ასკარიდა

ასკარიდისებრნი, მრგვალი ჭიების ოჯახი. პარაზიტობენ ადამიანისა და ხერხემლიანი ცხოველების ნაწლავში. ასკარიდისებრთა შორის ყველაზე გავრცელებულია ღორისა და ადამიანის ასკარიდა. დედლის სიგრძეა 25 – 40 სმ, მამლისა -15 – 25 სმ, სხეული თითისტარისებრია. წინა ნაწილზე მოთავსებულ პირს გარს აკრავს სამი ტუჩი, რითაც პარაზიტი კარგად ემაგრება ადამიანის ნაწლავის კედელს. მამლის სხეულის ბოლო ნაწილი მოკაუჭებულია, დედლისა – სწორი. ყოველი დედალი დღე-ღამეში 250 ათასამდე კვერცხს ყრის, რომლებიც განავალტან ერთად გარემოში გამოიყოფა, სადაც ხდება კვერცხის მომწიფება. მომწიფებული კვერცხიდან, რომელიც მასპინძლის ნაწლავში ხვდება საკვებთან ან წყალთან ერთად, იჩეკება ლარვა, იგი ხვრეტს ნაწლავის ლორწოვან გარსს, იჭრება ვენებში და კარის ვენით აღწევს ღვიძლს. აქედან ლარვა გადადის ღრუ ვენაში, გაივლის გულის მარჯვენა პარკუჭს და ფილტვის არტერიით გადადის ფილტვებში. აქ ლარვა ტოვებს სისხლის კაპილარებს, გადადის ფილტვის ალვეოლებში, ბრონქებში, შემდეგ ტრაქვაში და ხორხის ხვრელით ხელმეორედ ხვდება ხახისა და პირის რღუში. ლარვა ვითარდება და ზრდასრულ პარაზიტად გარდაიქმნება წვრილ ნაწლავებში. 2 – 2,5 თვის შემდეგ დედალი კვერცხის დაყრას იწყებს. ადამიანის ნაწლავში შესაძლებელია ერთიდან რამდენიმე ასეულამდე ასკარიდა იყოს. ადამიანის ასკარიდა ორგანიზმში ბინადრობს 1 – 1,5 წლამდე. ასკარიდისებრით გამოწვეულ დაავადებას ასკარიდოზი ეწოდება.ს ასკარიდოზი ეწოდება.

იმედია არ შეწუხდით!!! :D

პ.ს. ამ სახის ჭიები უმეტეს შემთხვევაში შედის ორგანიზმში ხელებისა და პროდუქტების სიბინძურის გამო

წყარო: ვიკიპედია


ავტორი: LucA

FavoriteLoadingდაამატე ფავორიტებში
ამობეჭდვა ამობეჭდვა
Processing your request, Please wait....

© 2008 - 2013 ყველა უფლება დაცულია | ბლოგს ჰოსტინგით უზრუნველყოფს კომპანია ITDC