რეკორდებისაკითხავი

MS Oasis of the Seas – ყველაზე დიდი გემი მსოფლიოში

ზღვის ოაზისი (ინგლ. Oasis of the Seas), ყველაზე დიდი სამგზავრო გემი მსოფლიოში, რომლის ბორტზე ერთდროულად 6.300 მგზავრის გადაყვანაა შესაძლებელი. მას გარდა, ზღვის ოაზისს ყველაზე მეტი რაოდენობით აქვს ოთახები აივნებით, ყველაზე დიდი აუზი და მსოფლიოში პირველი პარკი ხეებით, რომელიც გემზე განთავსდება.
სამი 6-მეტრიანი სანიჩბე ვინტი მოძრაობაში V12 რვა ძრავს მოჰყავს, რომელთაგან თითოეულის სიმძლავრე 17.500 ცხენის ძალის ტოლია, რაც 30000 ცხენის ძალის ექვივალენტს უზრუნველყოფს საერთო ჯამში. გემის სიმაღლეა 65 მეტრი, ხოლო მის ბორტზე განლაგებულია ორი 6-სართულიანი კოშკი, რომლებიც 2700 კაიუტას იტევს 5400 მგზავრისთვის.
Oasis of the Seas მშენებლობის ღირებულებაა 1.2 მილიარდი დოლარი. მის ბორტზე 400 ტონა მცენარეულობა და მათი მოსაყვანი ნიადაგია. ეს სუპერლაინერი სიგრძეში 360 მეტრია

Oasis of the Seas, რომლის სიგრძე 361 მ–ი, სიგანე 66მ–ი, ხოლო ეკიპაჟი 2100 ადამიანს შეადგენს. მასზე არსებულ 2704 კაიუტაში შესაძლებელია 6360 მგზავრის განთავსება.ლაინერი – Oasis of the Seas აიგო ფინეთში, კომპანია – Royal Caribbean International–ის დაკვეთით. დღევანდელ დღეს იგი ყველაზე დიდი ზომის ლაინერია მსოფლიოში არსებულ ლაინერთა შორის. ზომით ის 5–ჯერ აღემატება საყოველთაოდ ცნობილ „ტიტანიკს”. მასზე განთავსებულია: ფიტნეს დარბაზები, SPA, თეატრი, ჯაზ–კლუბი, დაუჯერებელი ზომის საცურაო აუზები და უამრავი სხვა რამ. კაიუტებს შორის 30 კაიუტა გახლავთ loft–ის კატეგორიის (თითოეული მათგანის ფართობი შეადგენს 51კვ. მეტრიდან 141კვ. მეტრამდე). მთლიანი სივრცე, კი დაყოფილია 7 თემატიკურ ზონად. ლაინერზე არსებულ პარკში 12,000 სხვადასხვა სახის მცენარე ხარობს. ერთ–ერთი ზონა, რომლის სახელწოდებაცაა Central Park–ი, წარმოადგენს მოედანს, სადაც ბუტიკები, რესტორნები და ბარებია განთავსებული. ბარებთაგან ერთ–ერთი ისეა განთავსებული, რომ მასში შესვლა და გამოსვლა შესაძლებელია სხვადასხვა გემბანიდან. Oasis of the Seas გასართობი საშუალებებიდან აღსანიშნავია: საციგურაო მოედანი, გოლფ–კლუბი, 750 ადგილიანი ღია ამფითეატრი, 1300 ადგილიანი დახურული თეატრი, 4 საცურაო აუზი, რომელთაც 10 მეტრიანი სახტომი ანძები გააჩნიათ, ფრენბურთისა და კალათბურთის მოედნები და ათობით მოედანი, სადაც ბავშვები შეძლებენ ძიძების ზედამხედველობის ქვეშ გართობას. ლაინერის მშენებლობამ შეადგინა 1,5 მილიარდი დოლარი.

წყარო: ვიკიპედია, misanthropet.wordpress.com

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close