არქივი

TOP 5 COVER !

მუსიკალურ სამყაროში ძალიან ცნობილი ფაქტია “COVER”-ის პრინციპი. უამრავი ცნობილი მუსიკოსი თავიანთი კოლეგების სიმღერებს ყოველგვარი წესების დაცვით დიდი სიამოვნებით ამრავალსხვაფეროვნებს და განახლებულ ვერსიას სთავაზობს მსმენელს. პოსტში გთავაზობთ ჩემი აზრით, ხუთ ყველასგან გამორჩეულ “COVER”-ს.

5)

ერთ-ერთ საუკეთესო COVER-ად თავისუფლად შეიძლება ჩაითვალოს Nirvana-ს მიერ გადაკეთებული Guns N Roses-ის მეგაპოპულარული სიმღერა Knocking on heaven’s door. ეს COVER-ი კურტმა სიკვდილამდე სამი თვით ადრე შეასრულა უკანასკნელად. “განს”-ები მისი ერთ-ერთი უსაყვარლესი ჯგუფი იყო.

4)

Pink floyd-ის “Wish you were here” ჩემთვის პირადად შეუჩვლელია და არამგონია მისი გადაკეთება ვინმემ იმაზე უკეთ შეძლოს, ვიდრე ორიგინიალია, თუმცა Radiohead-მა საკმაოდ ორიგინალური, განსხვავებული და სასიამოვნო COVER-შემოგვთავაზა.

3)

ალბათ ძალიან მაგარი შეგრძნებაა, როდესაც გენიალურ მუსიკას, გენიალური მუსიკოსისგან ისმენ. სწორედ ასეთი წინასიტყვაობა შეიძლება წავუმძღვაროთ ამ COVER-ს. რობი უილიამსის მიერ შესრულებული “Wonderwall”.

2)

ბევრს ჰგონია,რომ ეს სიმღერა მერლინ მენსონის შექმნილია. არა ძვირფასებო, ეს სიმღერა ჯერ კიდევ 80-იან წლებში ჟღერდა რადიოში. მერლინ მენსონმა, ორიგინალთან შედარებით არანაკლებ ჟღერადი და ეფექტური მუსიკა შექმნა.

1)

გაგიგიათ რამე Scala & Kolacny Brothers-ის შესახებ? თუ არა-გეტყვით,რომ ეს არის ანსამბლი, რომელიც მღერის მსოფლიოში ცნობილი სიმღერების COVER-ებს. მე უკეთეს COVER-ზე ჯერ არ მომისმენია. გირჩევთ მოუსმინოთ.

პ.ს : პოსტი არის დამოუკიდებლად მომზადებული, მხოლოდ და მხოლოდ ჩემ მიერ.

Dima Sanaia | Create your badge
100000521986166.2319.1149767336

მსგავსი ამბები

Back to top button