კულტურაუცნაური

Apple-ის დაფუძნების დოკუმენტები 1.6 მილიონად გაიყიდა

7c40da8b622c

როდესაც სტივ ჯობსმა გადაწყვიტა შეექმნა ფირმა, მის წინაშე ერთდროულად რამოდენიმე სირთულე აღიმართა. ჯერ ერთი, აუცილებელი იყო გენიალური სტივ ვოზნიაკის დათანხმება წამოსულიყო HP-იდან. მეორეც, მას და ვოზნიაკს ესაჭიროებოდათ მესამე პირი, რომელიც ორი გენიოსის მუდმივ კამათებში ხან ერთის და ხან მეორეს მხარეს დაიკავებდა. ასეთი პირი გახდა კონსტრუქტორი რონ უეინი, რომელიც ჯობსმა გაიცნო Atari-ში. უეინი იდეალურად აკმაყოფილებდა ამ როლს იმიტომაც, რომ ერთხელ უკვე სცადა კომპანიის შექმნა. ის კარგად ერკვეოდა სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში და შეძლოს ყველა საჭირო დოკუმენტის მომზადება, რომლის მიხედვითაც მას ერგებოდა 10%, ხოლო ორ სტივს 45-45 პროცენტი.

თუმცა… თუმცა დაფუძნებიდან თერთმეტი დღის შემდეგ უეინი გამოვიდა ამხანაგობიდან, ვინაიდან შეეშინდა კვლავ არ გაკოტრებულიყო. რომ არ გამოსულიყო — ახლა 3.9 მილიარდი დოლარის მფლობელი იქნებოდა. ეს იყო მისი პირველი შეცდომა. მეორე შეცდომა მან დაუშვა, როდესაც სადამფუძნებლო დოკუმენტები გაასხვისა… რაზეც კიდევ ერთნახევარი მილიონი დოლარი დაკარგა. სრული ფიასკო.
რაღაც დროის განმავლობაში ყველა დოკუმენტი რონს ჰქონდა შენახული სამახსოვროდ. შემდეგ ვაი-ბიზნესმენმა რატომღაც გადაწყვიტა ამ დოკუმენტების გადაცემა პირისთვის, რომელიც ასეთი სახის დოკუმენტებით ვაჭრობდა. ამ პირმაც გაყიდა ეს საბუთები, ხოლო უკვე საბოლოო მფლობელმა ისინი სოტბის აუქციონზე გაიტანა გასაყიდად.

ლოტი ექსპერტებმა 70 ათას დოლარად შეაფასეს. ჩათვალეს, რომ მაქსიმუმ 150 ათასად გაიყიდებოდა. არავინ ელოდა, რომ საბოლოო ფასი 1 350 000 დოლარი დაფიქსირდებოდა, პლუს 244 500 სააუქციონო სახლის სასარგებლოდ. სულ ჯამში — 1 594 500 დოლარი.

P.S. კეთილი რჩევა, მეგობრებო: ნუ იქნებით რონ უეინი. თუ თქვენთან მოვა ორი გიკი ყმაწვილი და შემოგთავაზებთ პარტნიორობას, დათანხმდით. მაგრამ თუ მაინც გადაწყვეტთ საქმიდან გამოსვლას, სადამფუძნებლო დოკუმენტებს ნუ მოიშორებთ თავიდან. ვინ იცის, იქნებადა რამდენიმე ათეული წლის შემდეგ მათ თქვენ გაგამდიდროთ.

წყარო: go.ge

BASSBOSS

i love music.trance,house,electro,techno,dubstep
Back to top button