ახალი ამბებისაკითხავისასარგებლო

გაიზიარებს თუ არა დედამიწა მარსის ბედს?

მეცნიერების აზრით მარსზე მილიარდი წლის წინ იყო სიცოცხლე, მარსი დაფარული იყო ოკეანეებით და ზღვებით, ჰქონდა ატმოსფერო, (ატმოსფერო აქხლაც აქვს, მაგრამ ძალიან სუსტი და გაიშვიათებული) რა სახის იყო სიცოცხლე არავინ იცის. ან კი იყო? სინამდვილეში უცნობია, თუმცა დიდი შანსია რომ იქნებოდა, რადგან სიცოცხლისთვის საჭირო პირობები კი იყო. მარსს ქონდა წყალი, ატმოსფერო, ტენიანი გარემო, ნორმალური ტემპერატურა, სეზონური ცვლა. თუმცა შემდეგ უცნობი მიზეზის გამო ყველაფერი გაქრა, წყალი (ახლა ალბათ პლანეტის სიღრმეში შემორჩებოდა) ატმოსფერო, ყველაფრის მიზეზი არც ისეთი ძნელი მისაგნებია, მარსმა თითქმის დაკარგა თავისი მაგნიტური ველი. მაგნიტური ველი კი კოსმოსში მთავარი დამცავი ფარია მზის რადიაციისგან. სწორედ მზის დამღუპველმა ძალამ აქცია მარსი უდაბურ პლანეტად. არავინ იცის რატომ დაკარგა მარსმა მაგნიტური ველი.

დედამიწაზე კი თითქმის ოთხი მილიარდი წელია არსებობს სიცოცხლე და შესაბამისად დედამიწის მაგნიტური ველი არსად გამქრალა, წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი მრავალფეროვანი სიცოცხლე როგორც ჩვენს პლანეტაზეა ვერ იარსებებდა, თუმცა კი მაგნიტური ველი ყოველთვის განიცდიდა და განიცდის ცვლილებას, მაგნიტური პოლუსები ყოველ 500 ათას წელიწადში ერთხელ ადგილს იცვლიან, თუმცა ეს ცვლილება არ ხდება ერთბაშად, 2007 წელს National Geographic Magazine-მა გამოაქვეყნა ცნობა იმასთან დაკავშირებით რომ ჩრდილოეთის მაგნიტური პოლუსი, რუსეთის კუნძულ „სევერნაია ზემლია“-სკენ ინაცლვებს. მეცნიერებმა დიდი ხანია შენიშნეს რომ მაგნიტური ველი ყოველწლიურად სუსტდება, მეოცე საუკუნის განმავლობაში კი იგი 5%-ით დასუსტდა და პოლუსების გადანაცვლების სიჩქარეც გაიზარდა, 1900-იდან 1960-მდე მაგნიტურმა პოლუსებმა მხოლოდ ათი (სამი მეტრი) ფუტით გადაინაცვლეს, 1960-დან 1968 პოლუსების გადანაცვლება 20 (ექვსი მეტრი) ფუტს შეადგენდა, დღეს კი პოლუსები წელიწადში 25 ფუტით ინაცვლებენ.

ემუქრება თუ არა დედამიწას მარსის ბედი? არავინ იცის თუმცა ფაქტია მაგნიტური ველი სუსტდება, იზრდება მაგნიტური ანომალიები, ამის ნათელი მაგალითია სამხრეთ ატლანტიკური ანომალია, სადაც მაგნიტური ველის გავლენა უსუსტესია და შესაბამისად მაღალია მზის რადიაცია, რაც საფრთხეს უქმნის პერიოდულად, სატელიტურ თანამგზავრებს, თვითმფრინავებს და ადამიანებს. მაგალითად ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპიც კი უფუნქციო ხდება იმ მონაკვეთში როცა სამხრეთ ატლანტიკური ანომალიის თავზე ხვდება.

არავინ იცის რა იწვევს მაგნიტური ველის დასუსტებას, იქნებ დედამიწის რკინის გავარვარებული ბირთვის ბრუნვა ნელდება, რომელის მოძრაობისგან წარმოქმნილი მაგნიტური ველი ჩვენივე მშობელი მზისგან გვიცავს. არავინ იცის, ძალიან ძნელია დედამიწის გულში ჩახედვა, კოსმოსში მილიონობით კილომეტრის იქეთ ზონდს გააგზავნი და გაიგებ რა ხდება, მაგრამ დედამიწის გულში ვერაფერს გააგზავნი, ის სადაც მრავალი ათასი გრადუსია ტემპერატურა. ჩვენ შეგვიძლია ავირიდოთ მეტეორის ჩამოვარდნა, შეგვიძლია ჩვენივე არეული კლიმატის მოწესრიგებაც, მაგნიტურ ველს კი ვერაფერს მოვუხერხებთ. მხოლოდ ისღა დაგვრჩენია როგორმე შევძლოთ ადაპტაცია შეცვლილ გარემოში არსებობის გასაგრძელებლად.

წყარო:http://michaelimages.wordpress.com

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close