კულტურა

ცხოვრება ცაში

7afb1df95d53

ამ პოსტში წარმოგიდგენთ შენობას, რომლის საშუალებითაც იაპონელები ცათამბჯენების ისტორიაში ყოველგვარი რეკორდის მოხსნას აპირებენ.

წარმოიდგინე შენობა, რომელიც ევერესტის სიმაღლის ერთი მესამედი იქნება,მას რობოტები ააშენებენ და შიგნით მთელი ქალაქი იქნება გაშენებული. წარმოსახვაში შენ შეგიძლია გახვიდე კარში მაისურით და შორტებით, ზამთრის ცივ დღეს და ჩახვიდე 500 სართულით ქვემოთ სკოლაში.წარმოიდგინე რომ შენ შეგიძლია დაინახო ზღვა შენს ქვემოთ.წარმოიდგინე რომ შენ ვერასდროს შეძლებ ფანჯრის გაღებას.წარმოიდგინე…

828cb65539e6

თუ იაპონელ არქიტექტორს ექნება საკმარისი ფული ამ პროექტისთვის ოცდამეერთე საუკუნეში შენ შეგეძლება იცხოვრო ასეთ შენობაში.
ობაიაშ გუმიმ შექმნა ორი კილომეტრი სიგრძის შენობა,აეროპოლისი,რომელიც ზუსტად ტოკიოს შუაში იქნება.300,000 ადამიანი იცხოვრებს იქ.მას ექნება 500 სართული და სპეციალური ლიფტები,რომლებიც 15 წუთში ავა ფსკერიდან ბოლო სართულამდე.რესტორნები,ოფისები,ბინები,კინოები,სკოლები,ჰოსპიტლები და ფოსტები იქნება ლიფტების გაჩერებებთან.ეს აეროპოლისი იქნება პირველი ქალაქი “ცაში”.

“როცა ჩვენ დავამთავრებთ ამ ქალაქის მშენებლობას ტოკიოს მოსახლეობა იქნება 15 მილიონი ადამიანი”,თქვა დიზაინის მენეჯერმა, მისტერ შუზიმომ.”იაპონიაში არ არის საკმარისი მიწა.ჩვენ ტესტის ჩატარებას ვაპირებთ,რათა აღმოვაჩინოთ საუკეთსო ადგილი მის ასაშენებლად.მე იმედი მაქვს რომ ხალხს მოეწონება მეხუთასე სართულზე ცხოვრება”.
“არ ენდომება ადამიანს,რომ ჰქონდეს ხეები და ყვავილები გარშემო?ჩვენ ვაპირებთ გვქონდეს მწვანე იატაკი,სადაც ბავშვებს შეეძლებათ ჭამონ ლანჩზე სენდვიჩი”,გვიხსნის მისტერ შუზიმო.
და თუ შენობაში ცეცხლი გაჩნდება არ ინერვიულოთ,რობოტები ჩააქრობენ მას.

მსგავსი ამბები

Back to top button