გასართობისურათები

10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი რეპერი


წარმოგიდგენთ 10 ყველაზე მაღალანაზღაურებად რეპერს ფორბსის მიხედვით
ეს არის თანხები რაც მათ 2011 წლის შემოდგომამდე გამოიმუშავეს 1 წლის განმავლობაში და არა მათი სრული ქონება(ზოგს ეგეც უწერია).

10. Christopher “Ludacris” Bridges – $12 მილიონი

ასაკი: 34 წლის
კარიერა: 1998-დან
წელს მან მუსიკის გარდა ფული ფილმებში მიღებული როლებითად დააგროვა, როგორებიცაა “Fast Five”, “No Strings Attached”, და “New Year’s Eve”. ასევე მან დაიწყო ყურსასმენების “SOUL by Ludacris” ის და კონიაკი “Conjure” ის წარმოება. ლუდაკრისს კონტრაქტები აქვს კომპანიებთან როგორებიცაა “Trojan Condoms” და “TAG Body Spray”.

9. Aliaune “Akon” Thiam – $13 მილიონი

ასაკი: 38 წლის
კარიერა: 1996-დან
სენეგალელ-ამერიკელმა მომღერალმა, პროდიუსერმა და კომპოზიტორმა საერთაშორისო კონცერტები ჩაატარა ავსტრალიიდან ზიმბაბვემდე. ასევე აქვს ბევრი სარისკო ბიზნეს წამოწყება. ეიქონის სიმღერას “I Just Had Sex” 142 მილიონზე მეტი ნახვა აქვს იუთუბზე მისი 2010 წლის დეკემბრის დებიუტიდან.

8.(6)  Calvin “Snoop Dogg” Broadus – $14 მილიონი

ასაკი: 40 წლის
კარიერა: 1991-დან
“West Coast”-ის უბერებელ ვარსკვლავს მორიგი წარმატებული წელი ჰქონდა. მან გამოუშვა ახალი ალბომი “Doggumentary”, ჩაატარა უამრავი კონცერტი და გააფორმა კონტრაქტები “MetroPCS”-თან და “Pepsi Max”-თან.

7.(6) Andre “Dr. Dre” Young – $14 მილიონი

ასაკი: 46 წლის
კარიერა: 1983-დან
ქონება: $300 მილიონი (2011 წლის აგვისტოს მონაცემებით)
მას არ გამოუშვია ახალი ალბომი უკვე 10 წელია, თუმცა იგი შემოსავალს იღებს როგორც პროდიუსერი. დოქტორ დრი დაეხმარა ემინემს, სნუპ დოგს და 50 ცენტრს თავიანთი კარიერის განვითარებაში. მას ასევე აქვს HP-ის ლეპტოპების ხაზი. 2011 წლის 9 აგვისტოს მან გაყიდა თავისი წილი ყურსასმენების კომპანიაში, რომელმაც მას $175 მილიონი მოუტანა და მისი ქონება $300 მილიონამდე გაიზარდა.

6. Marshall “Eminem” Mathers – $14 მილიონი

ასაკი: 39 წლის
კარიერა: 1992-დან
სხვა რეპერებისგან განსხვავებით რომლებიც ამ სიაში არიან, ემინემს არც ბევრი კონცერტი ჩაუტარებია და არც სხვა ბიზნეს ინტერესები აქვს, თუმცა მუსიკა საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ამ სიაში მოხვედრილიყო. მან ასევე გააფორმა კონტრაქტები “კრაისლერთან” და “ლიფტონთან”.

5.(4) Bryan “Birdman” Williams – $15 მილიონი

ასაკი: 42 წლის
კარიერა: 1990-დან
ქონება: $100 მილიონი (2011 წლის სექტემბრის მონაცემებით)
ბირდი არის თანადამფუძნებელი “Cash Money Records”-ის(ძმასთან ერთად). მას წვილილი მიუძღვის ისეთი რეპერების წარმატებაში როგორებიც არიან Lil Wayne, Nicki Minaj და Drake. გასულ წელს ის არ იყო ფორბსის სიაში, რადგან უფრო ბიზნესს აკეთებდა ვიდრე რეპავდა, თუმცა წელს დაბრუნდა რადგან სხვა რეპერებიც სიაში ასე იქცევიან.

4. Dwayne “Lil Wayne” Carter – $15 მილიონი

ასაკი: 29 წლის
კარიერა: 1990-დან
მან თავისი პირველი სიმღერა 8 წლისას დაწერა და კონტრაქტი ჩამწერ სტუდია “Cash Money Records”-თან 9 წლისას გააფორმა. იგი ეხლა ერთერთი ყველაზე მდიდარი რეპერია, იმის მიუხედავად რომ გასულ წელს ციხეში 8 თვე გაატარა.

3. Kanye West – $16 მილიონი

ასაკი: 34 წლის
კარიერა: 1996-დან
2009 წლის შემდეგ იგი ბრუნდება სამეულში. კენის ახალმა ალბომმა “My Beautiful Dark Twisted Fantasy” გამოსვლიდან მალევე მიიღო პლატინი. ასევე მან გამოუშვა ალბომი “Watch the Throne”, რომელის დებიუტი 2011 წლის 8 აგვისტოს შედგა.

2. Sean “Diddy” Combs – $35 მილიონი

ასაკი: 42 წლის
კარიერა: 1988-დან
ქონება: $500 მილიონი
მსოფლიოს ყველაზე მდიდარ რეპერს, ცნობილს როგორც “Puff Daddy” შემოსავლები აქვს ტანსაცმლის ხაზებიდან “Sean John” და “Enyce”, სტუდია “Bad Boy Records”-დან და მარკეტინგის ფირმა “Blue Fame”-დან. მუსიკა ახლა მისი შემოსავლის 20%-ზე ნაკლებს შეადგენს. მას ასევე კონტრაქტი აქვს არყის ბრენდ “Ciroc”-თან. (სურათზე ხელში რაც უჭირავს)

1. Shawn “Jay-Z” Carter – $37 მილიონი

ასაკი: 42 წლის
კარიერა: 1989-დან
ქონება: $450 მილიონი
მან 2007 წელს გაყიდა ტანსაცმლის ხაზი “Rocawear” $204 მილიონად. ჯეიზის ასევე აქვს შემოსავალი 2008 წელს “Live Nation”-თან გაფორმებული კონტრაქტიდან, რომლიდანაც 10 წლის განმავლობაში $150 მილიონს მიიღებს. მას ასევე აქვს წილი საკალათბურთო “New Jersey Nets”-ში და კლუბების ქსელში “40/40 Club.” ქორწინების შემდეგ მან პირველად აჯობა თავის ცოლს შემოსავლების რაოდენობაში(ბიონსეს შემოსავალი $35 მილიონი იყო).

P.S სხვა “10 ყველაზეები” თუ გაინტერესებთ, როგორებიცაა 10 ყველაზე გავლენიანი ადამიანი, ყველაზე პოპულარული საიტი და სხვები, გადადით ჩემს პოსტებში.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close