გასართობისაკითხავისასარგებლო

საინტერესო ფაქტები ბარაკ ობამას შესახებ

ამ პოსტში გაეცნობით რამოდენიმე საინტერესო ფაქტს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბარაკ ობამას  შესახებ.

1.2006 წელს მან მოიგო გრემის ჯილდო, როგორც საუკეთესო სიტყვით გამოსვლა ჩანაწერში. ეს ჩანაწერი შეტანილია მის წიგნის აუდიო ვერსიაში “Dreams From My Father”.

2.2005 წელს თავის მეუღლესთან ერთად შეიძინა სახლი ჩიკაგოში. სახლის ღირებულებაა $1.65  მილიონი დოლარი. სახლში არის ოთხი ბუხარი.

3.მას არ უყვარს ნაყინი, როცა თინეიჯერი იყო ის მუშაობდა ბასკეტ-რობინსში (ნაყინების მაღაზია).სწორედ ეს არის იმის მიზეზი რომ მას ნაყინი ეზიზღება.

4.ის აგროვებს კონან ვარვარის და სპაიდერ მენის კომიქსებს.

5. ის არის ორ რასობრივი ჯგუფის. მისი მამა წარმოშობით კენიელია, ხოლო დედა კი ამერიკელი. თავის წიგნში “Dreams From My Father”, ის ცხადად და დაუფარავად აცხადებს იმდროინდელ რასისტულ დისრიმინაციაზე.

6. ის იყო ნარკოტიკული ნივთიერებების მომხმარებელი. ახალგაზრდობაში ის ეწეოდა მარიხუანას და ყნოსავდა კოკაინს. მისი სიტყვების თანახმად ის არ ამაყობს თავისი ახალგაზდობის შეცდომებზე.

7.ის ეწევა სიგარეტს, მაგრამ ცდილობს რომ დაანებოს თავი. თეთრ სახლში აკრძალულია მოწევა.

8.ის დაიბადა ჰანოლულუში (ჰავაის დედაქალაქი). როცა მშობლები ერთმანეთს გაშორდნენ, ის გადავიდა საცხოვრებლად ინდონეზიაში დედასთან ერთად. იქ მან გასინჯა ძაღლის, გველის და კალიის ხორცი.

9.მისი მეუღლის, მიშელის თანახმად ობამა ძალიან რომანტიულია. მას არასოდეს არ ავიწყდება დღესასწაულები და ყოველთვის ჩუქნის მეუღლეს ყვავილებს.

10.ყოველ ღამით როცა ის სახლშია ,თავის უფროს ქალიშვილს უკითხავს ჰარი პოტერის წიგნს.

11.ასევე მას წაკითხული აქვს ჰარი პოტერის ყველა წიგნი.

12.სკოლაში ის ცნობილი იყო ო’ბომბერის (“O’Bomber”) სახელით, ეს გამოწვეული იყო იმით, რომ ის კალათბურთს ძალიან მაგრად თამაშობდა.

13. მისი სახელი სვანჰიის დიალექტიდან ითარგმნება როგორც: ” კურთხეული, დალოცვილი ადამიანი”.

14.ის მემარცხენეა.

15.ის ფლობს წითელი კრივის ხელთათმანებს, რომელზეც მუჰამედ ალის ავტორგრაფი აწერია.

16.ის ფლობს ესპანურ ენას.

17.მისი საყვარელი წიგნია ჰერმან მელვილის “მობი დიკი”.

18.მისი საყვარელი ფილმებია  “კასაბლანკა” და “ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა”.

19.არასოდეს სვამს ყავას და იშვიათად სვამს ალკოჰოლურ სასმელებს.

20.მისი ოცნება იყო გამხდარიყო არქიტექტორი და არა პოლიტიკოსი.

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close