არქივი

მიხა ხელაშვილი

ucnauri.com

საქართველოს, ეროვნული გმირები მისი არსებობის განმავლობაში არასოდეს მოკლებია. ქართველი გმირები მათი ღვაწლით, თავდადებულობით, ბრძოლისუნარიანობით, ერის და სამშობლოს სიყვარულით  სამაგალითოები იყვნენ, არიან და მუდამ იქნებიან შთამომავლებისთვის. ჩვენმა ქვეყანამ თავისი ულამაზესი ბუნებით, გამორჩეული სილამაზით და უჩვეულო კუთხეებით,  დაარსების დღიდან მიიპყრო უცხოელი დამპყრობლების ყურადღება და მათი მთავარი სამიზნე გახდა. სწორედ უამრავმა შემოსევამ, უამრავმა ომმა, სარწმუნოებისთვის, თავისუფლებისთვისა და ქვეყნის დაცვისთვის ბრძოლამ განაპირობა ეროვნული გმირების ჩამოყალიბება.

მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში საქართველო დიდ გაჭირვებაში იმყოფებოდა. მისი კუთვნილი ტერიტორიები სამხრეთით მოსაზღვრე ქვეყანას, რუსეთს ჰქონდა დაპყრობილი. უფრო ზუსტად, რომ ვთქვათ საქართველო საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის შედიოდა და მასზე სრული უფლება ჰქონდა მოპოვებული სსრკ-ს. 1921 წლის თებერვალში კომუნისტების მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ ქართულმა მხედრობამ გადაწყვიტა არ შეგუებოდა მომხდარს და პარტიზანული ბრძოლები წამოეწყო რუსი დამპყრობლებისა და ადგილობრივი კომუნისტების წინააღმდეგ. ამ საქმისთვის სათავეში ჩადგომა ქაქუცა ჩოლოყაშვილს დაავალეს, როგორც გამოცდილ მხედარსა და პირუთვნელ მამულიშვილს. რა საკვირველია, ქაქუცამ საუკეთესო მებრძოლებით დააკომპლექტა საკუთარი რაზმი, რომელსაც მოგვიანებით ხევსურული წესით „შეფიცულთა რაზმი“ ეწოდა და რომელშიც ერთ-ერთი მებრძოლი მიხა ხელაშვილი იყო.

მიხა ხელაშვილი 1900 წლის 25 იანვარს, დუშეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე ფშავის არაგვის მარცხენა მხარეს, სოფელ ახადში  დაიბადა. იგი  არ ყოფილა მხოლოდ კარგი მებრძოლი, ის იყო საკუთარ ქვეყანაზე და ხელოვნებაზე უზომოდ შეყვარბული ქართველი სახალხო პოეტი. მიხა ხელაშვილი, როგორც ისტორიულ წყაროებში ჩანს საოცრად ენერგიული, ღონიერი, სულიერად ამაღლებული და ფიზიკურად პირმშვენიერი ვაჟკაცი იყო. ედიშერ გიორგაძე (შემადგენელი და წინასიტყვაობის ავტორი 1993 წელს გამოქვეყნებული წიგნისა „ლექსი და ცხოვრება მიხა ხელაშვილისა) ერთგან წერს: „მიზას ფიზიკურ ძალაზე ფშავში ლეგენდები დადის. მისი მხივლველნი გვამცნობენ: „არცთუ დიდი ტანის მიხა ხელაშვილს თუ უკნიდან შეხედავდით წინ გადაღუნულსა ჰგავდა, თუ კი წინიდან, მაშინ უკან გადახრილს, რადგან მთასავით ამობურცული ჰქონდა მკერდი, ზურგზ კი კუზივით ედგა კუნთების გროვაო.“ ეს საოცარი ენერგია მიხა ხელაშვილის პოეზიაშიც იგრძნობა.

როგორც ჟურნალისტი თინა მგელიაშვილი ყვება, მიხა ხელაშვილის შფოთიანი ცხოვრება 1917 წელს დაიწყო, როცა საქართველოს მთებში „წითლებმა“ დაიწყეს შემოსვლა საბრძოლველად. მიხა ვერ ეგუებოდა ძალმომრეობას, მას არ შეეძლო მონობა, ამიტომ ტყეში ყაჩაღად გავარდა, ნაბადი და იარაღი დაიმეგობრა, ქაქუცას ძმად შეეფიცა და დაიფიცა, რომ სამშობლოს თავისუფლებისთვის ბრძოლას შესწირავდა უფლისგან ბოძებულ ყველაზე ძვირფას ძღევნს – სიცოცხლეს.  ის, რომ მიხა თავისუფლებისთვის იყო დაბადებული და მონობას არაფრის გამო შეეგუებოდა, კარგად ჩანს ლექსში „როსნამდის?!“

„როსნამდის ვიყო სულ მუდამ
ყველა მხრით დაღონებული,
როსნამდის ვიყო სულ მუდამ
სხვისაგან დამონებული?!“

მიხას სიცოცხლე ლექსების წერის გარეშე წარმოუდგენელი იყო. იგი წერდა ყველგან, სადაც კი მუზას იპოვიდა. მას სურდა, რომ მისი ლექსი შთამომავლობას შემორჩენოდა, წაეკითხა და დაემახსოვრებინა. ლექსში „ლექსო ამოგთქომ“ ნათლად იხატება, თუ როგორ ოცნებობს პოეტი მისი ლექსის დარჩენასა და გამოქვეყნებას.

