სასარგებლოსურათებიუცნაური

რობერტ ბრუნოს არქიტექტურული სასწაული


გენიალური არქიტექტორისა და მოქანდაკის რობერტ ბრუნოს სახლი, ეს უფრო მეტია ვიდრე უბრალოდ საცხოვრებელი სახლი – ეს რის ხელოვნების შედევრი, რომელიც აოცებს მნახველს.
კერძო საცხოვრებელი სახლი ფოლადისგანაა გაკეთებული და მდებარეობს ტეხასში, ქალაქ ლაბოკის მახლობლად, ტბასთან ახლოს. მშენებლობა დიწყო 1974 წელს და გრძელდებოდა 30 წელი. მთელი სამუშაოები მიმდინარეობდა ხელით. ფორმა არ იყო წინასწარ განსაზღვრული. პრაქტიკულად ბრუნო ვერც ხვდებოდა, რომ ის ქმნიდა ხელოვნების ნიმუშს და არა უბრალოდ საცხოვრებელ სივრცეს. ნაგებობა შედგება ფოლადის ფირფიტებისაგან. მასზე დიხარჯა დაახლოებით 110 ტონა მეტალი.
სახლის საცხოვრებელი ფართი, დაახლოებით 280 კვადრტული მეტრია. შენობა ორსართულიანია, არის 2 საძინებელი ოთახი, სასტუმრო ოთახი, სასადილო ოთახი,სააბაზანო, რამდენიმე საპირფარეშო, კიბეები. უცნაურია , მაგრამ სახლი ბრუნოს დაუჯდა 30 000$-ზე ნაკლები.
ასეთი სახლის შექმნის იდეა ბრუნოს ერთერთი ფოლადის ქანდაკების დამთავრების შემდეგ გაუჩნდა. ის დაფიქრდა რა იქნებოდა, თუ ის შეძლებდა ქანდაკების შიგნით გადაადგილება და რეალობაშიც განახორციელა, თავისი ჩანაფიქრი.

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close