევე არსებობს როგორც დამოუკიდებელი უფასო პროგრამა ვიდოუსის ძველი ვერსიებისა და რამდენიმე სხვა ოპერატიული სისტემისთვის. გარკვეული პერიოდის განმავლობაში მაიკროსოფტი უშვებდა ინტერნეტ ექსპორერს მაკისთვის, სოლარისისა და იუნიქსისთვის. ეს ვერსიები დამუშავებას უკვე აღარ ექვემდებარება.

14 ნოემბერი, 2009 1:54:44 მონაცემებით ბრაუზერების რეიტინგი ასეთია :
Microsoft Internet Explorer 64.64%
Firefox 24.07%
Safari 4.42%
Chrome 3.58%
Opera 2.17%
Opera Mini 0.35%
Netscape 0.33%
Mozilla 0.11%
Konqueror 0.05%
ACCESS NetFront 0.04%
Playstation 0.03%
Danger Web Browser 0.01%
Obigo 0.01%
Microsoft Pocket Internet Explorer 0.01%
Blazer 0.00%
Unknown 0.00%
MaxThon 0.00%
WebTV 0.00%
Lotus Notes 0.00%
BlackBerry 0.00%
iCab 0.00%
ANT Galio 0.00%

თქვენ რომელ ბრაუზერს ანიჭებთ უპირატესობას ? ? ? :)

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close