არქივი

ალბათ მხოლოდ საქართველოში

fd20e7783b43

უკვე დიდი ხანია გავრცელდა თემა “მხოლოდ საქართველოში”. ამ პოსტში შევეცდები ჩემეული ვერსია შემოგთავაზოთ.

მე ვფიქრობ, ყველა ადამიანი გარკვეულ წილად გოიმია. როცა ამას ვამბობ, პირველ რიგში, ჩემს თავს ვგულისხმობ.  ჩამოთვლითაგან ზოგი უბრალოდ, სასაცილოა, მაგრამ ზოგი დაფიქრების ღირსი ნამდვილად არის.

  • ალბათ მხოლოდ საქართველოში ნახავთ კერძებს, სადაც ყველის მაგივრად მაკარონია.
  • ალბათ მხოლოდ საქართველოში მოაქვთ თავი იმით, რომ “პახმელიაზე” ყოფნის დიდი გამოცდილება აქვთ.
  • ალბათ მხოლოდ საქართველოში აგინებენ საკუთარ ფეხბურთელებს თამაშის მსვლელობისას.
  • ალბათ მხოლოდ საქართველოში როდესაც ვიღაც თავის დაწერილ ლექსს კითხულობს, მსმენელს ძალიანაც რომ არ მოსწონდეს, მაინც ამბობს, რა მაგარიაო.
  • ალბათ მხოლოდ საქართველოში გვასწავლიან ტელევიზიით პრეზერვატივის გამოყენება, რომ აუცილებელია.
  • ალბათ მხოლოდ საქართველოში იცვამენ სპორტულ წინდებს, მაშინ როცა კლასიკურად აცვიათ.
  • ალბათ მხოლოდ საქართველოში დაუთვლიდნენ ხინკალს ნაოჭებს.
  • ალბათ მხოლოდ საქართველოში სიგარეტის ნამწვის ნაგვის ურნაში გადაგდება “ტეხავს”.
  • ალბათ მხოლოდ საქართველოში ეჯიბრებიან ერთმანეთს, ვინ უფრო მეტს სვამს.
  • ალბათ მხოლოდ საქართველოში დასცინიან ერთმანეთს რბილ “ლ” – ებზე.
  • ალბათ მხოლოდ საქართველოში “ტეხავს” უმაღლეს განათლებაზე უარის თქმა და ხელობის შესწავლა.
  • ალბათ მხოლოდ საქართველოში ეკითხებიან ერთმანეთს გოგოსთან “ნაზასავები” თუ ხარო.
  • ალბათ მხოლოდ საქართველოში სვამენ ლუდის შემდეგ არაყს.
  • ალბათ მხოლოდ საქართველოში იძლევიან მართვის მოწმობას 18 წლის ასაკში.
  • ალბათ მხოლოდ საქართველოში მანქანის მართვისას ღვედის გაკეთება “ტეხავს”.
  • ალბათ მხოლოდ საქართველოში სუნთქავენ წებოს.
  • ალბათ მხოლოდ საქართველოში ნახავთ გოგონებს ულვაშებით და ბაკენბარდებით.
  • ალბათ მხოლოდ საქართველოში დაუძახებდნენ ფოსტლებს ფლოსტებს.
  • ალბათ მხოლოდ საქართველოში დაუთვლიდნენ წყევლას სართულებს.
  • ალბათმხოლოდ საქართველოში ქალის ადგილი “კუხნაშია”.
  • ალბათ მხოლოდ საქართველოში ჰგონიათ, რომ ქალებს ბანჯგვლიანი კაცები მოსწონთ.
  • ალბათ მხოლოდ საქართველოში კვეთენ ქუჩას შუქნიშნიდან 20 მეტრში.
  • ალბათ მხოლოდ საქართველოში მოიგებდა ყველა ტოტალიზატორში ის “ერთი” რომ არ “უსხავდეს”.
  • ალბათ მხოლოდ საქართველოში აქვს მეეზოვეს მასწავლებელზე მეტი ხელფასი.
  • ალბათ მხოლოდ საქართველოში შეიძლება სოსისში იმის ნახევარი გადაიხადო, ვიდრე ხორცში აძლევ.
  • ალბათ მხოლოდ საქართველოში მუშაობს დანტისტი შიშველი ხელებით.
  • ალბათ მხოლოდ საქართველოში ტელეწამყვანის ამპლუაში შეიძლება ვიხილოთ დავით აქუბარდია.
  • ალბათ მხოლოდ საქართველოში არსებობს ისეთი თბილი მიმართვის ფორმა, როგორიცაა “შე ჩემა”.

მე ოპტიმისტი ადამიანი ვარ და იმედს ვიტოვებ, რომ ასეთი რამეები მხოლოდ ჩვენთან არ ხდება. სწორებ ამ ოპტიმიზმმა განაპიპირობა ამ პოსტის სათაური. :dabneuli:

მსგავსი ამბები

Back to top button