არქივი

ფაქტები

900d0e041866

1. დღესდღეობით საუდის არაბეთში მცხოვრები ქალები, მსოფლიოში ყველაზე უფლებოებად ითვლებიან. მათ ყველაფერთან ერთად არჩევნებში მონაწილეობის უფლებაც კი არ აქვთ. თუმცა  მეფე აბდალამ გამოსცა კანონი, რითაც არაბი ქალები 2015 წლისთვის ხმის მიცემის უფლებას მოიპოვებენ და არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურის წამოყენების უფლებაც ექნებათ.

a59fb31db37f

2.  მდადი და მდადე  –  ძველქართული სიტყვები, რომელიც სინონიმებია, პატარძლის მაყარ ქალს ნიშნავს.

51c64caf47a9

3. ქართველი პოეტი თეკლა ბატონიშვილი, ერეკლე II-ის ასული და პოეტი ძმების ვახტანგ და ალექსანდრე ორბელიანების დედა გახლდათ. 1832 წლის შეთქმულებაში მონაწილეობისთვის იგი ქალაქ კალუგაში გადაასახლეს.

751066258cc3

4.  ვასილ ჩაპაევი პირველი მსოფლიო ომში გამოჩენილი მამაცობისთვის მეფის მთავრობას წმიდა გიორგის ჯვრითა და მედლით 4-ჯერ ჰყავდა დაჯილდოებული. ლეგენდარული წითელარმიელი სამოქალაქო ომის დროს 25-ე მსროლელ დივიზიას მეთაურობდა და თეთრგვარდიელებტან უტანასწორო ბრძოლაში, მდინარე ურალის გადაცურვის დროს დაიღუპა.

2f1679ef6a77

5. შავხანი მჭედლობის ღმერთია სვანურ მითოლოგიაში.  ციური ჯაჭვისა და უფსკრულზე გადადებული რკინის ხიდის გამჭედავი, მჭედელთა თაობების მამამთავრად გვევლინება (ბოლო დროსაც იყო სოფელ ჭუბერში ოსტატი მჭედელი შავხანი). მის მიერ გადებულ ხიდზე კაცი გადადიოდა; დევი კი ძირს ვარდებოდა. ბერძენთა მჭედლობის ღმერთის, ჰეფესტოს მსგავსად, შავხანიც კოჭლია – როცა სამჭედლოში ეძინა, ერტმა დევმა გრდემლი გადააბრუნა, მძინარე შავხანს მარჯვენა თეძოზე დასცა და დააკოჭლა.

c957a8b655bb

6. ცნობილია ცნობილი ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის, გალკტიონ ტაბიძის ოთხპუნკტიანი წერილი, რომელშიც პოეტი წინადადებით მიმართავდა, ძეგლი დაედგათ მისთვის; სამტრედიისთვის საგალაკტიონო დაერქმიათ, ხოლო თბილისის სანაპიროსა და ერთ-ერთი თვალსაჩინო ქუჩისათვის მისი სახელი ეწოდებინათ.

7415395ad800

7.  ჩაკრულო კახური სიმღერაა. მისი პირველი ჩანაწერი სოფელ ვაჩნაძიანში ზაქარია ფალიაშვილმა გააკეთა. ამერიკის შეერთებული შტატების მიერ 1977 წელს გაშვებულ ავტომატურ საპლანეტშორისო სადგურზე – “ვოიაჯერ 1-სა და “ვოიაჯერ 2-ზე” ორ იდენტურ გრამფირფიტაზე  ჩაწერილ პროგრამაში “დედამიწის ხმები”, რომელიც დედამიწის გარე ცივილიზაციების წარმომადგენლებისთვის იყო განკუთვნილი და მიზნად ისახავდა მათთვის წარმოდგენა შეექმნათ  დედამიწის და კაცობრიობის შესახებ, სხვა ინფორნმაციასთან ერთად (წყლის ხმაური, ბავშვის ტირილი, მისალმება 60 ენაზე და სხვა ), ჩაკრულოც იყო შეტანილი.

გაგრძელება მალე იქნება…

წყარო: ჟურნალი “გზა”. გამოდის ხუთშაბათობით

მსგავსი ამბები

Back to top button