არქივი

ევთანაზია

1e52a12fd0c6

ევთანაზია შეიძლება ბევრმა არი იცის რა არის ამ ფოსტით კი ბევრს გაიგებს, დანარჩენი ნახეთ სრულიადში

ადამიანი ჩასახვის მომენტიდანვე ხდება მფლობელი სამი ძირითადი განუსხვისებელი უფლებისა, ესენია: სიცოცხლე, თანასწორობა, თავისუფლება. თავისუფლება თავის თავში გულისხმობს უფლებას, ადამიანმა თავად გადაწყვიტოს, თუ როგორ სურს ცხოვრება ადამიანი თავისუფალია, თუ იგი მოქმედებს საკუთარი ნებით – ნებაყოფლობით, და არ არის თავისუფალი, თუ მოქმედებს სხვისი ნებით, იძულებით. იგი არჩევანს შეგნებულად აკეთებს.
1. ადამიანმა გააცნობიერა სიკვდილის გარდუვალობა და იგი თავისუფალი იქნება იმ შემთხვევაში, თუ მას მიიღებს ნებაყოფლობით და არა იძულებითი.
2. მოსახლეობა შედგება გარკვეული ფიზიკური ორგანიზაციისა და ბიოლოგიური თვისებების მქონე ინდივიდებისაგან, მათ აქვთ სხეული, რომელთა ნორმალური ფუნქციობისათვის აუცილებელია ორი ფეხი, ორი ხელი, ორი თვალი, გამართული სიარული და ა.შ. ისინი ცოცხალი, მგრძნობიარე არსებები არიან და სწორედ ასეთი არსებებისათვის ხდება აუტანელი განცდა იმისა, რომ აღარ არიან საზოგადოების სრულფასოვანი წევრები.

ინვალიდები, თან ზოგიერთ მათგანს აწუხებს აუტანელი ტკივილები. სწორედ ამიტომ ურჩევნია ზოგს, სამედიცინო დაწესებულებაში მოხვედრილს, ტკივილებისაგან გათავისუფლება და იღებს გადაწყვეტილებას – დაასწროს სიკვდილს და თავად მოისწრაფოს სიცოცხლე ექიმის დახმარებით, ანუ ეძებს ე.წ. `ადვილ სიკვდილს ~, ევთანაზია ანუ ბრძ –“კარგ სიკვდილი” რაც, რა თქმა უნდა, გარკვეულ სამართლებრივ შედეგებთანაც არის დაკავშირებული. წარმოშობს კონფლიქტს ორ უფლებას შორის: ერთია მომაკვდავი ადამიანის სიცოცხლის უფლება და მეორე თავად მომაკვდავის სურვილი სიკვდილისა, ცხოვრებაში გვხვდება მძიმე შედეგები, როცა ახლობლებს
უხდებათ ჯერ კიდევ საღი აზროვნების მქონე საყვარელი ადამიანის წამების ყურება, ეს საშინელი მდგომარეობა ზოგჯერ თვეების ან წლების განმავლობაში გრძელდება. არანაკლებ საინტერესოა სასულიერო პირთა შეხედულებაც.
თუ ადამიანი თავად განაგებს თავის სიცოცხლეს, მაშინ რატომ არა აქვს მას უფლება, მიიღოს გადაწყვეტილება სიკვდილის შესახებ? განასხვავებენ ნებაყოფლობით და იძულებით, აქტიურ და პასიურ, პირდაპირ და არაპირდაპირ ევთანაზიას. მსოფლიოში ევთანაზიასთან მიმართებით არსებობს სამი სისტემა: პირველი სისტემა მოქმედებს ქვეყნებში, რომლებიც ევთანაზიას ჩვეულებრივ მკვლელობად აფასებენ (მაგალითად: ინგლისი, საფრანგეთი და რუსეთი); მეორე ჯგუფი ქვეყნებისა ევთანაზიისათვის მსუბუქ სასჯელს აწესებს (გერმანია, ავსტრია, შვეიცარია); მესამე ჯგუფის ქვეყნებმა მოახდინეს ევთანაზიის დეკრიმინალიზაცია (პერუ, ურუგვაი, ჰოლანდია).

