ახალი ამბებიგასართობი

ფაქტები შვედეთის შესახებ

ხშირად მიფიქრია თუ რატომ განსხვავდება ჩვენი ცხოვრების დონე ასე ერთმანეთისაგან და ვხდები რომ მიზეზი ადამიანებშია, ჩვენი ცხოვრების სტილი და მენტალიტეტი. მაგალითისთვის თუ ევროპაში ადამიანს მგზვრობის ფული არ ააქვს, ის ამაში არც მთავრობას და არც არავის არ ადანაშაულებს და მგზავრობს ველოსიპედით, რითაც სავსეა ევროპის ქალაქების ქუჩები. ჩვენ ვამჯობინებთ ან “ბაჭიად” მგზავრობას, ავტობუსში “ყვითელქურქიანებთან” ჩხუბს. წაიკითხეთ ყურადღებით (განსაკუთრებით სარეცხი მანქანების შესახებ) და ალბათ დამეთანხმებით.

1. შვედებში მიუღებელია წინასწარ დარეკვის გარეშე სტუმრობა.

2. შვედეთში არის 21 ოლქი – ლენი (län).

3. ყოველ ოლქში თავისებური დიალექტია .

4. შვედებს არ უყვართ სადილის სახლში მომზადება და ხშირად ოჯახებით სადილობენ პიცერიებში, კაფეებში და მაკდონალდსში.

5. შვედების ყველაზე საყვარელი კერძი — ქაბაბ პიცაა (kebab pizza).

6. ყველა პიცერია თავს იტალიურად აცხადებს, მაგრამ როგორც წესი იქ არაბები და ქურთები მუშაობენ.

7. მრავალბინიან სახლებში, როგორც წესი საკუთარი სარეცხი მანქანა არ ააქვთ. ეს იმით აიხსნება, რომ ასეთ სახლებში არის სპეციალური სამრეცხაო ოთახი, სადაც წინსწარი ჩაწერით შეგიძლით გარეცხოთ სარეცხი, გააშროთ და დააუთოოთ. ასეთი გზით ისინი აკეთებენ ელექტროენერგიის ეკონომიას (ყოველთვის მიკვირდა რატომ ხდებოდა ასე)

8. შვედებს ჩვევიათ სოცქსელების სტატუსებში ისეთი წვრილმანების ჩაწერა, რაც ძალიან გულუბრყვილოდ და სასაცილოდ ჩანს, მაგალითად – “დღეს მე და ჩემმა ცოლმა, იდოლის გადაცემის ყურებისას, პიცა უნდა მივირთვთ, რა მაგარია:)”

9. შვედეთში არსებობს ორი ენა – რთული და მარტივი. როგორც წესი მოსახლეობის 70 % არ იყენებს “რთულ” სიტყვებს საუბრის დროს და ხშირად არც იციან მისი მნიშვნელობა . თუ თქვენ ისწავლით რამდენიმე ასეთ სიტყვას და საუბარში გამოიყენებთ მათ, ჩათვლიან , რომ თქვენ სუპერ ერუდირებული ხართ. მაგალითისთვის “რთულ ” სიტყვებად ითვლება- “ობიექტური”, სუბიექტური” და ასე შემდეგ.

10. შვედები ძალიან სპორტული ნაციაა – ხშირად ხდება ისე, რომ ადამიანი 80 წლისაა და გამოიყურება, როგორც 50 წლის.

11. შვედებში ცხოვრების ხანგრძლივობა მაღალია – ეს აიხსნება მათი ცხოვრების წესით, ნაკლები სტრესით და ეკოლოგიით.

12. შვედებისთვის ეკოლოგიური საკითხი ერთერთი მნიშვნელოვანია.

13. შვედები ძალინ უფრთხილდებინ ცხოველებს. იყო შემთხვევა , როცა ტყეში ერთმ კაცმა ბეღურა მოკლა, ეს დაინახა შემთხვევითმა გამვლელმა, ამის გამო მას 6 თვით ციხეში ყოფნა და დიდი ჯარიმის გადახდა მოუწია

14. შვედეთში არ არის მიღებული სკოლის დათავრებისას ეგრევე უმაღლეს სასწვლებელში ჩაბარება, ისინი ჯერ მუშაობენ და 20-25 წლის ასაკში მიდიან უმაღლეს სასწვლებელში.

15. საერთოდ 25-30 წელი შვეციაში დიდ ასაკად არ ითვლება, უნივერსიტეტში ნახავთ ნებისმიერი ასაკის სტუდენტს.

16. 18 წელს მიღწეული ახალგაზრდები ცდილობენ მშობლებისაგან დამოუკიდებლად ცხოვრებას.

19. ალკოჰოლის მოხმარებას აკონტროლებს სახელმწიფო, 20 წლამდე ახალგარდებისათვის აკრძალულია ალკოჰოლის მიყიდვა. თუ თქვენ დღეში მესამეჯერ მიხვედეთ მაღაზიაში ალკოჰოლის საყიდლად, გამყიდველმა უარი გითხრათ მიყიდვაზე მიზეზით- “თქვენ გადაამეტეთ”

21. ფილმები კინოთეატრებში გადის არა ნათარგმნი, არამედ სუბტიტრებით.

23. თუ თქვენ გაიარეთ გამოსაცდელი დრო და დამქირავებელთან დადეთ ხელშეკრულება, რაც არ უნდა დააშავოთ თითქმის შეუძლებელია თქვენი სამსახურიდან გაშვება, ისეთი ძლიერია იქ პროფკავშირი.

24. შვედები ძალიან კეთილი და მგძნობიარე ხალხია, თუ კოლექტივში გაიგეს რომ თქვენ გაქვთ რაიმე პრობლემა, ეს იმავდროულად ხდება თითოეული მათგანის პრობლემა.

25. ოც წლამდე კბილების მკურნალობა უფასოა. თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მიხვეიდეთ ნებისმიერი პრობლემით, იქნება ეს ქვების მოშორება ან კბილების გათეთრება.
26. შვედური, ნორვეგიული და დანიური ენები ძალიან გავს ერთმანეთს.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close