სასარგებლოსაქართველო

ვუთხრათ არა მუქ ტანსაცმელს

რატო დადის საქართველოში მცხოვრებნი უმეტესად შავი ან მუქი ფერის ტანისამოსში? სადაც კი გაიხედავთ(ქუჩებში,მეტროში,საზ. ტრანსპორტში) დაინახავთ “გადაშავებულ” ჩაცმის სტილს და ამ ყველაფერს ისეთი მიჩვეულნი ვართ ვეღარც კი ვამჩნევთ მას….

ერთ დღეს ჩემმა ბიძაშვილმა შვედეთიდან ჩამოიყვანა სამი კურსელი: ორი გოგო და ერთი ბიჭი. როგორც ჩვენ სამხრეთელ ერს შეეფერება, დიდ პატივით მივიღეთ. გაიარეს რა ჩვენი კულტურის ესოდენ თვალსაჩინო “ჩანჩქეროს” სიმღერა :) შემდეგში გადმოგვაბარეს ახალგაზრდებს მათვის ჩვენი კულტურის გაცნობა. მოვიარეთ მცხეთა, ძველი თბილისი, ხოდა ერთ დღესაც ყველაფრისგან მობეზრებულებმა განმავრტოვდით ცალკე ოთახში და საუბარი ჩამოვაგდეთ ჩვენს კულტურაზე, სამივე მათგანი განცვიფრებული იყო იმით თუ რატომ დადიოდა ქართველების(იგულისხმება საქართველოს მცხოვრებნი) 90% მუქი ტანსაცმლით და ეს ყველაფერი მაშინ როცა ასეთი იუმორი და მხიარული ბუნება გვაქვს? ამის შემდდეგ ვაკვირდები ჩვენი ტანსაცმლის ფერებს, ხოდა მივხვდი ნამდვილად ძალიან ფატალური ფერებით ვიმოსებით. ყველა ადამიანის ქცევას გააჩნია რაიმე მიზეზი შეიძლება თქვენ იფიქროთ ჩვენი ჩაცმის სტილი კლასიკური გემოვნების ბრალიაო, მაგრამ მთლად ასეც არ არის. ფსიქოლოგიური კვლებების შედეგად დადგინდა მუქი ფერის მოყვარულნი ძირითადად არიან პესიმისტები, დეპრესიული, წარუმატებელი და ასევე მელანქოლიურ ბუნების ადამიანები. :(

შავი ფერი იწვევს უარყოფით ემოციებს, გვიფუჭებს განწყონბას და მას ჩვენ მაინც ყველაზე ხშირად ვატარებთ. ბევრ შავი ფერის მოყვარულთან მქონია საუბარი აი რას ამბობენ ისინი:

დოდო (62 წლის): შვილო რაღა დროს ჩემი ფერადი ტანსაცმელებია ქმარი მკვდარი მყავს, რას იტყვიან ჩემზე ფერადი ტანისამოსით რომ ვიარო?(არადა ქმარი 10 წელია მკვდარი ყავს)
ანუკი (20 წლის): იცი რას გეტყვი?! მე კლასიკური ტანსაცმელი მიყვარს!!! აღარ ვარ თინეიჯერობის ასაკში, თან მინდა სერიოზულ პიროვნებათ აღმიქვან.
კახა (45 წლის ): ჭრელა ჭრულა მეცვას რა ზანგი ვარ?? თუ გეი ვერ გავიგე?(ჰმმ..)
გიორგი (17 წლის): შავები გავიხადო და ფერადები ჩავიცვა? არა ეგრე არგამოვა “ძმაო”!!! ბარემ კაცობაზეც მათქმევინეთ უარი. ჩვენი წინაპრები სულ მუქ ფერებში დადიოდნენ რადგან ტანჯული ერი ვართ.(არადა ისტორიის წიგნი ბოლოს როდის დაიჭირა არც ახსოვს :)).

ასევე შავი ფერის პოპულარობა დამოკიდებულია ჩვენი კოლექტიური ცხოვრების წესის გამო, თუ ჩვენთან რაიმეთი განსხვავებული ხარ ანუ ინდივიდუალური, გხვდება უამრავი პრობლემა. ძალიან არამრავალფეროვანი შეხედულებები ახასიათებს ერის მოსახლეობის უმრავლესობას. მაგრამ მე მაინც გირჩევთ: იყავით ოპტიმისტები, ჩაიცვით მხიარულ ფერებში, გახდიით ინდივიდუალური პიროვნებები.

პ.ს. ჩემი პოსტის მიზანი არ არის გინდათ თუ არა გაიხადოთ შავები მე უბრალოდ გირჩევთ ფერად ტანისამოს :)

თეგები

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე

Close
Close
Close