გამოგონებასაკითხავი

პირველი ავტომობილი და ამასთანვე პირველი ავტოკატასტროფა

მართალია პირველი ავტომობილის შემქმნელად კარლ ბენცი ითვლება, რომელსაც პირველი საცდელი მოდელის შექმნას (1885 წელი) მიაწერენ, მაგრამ პირველი თვითმავალი ტრანსპორტი აღნიშნულ თარიღამდე 100 წლით ადრე არსებობდა. აღსანიშნავია, რომ ბენცის მოდელისგან განსხვავებით, იმ დროისათვის შექმნილი ყველა მოდელი ორთქლის საშუალებით მოძრაობდა.

1769 წელი – ნიკოლას კაგნოტი

ყველაზე პირველი, თვითმავალი ავტომობილი ფრანგმა ინჟინერმა, ნიკოლას კაგნოტმა 1769 წელს ააწყო, მოდელი ორთქლის საშუალებით მოძრაობდა. აღნიშნული ტრანსპორტი პარიზში ააწყვეს და მას ფრანგული არმია იყენებდა, იარაღის გადასაზიდად. თვითმავალს სამი საბურავი და საქვაბის მსგავსი ძრავი ჰქონდა.

1771 წელი – პირველი საავტომობილო კატასტროფა

ნიკოლას კაგნოტმა, რომელმაც პირველი ავტომობილი დააპროექტა, ორი წლის შემდეგ სხვა სატრანსპორტო საშუალებაც შექმნა. გადმოცემით ცნობილია, რომ ავტომობილი საკმაოდ კარგი სისწრაფით მოძრაობდა და სწორედ ამ მოდელით დაფიქსირდა მსოფლიო ისტორიაში პირველი საავტომობილო კატასტროფა.

1807 წელი – ფრენკის ისააკ დე რივა

შვეიცარიელმა ისააკ დე რივამ მეოცე საუკუნის დასაწყისში რამდენიმე უნიკალური მოდელი შექმნა, რომლებიც ორთქლის ძრავზე მუშაობდნენ. 1807 წელს მან „შიდა წვის ძრავის“ შექმნა მოახერხა. ძრავი ენერგიის გამოსამუშავებლად წყალბადსა და ჟანგბადს მოიხმარდა. დე რივამ ძრავის აღნიშნული მოდელი ავტოწარმოების გასამრავალფეროვნებლად შექმნა. აღნიშნული ავტომობილი იყო ერთარდერთი მოდელი, რომელიც შიდაწვის ძრავით მუშაობდა.

1860 წელი – ჟან ეთან ლენუარი

მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში საზოგადოებამ მრავალი შიდაწვის ძრავები იხილა. მიუხედავად ამისა, არცერთ მათგანს არ ჰქონია კომერციული წარმატება. პირველი წარმატებული შიდაწვის ძრავი ჟან ეთან ლენუარმა დააპატენტა 1860 წელს. 1862 წელს მან ექსპერიმენტული სატრანსპორტო საშუალება შექმნა, რომელსაც აირზე მომუშავე ძრავი ჰქონდა და რომელმაც 3 კმ/სთ–ის განვითარება შეძლო. 1865 წლისათვის მხოლოდ პარიზში, დაახლოებით 500 ასეთი ძრავი გამოიყენეს.

1876 წელი – ნიკოლას ოუგუსტ ოტო

პირველი ოთხ ცილინდრიანი ძრავი გერმანულმა კომპანია „ოტო და კომპანია“ – მ დააპატენტა. 1863 წელს ოუგუსტ ოტომ აირზე მომუშავე შიდა წვის ძრავების გაუმჯობესებას მიჰყო ხელი. ოთხ ცილინდრიანი ძრავი, ოტომ 1876 წელს შექმნა.

აღნიშულ ძრავზე გერმანელი ინჟინერი გოტლიბ დაიმლერიც მუშაობდა. დაიმლერმა შეასრულა სამუშაოს დიდი ნაწილი და წარმატებაც მისი დამსახურებაა.

წყარო: droni.ge

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close