კულტურა

მიწისძვრები

china earthquake 40 671256c

ამ პოსტში წარმოგიდგენთ უკანასკნელი 100 წლის მანძილზე მომხდარ მიწისძვრებზე ინფორმაციას.

2009 წელი 18 აპრილი.
ქაბულის მახლობლად (ავღანეთი) 5,5-ბალიანმა მიწისძვრამ 70-მდე ადამიანი იმსხვერპლა. დაზიანდა 100-მდე სახლი.

2009 წლის 9 აპრილი.
ათეულობით ადამიანი დაიღუპა იტალიის ისტორიულ ქალაქ აკვილაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად.

2008 წლის 28 ოქტომბერი.
მიწისქვეშა ბიძგებმა პაკისტანის პროვინცია ბელუჯისტანში 300-მდე ადამიანი იმსხვერპლა.

2008 წლის 12 მაისი.
ჩინეთის პროვინცია სეჩუანში 87 ათასი ადამიანი დაიღუპა. 370 ათასმა მძიმე ტრამვა მიიღო.

2007 წლის 15 აგვისტო.
პროვინცია იკაში (პერუ, ლიმა) მიწისძვრას 519 ადამიანი ემსხვერპლა.

2006 წლის 17 ივლისი.
მიწისძვრით გამოწვეულმა ცუნამიმ ინდონეზიის კუნძულ იავაზე 650 ადამიანი შეიწირა.

2006 წლის 27 მაისი.
იავაზე (ინდონეზია) მომხდარი მიწისძვრის შედეგად 5700 ადამიანი დაიღუპა.

2006 წლის 1-ელი აპრილი
ირანში მომხდარ მიწისძვრას 70 კაცი ემსხვერპლა და 1200-მა მძიმე დაზიანება მიიღო.

2005 წლის 8 ოქტომბერი.
პაკისტანის ჩრდილოეთით, ქაშმირის რაიონში მომხდარმა მიწისძვრამ 73 ათასი ადამიანი იმსხვერპლა და მილიონობით უსახლკაროდ დატოვა.

2005 წლის 28 მარტი.
კუნძულ ნიასზე (ინდონეზია) 1300 ადამიანი დაიღუპა.

2005 წლის 22 თებერვალი.
ირანის პროვინცია ქერმანში 100 ადამიანი დაიღუპა.

2004 წლის 26 დეკემბერი.
მიწისძვრით გამოწვეულმა ტალღებმა აზიის მრავალ ქვეყანაში ასეულობით ადამიანი იმსხვერპლა.

2004 წლის 24 თებერვალი.
დაახლოებით 500 ადამიანი დაიღუპა მაროკოში.

2003 წლის 26 დკემბერი.
ირანში მომხდარმა მიწისძვრამ 26 ათასი ადამიანი და ისტორიული ქალაქი ბამი იმსხვერპლა.

2003 წლის 21 მაისი.
ალჟირში 2 ათასი ადამიანი დაიღუპა. 8 ათასმა მძიმე ტრამვა მიიღო.

2003 წლის 1-ელი მაისი.
თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად 160 ადამიანი, აქედან 83 ბავშვი დაიღუპა.

2003 წლის 24 თებერვალი.
ჩინეთის დასავლეთში 10 ათასი სახლის ნანგრევებში 260 ადამიანი გარდაიცვალა.

2002 წლის 31 ოქტომბერი.
იტალიაში მიწისძვრამ სან-ჯულიანო დი პულიას საბავშვო ბაღი დაანგრია. ყველა ბავშვი გარდაიცვალა.

2001 წლის 26 იანვარი.
ინდოეთის შტატი გუჯარტი. 20 ათასი მსხვერპლი, მილიონობით უსახლკარო.

1999 წლის 12 ნოემბერი.
თურქეთის ჩრდილო-დასავლეთით 400-მდე ადამიანი დაიღუპა.

1999 წლის 21 სექტემბერი.
ტაივანზე მომხდარმა მიწისძვრამ ყველა შენობა დააზარალა და 2500 ადამიანი იმსხვერპლა.

1999 წლის 17 აგვისტო.
იზმირსა და სტამბოლში 17 ათასი ადამიანი დაიღუპა.

1998 წლის 30 მაისი.
მიწისძვრამ ავღანეთში 4 ათასი ადამიანი იმსხვერპლა.

1995 წლის 27 მაისი.
სახალინზე 2 ათასი ადამიანი დაიღუპა.

1995 წლის 17 იანვარი.
იაპონიის ქალაქ კობში 6430 ადამიანი გარდაიცვალა.

1993 წლის 30 სექტემბერი.
ინდოეთის დასავლეთ და სამხრეთ რაიონებში მომხდარი მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვმა 10 ათასს გადააჭარბა.

1990 წლის 21 ივნისი.
ირანის პროვინცია გილიანი. 40 ათასი სული მსხვერპლი.

1988 წლის 7 დეკემბერი.
სომხეთის სამხრეთ-დასავლეთის ქალაქ სპიტაკში 25 ათასი ადამიანი დაიღუპა.

1985 წლის 19 სექტემბერი.
მეხიკოში მიწისძვრამ 10 ათასი ადამიანი იმსხვერპლა.

1976 წლის 28 ივლისი.
ნანგრევებად იქცა ჩინეთის ქალაქი ტანშანი. დაიღუპა 250 ათასი ადამიანი.

1972 წლის 23 დეკემბერი.
ნიკარაგუას დედაქალაქ მანაგუაში მიწისძვრამ 10 ათასი ადამიანი შეიწირა.

1970 წლის 31 მაისი.
ანდებში მიწისძვრის შედეგად გამოწვეულმა ზვავმა ქალაქი იუნგაი დაფარა და 66 ათასი ადამიანი იმსხვერპლა.

1963 წლის 26 ივლისი.
მაკედონიაში 100 კაცი დაიღუპა და 100 ათასი უსახლკაროდ დარჩა.

1960 წლის 22 მაისი.
მსოფლიოში ყველაზე დიდი მიწისძვრა ჩილეში მოხვდა. მიწისქვეშა ბიძგების შედეგად წარმოქქმნილმა ცუნამიმ მთელი სოფლები წალეკა. მსხვერპლი იყო წვეყნიდან ასეულობით კილომეტრში მდებარე ჰავაის კუნძულებზე სადაც 61 ადამიანი დაიღუპა.

1923 წლის 1-ელი სექტემბერი.
ტოკიოს (იაპონი) მახლობლად მომხდარ მიწისძვრაში 142800 ადამიანი გარდაიცვალა.

1906 წლის 18 აპრილი.
სან-პრანცისკოში მიწისძვრა ერთ წუთამდე გრძელდებოდა. 700-დან 3 ათასამდე ადამიანი შენობების ქვეშ მოყვა და მიწისძვრისგან გაჩენილ ხანძარში დაიღუპა.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button