აკნე და მაკიაჟი

აკნე ალბათ ყველა თინეიჯერის პრობლემაა, ზოგს მეტად აწუხებს, ზოგს ნაკლებად. გარდატეხის პერიოდში კი თითქმის ყველა ბავშვი განსაკუთრებით განიცდის გამონაყარს. თანამედროვე სამყაროში მკურნალობის უფრო და უფრო მეტი მეთოდი ჩნდება, არსებობს სახის სხვადასხვანაირი გაწმენდა, კოსმეტიკური ფირმები ერთმანეთს ეჯიბრებიან სასარგებლო პროდუქციის გამოშვებაში, თუმცა როცა გამონაყარი ასაკობრივია,ან განსაკუთრებით პრობლემურ კანთან გვაქვს საქმე, მაშინ ხშირად ვერცერთი მაზი ვერ შველის საქმეს. კოსმეტოლოგები ზოგჯერ ხანგრძლივ მკურნალობას უნიშნავენ ასეთ პაციენტებს, რაც დროსთან ერთად საკმაო თანხასაც მოითხოვს,რისი საშუალებაც ბევრს არ აქვს.
ხშირად დამინახავს ქუჩაში გოგონები მსგავსი პრობლემით, ბიჭები იშვიათად. მინახავს გამონაყარისგან შრამებგაჩენილი კანიც, ეს მართლაც საშინელებაა და ყველას ვურჩევ აქამდე არ მიიყვანონ საქმე და დროზე მიხედონ კანს, ეს რა თქმა უნდა ეხება მშობლებსაც, რომლებიც ხშირად გულისყურით არ ეკიდებიან ბავშვების კანის მდგომარეობას და სამკურნალო მალამოების წასმა პრანჭვა ჰგონიათ, პრანჭვა კი ჯერ კიდევ ადრეა ამისთვისო და ასე იმშვიდებენ თავს. ეს არასწორი მიდგომაა და სჯობს დროზე მოეგონ გონს.

პოსტში არ ვაპირებ ზოგადად განვიხილო რა არის აკნე, როგორ ხდება მისი მკურნალობა და რა უნდა გააკეთოს პაციენტმა, ამაზე ინფორმაცია შეგიძლიათ სამედიცინო საიტებზე მოიძიოთ.

ახლა კი საუბარი გვექნება ერთ გოგოზე, რომლის ვიდეოც უკვე ძალიან ბევრჯერ ვნახე : ) კასანდრა ბენკსონი– ჩემი აზრით ულამაზესი გოგო და ამასთანავე ძალიან ჭკვიანიც, თავის გამოცდილებას გვიზიარებს. ის 19 წლის მოდელია, აქვს ძალიან დიდი პრობლემა აკნესთან დაკავშირებით, ისიც ისევე განიცდის ამას, როგორც ნებისმიერი პატარა გოგო, მაგრამ სამწუხაროდ კანს ვერაფერს შველის. თუმცა მაინც გამოიძებნება გზა,რომელიც ასეთ ხალხს შვებას მისცემს – მაკიაჟი.
როცა კასანდრას სურათები ვნახე, არც დავიჯერე რომ ასეთი გამონაყარის დაფარვას მაკიაჟი შეძლებდა, მაგრამ აშკარად შევცდი. კასანდრა თავისი ხელით ისე ოსტატურად ისვამს ფერ–უმარილს რომ ნებისმიერ გოგოს შეშურდება, მათ შორის მეც : ) ამიტომაც დიდის ამბით ამოვწერე მისი კოსმეტიკური საშუალებები და მომავალში გამოყენებასაც ვაპირებ.
ბარემ აქვე დავწერ რას იყენებს ის და შემდეგ ვიდეოსაც უყურეთ..

როგორც ვიცით მაკიაჟის გაკეთება სპეციალური კრემით უნდა დავიწყოთ,რომელიც კანს გამოკვებავს კიდეც, ჟანგბადითაც მოამარაგებს და სუნთქვის საშუალებას მისცემს.

კასანდრა ცხვირზე წასასმელად ხმარობს Smashbox – antishine-ს,რომელიც ამაზონზე 27$ ღირს. ბმული
შემდეგ მთლიან სახეზე ისვამს Hourglass Veil Mineral Makeup Primer-ს, რომელიც იბეიზე 30$ ღირს. ბმული
მთავარი ეტაპი მაინც ტონალურის შერჩევაა, კასანდრა ისვამს MAKE UP FOR EVER HD FOUNDATION-ს, რომელიც ამაზონზე 40$ ღირს. ბმული

შემდეგ ისვამს MAC Studio Finish Concealer spf 35 NC30-ს, რომელიც ამაზონზე 27$ ღირს. ბმული
ამის მერე იყენებს MAC Select Sheer Loose Powder NC5-ს, ამაზონზე ღირს 22$ ბმული
შემდეგ Smashbox HALO Hydrating Perfecting Powder, რომელიც ამაზონზე 33 $ ღირს ბმული
მერე MAKE UP FOR EVER HD Microfinish Powder, ამაზონზე 15$ ღირს. ბმული
ამ ყველაფრის შემდეგ გგონიათ რომ ამდენი რამ სახეზე დადებულივით გამოჩნდება და ,,გაჯის” ეფექტს შექმნის? ასე რომ არ მოხდეს, არსებობს მშვენიერი საშუალება Mac Fix Plus Spray,რომელიც მაკიაჟს აფიქსირებს, აჯენს სახეზე კარგად და საკმაოდ დიდხანს გიძლებთ ქარსა თუ წვიმაში :) იბეიზე 28 დოლადარ აღმოვაჩინე. ბმული

…………………………………………………………………………………………………………………..


ავტორი: ირი_ლეკვეიშვილი

FavoriteLoadingდაამატე ფავორიტებში
ამობეჭდვა ამობეჭდვა
Processing your request, Please wait....

© 2008 - 2013 ყველა უფლება დაცულია | ბლოგს ჰოსტინგით უზრუნველყოფს კომპანია ITDC