საინტერესოა აგრეთვე ევროპული სასამართლოს პრაქტიკა ევთანაზიასთან დაკავშირებით. საქმის – Pრეტტყ ვ. Uნიტედ Kინგდომ – მიხედვით, – მომჩივანს, 43 წლის ქალბატონს, სჭირდა სამოძრაო ნეირონების დაავადება, რაც განუკურნებელი იყო და იწვევდა ხელ-ფეხის უკიდურესად დაძაბუნებას, სასუნთქი კუნთების სისტემის მოშლას და საბოლოო ჯამში – სიკვდილს. მისი ავადმყოფობა სულ უფრო პროგრესირდებოდა, ორგანიზმი მთლიანად პარალიზებული გახდა, მაგრამ სრულად ინარჩუნებდა გონების სიცხადესა და გადაწყვეტილების მიღების უნარს. ვინაიდან ავადმყოფობის ბოლო ეტაპები დაკავშირებული იყო ტანჯვასთან და ავადმყოფის დამამცირებელ მდგომარეობაში ყოფნასთან, მომჩივანმა გამოთქვა სურვილი, თვითონვე გადაეწყვიტა, თუ რა გზით აღესრულებოდა და თვითონვე დაეთქვა სიცოცხლესთან განშორების დრო. რადგან თვითმკვლელობის განხორციელება დამოუკიდებლად არ შეეძლო, ხოლო თვითმკვლელობაში დახმარების გაწევა სისხლისსამართლებრივად ისჯებოდა, მომჩივანის ადვოკატმა თხოვნით მიმართა საჯარო დევნის სამსახურის უფროსს, აეღო ვალდებულება, არ აღეძრა დევნა მომჩივნის მეუღლის მიმართ, თუ იგი დაეხმარებოდა თვითმკვლელობის განხორციელებაში. თხოვნა არ დაკმაყოფილდა. მომჩივნის აზრით, სახელმწიფომ დაარღვია მისი სიცოცხლის უფლება. ევროპულმა სასამართლომ დასვა საკითხი – შეიძლებოდა თუ არა `სიცოცხლის უფლების~ იმგვარად განმარტება, რომ მასში ნაგულისხმევი ყოფილიყო სიცოცხლეზე უარის თქმის უფლებაც.
კონვენციის მეორე მუხლი არ შეეხებოდა იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ადამიანს თავისი სიცოცხლის მიმართ შეიძლებოდა მიეღო. მისი აზრით, შეუძლებელი იყო კონვენციის მეორე მუხლის ინტერპრეტაცია როგორც ადამიანისათვის სიკვდილის უფლების მინიჭება. ამ მუხლით დაცული `სიცოცხლის უფლებიდან~ არ გამომდინარეობდა ადამიანისთვის იმ უფლების მინიჭება, რომ სიცოცხლეს ამჯობინოს სიკვდილი. ვროპული სასამართლოს განმარტებით, სიცოცხლის ფლებისაგან დიამეტრულად განსხვავებული `სიკვდილის უფლება~ შეუძლებელია ნაგულისხმევი ოფილიყო კონვენციის მეორე მუხლში, ამიტომ ამ მუხლის საფუძველზე არ შეიძლებოდა აკეთებულიყო დასკვნა, რომ ადამიანებს ჰქონდათ სიკვდილის უფლება, სხვა პირის ან სახელმწიფო რგანოს დახმარებით. შესაბამისად, მომჩივანის არგუმენტი იმის შესახებ, რომ სახელმწიფო ორგანო, ომელმაც არ მისცა მას სხვისი დახმარებით თვითმკვლელობის უფლება და ამით თითქოს დაარღვია ონვენციის მეორე მუხლით ნაგულისხმევი ვალდებულება, მართებული არ იყო. ზემოაღნიშნულიდან ამომდინარე, ევროპულმა სასამართლომ არ ცნო კონვენციის მეორე მუხლის დარღვევა.

იხილეთ ასევე
Close
Back to top button