ახალი ამბები

10 ყველაზე სწრაფი ჰეთ-თრიკი ფეხბურთის ისტორიაში


10.კევინ პრინც ბოატენგი


კევინ-პრინც ბოატენგი (ლეჩე – მილანი 3:4) – 14 წუთი
“მილანისა” და “ლეჩეს” შეხვედრის პირველი ტაიმი “ლეჩეს” გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დას­რულდა. მეორე ტაიმში “როსონერის” თავკაცმა მინდორზე შეუშვა კევინ-პრინც ბოატენგი, რომელ­მაც 14 წუთში ჰეთ-თრიკი შეასრულა. ის თამაში “მილანმა” ანგარიშით 4:3 მოიგო. 14 წუთში სამი გოლის გატანას ბევრი ვერ დაიკვეხნის. გთავაზობთ მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე სწრაფი ჰეთ-თრიკების ათეულს, რომელშიც ბოატენგის გმირობა მეათე ადგილზე აღმოჩნდა.

9)მარკო ვან ბასტენი

მარკო ვან ბასტენი (მილანი – გიოტებორგი 4:0) – 10 წუთი
ლეგენდარულმა ჰოლანდიელმა ამ თამაშში პოკერი გაიფორმაა, ჰეთ-თრიკი კი სულ რაღაც 10 წუთ­ში შეასრულა. იმ სამი გოლიდან ერთი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ერთ-ერთ ულამაზეს გო­ლად ითვლება. მარკომ პენალტის ნიშნულიდან მაკრატელათი გაიტანა გოლი.

8)ოლე გუნარ სოლსკიაერი

ოლე გუნარ სოლსკიაერი (ნოტინგემ ფორესტი – მანჩესტერი 1:8) – 10 წუთი
“ბავშვური სახის ასასინი” – ასე მოიხსენიებდნენ ნორვეგიელს ინგლისში. “მკვლელის” რეპუტაცია მან “ნოტინგემთან” მატჩშიც გაამართლა. თუმცა, სოლსკიაერმა თავისი პირველი გოლი მაშინ გაი­ტანა, როდესაც “მანჩესტერი” თამაშს ანგარიშთ 4:1-ს იგებდა. ამ მატჩში მანკუნიანელთა დანარჩე­ნი ოთხივე გოლი ნორვეგიელის ანგარიშზეა. მართალია, ათ წუთში შესრულებული ჰეთ-თრიკი ყველა დროის რეკორდი არ არის, მაგრამ 12 წუთში გაკეთებულ პოკერს ვერავინ დაიკვეხნის.

7)ლასლო კიში
ლასლო კიში (უნგრეთი – სალვადორი 10:1) – 7 წუთი
1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთ პირველ მატჩში უნგრეთმა სალვადორი გაანადგურა. კიში მინდორზე მაშინ გავიდა, როდესაც უნგრელები უკვე 5:0-ს იგებდნენ და შვიდ წუთში ჰეთ-თრიკი შეასრულა.

6.ჯერმაინ დეფო

ჯერმაინ დეფო (ტოტენჰემი – უიგანი 9:1) – 7 წუთი
კიდევ ერთი უხვგოლიანი მატჩი, რომელშიც რამდენიმე რეკორდი აღინიშნა. შვიდ წუთში შესრუ­ლებული ჰეთ-თრიკი პრემიერლიგის ისტორიაში მეორე ადგილზეა. დეფომ ამ მატჩში ხუთი გო­ლი გაიტანა. ასეთ მაჩვენებელს კი პრემიერლგის არსებობის მანძილზე მხოლოდ სამი ფეხბურთე­ლი დაიკვეხნის.

5.მარკო ვან ბასტენი
მარკო ვან ბასტენი (მილანი – ატლანტა 3:1) – 6 წუთი
ამ ერთგვარ რეიტინგში მარკო ვან ბესტენი მეორედ მოხვდა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს მო­საზრებას, რომ ჰოლანდიელი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მეგოლეა. ეს სწრაფი ჰეთ-თრი­კიც იმ სეზონში შესრულდა, რომელშიც პირველი. იმ სეზონში “მილანი” იტალიის ჩემპიონი გახ­და. მარკომ კი 31 მატჩში 25 გოლი გაიტანა.

4.დავიდ ვილია
დავიდ ვილია (ბილბაო – ვალენსია 0:3) – 5 წუთი
ახლა ვილია ესპანეთის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირია. მან თვით რაულსაც კი გაუსწრო, თუმ­ცა მანამდე დიდი ხნით ადრე დავიდმა ბილბაოში, “სან მამესის” სტადიონზე, პრიმერას უსწრაფე­სი ჰეთ-თრიკი შეასრულა. “ატლეტიკისა” და “ვალენსიას” მატჩის დასრულებამდე 10 წუთი რჩებო­და, ტაბლოზე კი ორი ნული ენთო. ვილიამ ბასკებს ქულის აღების იმედი ხუთ წუთში მოუსპო.
(დავიდ ვილიას ფოტო არ დაგჯირდებათ :) )

3.რობი ფაულერი

რობი ფაულერი (ლივერპული – არსენალი 3:0) – 4 წუთი
პრემიერლიგის უსწრაფესი ჰეთ-თრიკი რობი ფაულერს ეკუთვნის. 1994 წელს “ლივერპულისა” და “არსენალის” მატჩში რობის სამი გოლის გასატანად 4 წუთი და 33 წამი დასჭირდა.

2.გერდ მიულერი

გერდ მიულერი (დიუსელდორფის “ფორტუნა” – “ბაიერნი” 6:5) – 4 წუთი
გერდ მიულერს კარეირის მანძილზე 600 გოლზე მეტი აქვს გატანილი. მას არაერთ მატჩში შეუსრუ­ლებია ჰეთ-თრიკი, თუმცა 4 წუთში სამი გოლის გატანა მხოლოდ ერთხელ – “ფორტუნასთან” გა­მართულ 11-გოლიან თრილერში მოახერხა

1.ტომი როსი
ტომი როსი (“როს ქაუნთი” – “ნარინ ქაუნთი 8:1) – 90 წამი
მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში უსწრაფესი ჰეთ-თრიკი ოფიციალურად ტომი როსს ეკუთვნის. ხსენებულ მატჩში როსი მხოლოდ 18 წლის იყო. 90 წამში შესრულებულ ჰეთ-თრიკს მან კიდევ ოთხი გოლი დაუმატა და თავისი გუნდის რვა გოლიდან შვიდი საკუთარ ანგარიშზე ჩაიწერა. ეს ჰეთ-თრიკი გინესის რეკორდების წიგნშიც შეიტანეს.

ტომი როსი დარწმუნებულია, რომ მის მიღწევას ვერავინ გაიმეორებს: “ამ შედეგის გამეორება თითქმის შეუძლებელია. თავად განსაჯეთ: გატანილ გოლს ფეხბურთელები, სულ მცირე, წუთ-ნა­ხევრის განმავლობაში აღნიშნავენ. გოლის შემდეგ ჩვენ არც ვკოცნიდით და არც ვეხვეოდით ერთ­მანეთს. გავიტანდით და თამაშის გასაახლებლად სწრაფად ვბრუნდებოდით მოედნის ცენტრში”

წყარო: 24saati.ge

loading...
თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close