„ნეტავი, ჩემო სახელო,
დიდხანამც იხსენებოდე,
ჩემო ნათქვამო სიტყვაო,
შენამც კი გაჰქვეყნდებოდე“

ოცნებობდა, მაგრამ ამის იმედი ნაკლებად ჰქონდა. ამავე ლექსში თვალსაჩინოა მისი თავდამბლობა და კეთილშობილება. იგი ამბობს : „ჩემი წარსული ცხოვრება ისე არ აიწერება, როგორც დაგლეჯილ მთათ მკერდი ძაფით არ გაიკერება.“

იყო დრო, როდესაც მიხა ხელაშვილის ლექსები ხალხურად მოიაზრებოდა და მის ავტორს არავინ კითხულობდა. საინტერესოა, რამ გამოიწვია ეს ფაქტი? შეიძლება ვცდები, თუმცა თუ გადავხედავთ მისი მოღვაწეობის ეპოქას, ადვილად  შესაძლებელია, რომ საბჭოთა ხელისუფლების ხელი ყოფილო გარეული ამ საქმეში.

როგორც ყველა პოეტს, მასაც გააჩნდა  წინასწარმეტყველების უცნაური ნიჭი.  ახალგაზრდა პოეტი თავისი ცხოვრების იდეის გამო, გამუდმებით ღელავდა ოჯახის წევრებზე, რადგან ყველამ იცოდა, რომ „წითლები“ უპირველესყოვლისა პარტიზანების ოჯახის წევრებს ამოხდიდნენ სულს.  მიხა , დედისთვის მიძღვნილ ერთ-ერთ ლექსში წერდა :

„სხვას კი არავის რა უშავ
შენ მებრალები ბეჩაო“.

 

სულ მალე, ხელაშვილის წინათგრძნობა ახდა. ახალმა მთავრობამ, მიხას მოხუც დედას წამებით ამოხადა სული. ახალგაზრდა პარტიზანისთვის ეს ფაქტი ძალიან მძიმე დარტყმა იყო. ალბათ მძიმედ ოხროვდა, ბორგავდა მისი ამაყი, მებრძოლი სული. იგი საკუთარ თავს დამნაშავედ გრძნობდა:

 

„მაშინ სად ვიყავ თავმკვდარი
როცა შენ გაგიჭირდაო…
რად მინდა ქუდი თავზედა
ან თოფს რაადა ვზიდავო?!
ან გავლა ვაჟკაცურადა
იმედი მაუზრისაო?!“

დედის სიკვდილის შემდეგ, მიხა დანებებას აღარ აპირებდა. ამ ფაქტის შემდეგ დაწერილ თითოეულ ლექსში ჩანდა მისი მონდომება შურისძიებისა, მისი წყურვილი პასუხის გაცემისა და დედის მკვლელების ზიზღი. მიხას უდრეკი ხასიათი კიდევ უფრო მეტად მყარი გახდა, ის მზად იყო სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ებრძოლა დედის ხსოვნისთვის, ქვეყნის ღირსებისთვისა და სულის გადარჩენისთვის.

„ღონეს მოვიკრეფ ყოველმხრით
მოვალ იმ ძველსავ ძალზედა,
და მტერს მოვუქნევ ფრანგულ ხმალს
სამშობლო მოედანზედა.“

შეფიცულთა რაზმი სულ უფრო და უფრო სუსტდებოდა. ქაქუცა ჩოლოყაშვილს გაპარვა გადაუწყვეტია, მიხა კი სამშობლოში დარჩა, მის კედლებს უერთგულა და სიცოცხლე დაუთმო. მისთვის სამშობლო, მშობლიური კუთხე, აქაური ტყისა და ყვავილის სუნი ყოველ სამოთხეზე ძვირფასი იყო, მაგრამ წუხდა და ეს წუხილი არ ასვენებდა. წუხდა, რომ ცხოვრობდა სოფელში, რომელზეც ეთქმევინებოდა  : „ბინდისფერია სოფელი, უფრო და უფრო ბინდდება.“

ვკითხულობ ამ საოცარი ადამიანის ცხოვრების დეტალებს და ვხვდები, რომ მიხა ხელაშვილი მეოცნებე ადამიანი იყო. შეუძლებელია გახდე ეროვნული გმირი, ოცნების გარეშე. არ არსებობენ შემთხვევითი გმირები, არსებობენ მხოლოდ ნამდვილები. ადამიანები, რომელთაც საკუთარი სამშობლო ყველაზე მეტად უყვართ და გამოუვალ მდგომარეობაშიც კი მის მსახურად რჩებიან მამულის გადარჩენის იმედით. სწორედ ასეთი იყო მიხა და ამიტომაც არის ის ეროვნული გმირების საპატიო სიაში.

ucnauri.com

ხელაშვილის სიცოცხლე ტრაგიკულად დამთავრდა. იგი ძალიან ახალგაზრდა 25 იანვარს, თავის „ოქროს“ დაბადების დღეზე მოკლეს, 1925 წელს. მიხა, სწორედ იმას შეეწირა, რის წინააღმდეგაც იბრძოდა – ღალატსა და ორპირობას. მიხეილ ხელაშვილს სჯეროდა სიყვარულის, იგი სიყვარულით და ერთგულებით ცხოვრობდა და “თუ ღირსება თავად ადამიანის არჩევანია, მაშინ ყველაზე ღირსეული მიხეილ ხელაშვილი ყოფილა, რადგან  მისი არჩევანი ერთგულება, სიყვარული და სამშობლო იყო.”

P.S : მომზადებულია ჩემ მიერ, სპეციალურად ქართულის ოლიმპიადისთვის.
ინფორმაციის წყარო : ვიკიპედია

Dima Sanaia | Create your badge
100000521986166.2319.1149767336

მსგავსი ამბები

Back to top button