არქივი

10 საუკეთესო საშობაო საჩუქარი.

ucnauri.com

ახალი წლის დადგომა ყველას უხარია უამრავი მიზეზის გამო,თუმცა არსებობს ერთი და განუმეორებელი გრძნობა,რომელიც ახალი წლის დადგომას ყოველთვის ახლავს.ალბათ,მიხვდით,რომ საუბარი საჩუქრების მოლოდინზე და შემდეგ მათ მიღება-გაცემაზე მაქვს.როგორიც არ უნდა იყოს საჩუქარი მთავარია ის მოგვთა ძღვენს ჰგავდეს და მთელი სული და გული იყოს მასში ჩაქსოვილი.ახალი წლის საჩუქარის მთავარი დანიშნულებაც ხომ ესაა,გახსოვდეს იგი მუდამ.გთავაზობთ საუკეთესო საშობაო საჩუქრების ათეულს,რომელიც ჩვენს თაობას ყველაზე მეტად ახარებს.


ucnauri.com
10) ფოტოგრაფიის მოყვარულთათვის საუკეთესო საჩუქარი,ალბათ სწორედ “Nikon”-ის პროფესიონალი ფოტოაპარატი იქნება. საუკეთესო ფოტოაპარატით საუკეთესო წუთების აღბეჭვდა,ალბათ მართლაც დიდი ბედნიერება იქნებოდა იმ ადამიანებისთვის,ვისაც ძალიან უყვარს ფოტოაპარატის ჩხაკუნი.

ucnauri.com

9) დამწყები მუსიკოსებითვის და ზოგადად მუსიკის მოყვარულთათვის (მათ შორის ჩემთვისაც) საუკეთესო საჩუქარი “Ibanez”-ის აკუსტიკური გიტარა იქნება.ახალი წლის ღამეს ახალი გიტარით,ახალი ჟღერადობით გატარებას რა ჯობია.ძვირი, თუმცა ნამდვილად კარგი ძღვენი იქნებოდა დამწყები მუსიკოსისათვის.

ucnauri.com

8) თუ ოჯახში გყავთ შოპინგის მოყვარული ბინადარი და გსურთ მისთვის საჩუქრის გაკეთება,დამერწმუნეთ მისთვის საუკეთესო არჩევანი 500 დოლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი იქნება ქალაქის საუკეთესო მაღაზიებში.ვაუჩერით შეძენილი ნივთები თქვენი ოჯახის წევრს დიდი ხნის განმავლობაში ემახსოვრება და მუდამ ტკბილად გაიხსენებს თქვენ გაკეთებულ ორიგინალურ საჩუქარს.

ucnauri.com

7) მამაკაცის ერთ-ერთი ყველაზე სასიხარულო კარგი ბრენდის საათია.საათი მამაკაცის მაჯას და მის იერს ერთიორად ალამაზებს და მიმზიდველს ხდის.ინგლისში არსებობს სტერეოტიპი,რომლის მიხედვითაც კარგი საათი საუკეთესო მამაკაცის ერთ-ერთი ძირითადი დამახასიათებელი დეტალია,ასე რომ ქალბატონებო თუ გსურთ გყავდეთ საუკეთესო მეუღლეები,ვაჟები ან თუნდაც ძმები,აჩუქეთ მას კარგი საათი.

ucnauri.com

6) ლიტერატურის მოყვარულთათვის საუკეთესო საჩუქარი “ტოპ” წიგნების კრებული იქნება,რომელიც თქვენს ბიბლიოთეკას კიდევ უფრო გაამდიდრებს და გაალამაზებს.ახალ წელს ინტელექტის ამაღლების სურვილით თუ შეხვდებით,ალბათ ძალიან კარგია.წიგნები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ძვირფასი საჩუქარია,რომელიც საყვარელ ადამიანს შეიძლება აჩუქოთ.

ucnauri.com

5) პატარა ბავშვებისთვის და მეტწილად გოგონებისთვის პატარა ლეკვი ძალიან სასიამოვნო სიურპრიზი.ლეკვი კარგი განწყობის და მშვიდობის სიმბოლოსა,ამიტომ მას ხშირად ჩუქნიან მოზარდ შვილებს.ვფიქრობ,კოკერსპანიელი და სხვა მსგავსი უწყინარი ჯიშის ძაღლები თქვენს ოჯახში ხალისს შემოიტანს.

ucnauri.com

4) ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული საჩუქარი,რა თქმა უნდა “Iphone 4G”-ია.თინეიჯერებისთვის ყველაზე სასურველი,ყველაზე მოდური და ყველაზე პრესტიჟული მობილური,რომელსაც უამრავი დატვირთვა აქვს.თინეიჯერები,ალბათ იამაყებენ თავიანთი მშობლებით,თუ ასეთ საჩუქარს გაუკეთებენ.

ucnauri.com

3) ულტრათანამედროვე “ნოუთბუქი” საუკეთესო საშუალებაა თქვენი შვილების,ახლობლების,მეუღლის გულის მოსაგებად.”Apple McBook Air” ამით ყველაფერი ნათქვამია.ყველაზე სასურველი და ძვირადღირებული საჩუქარი ჩემს ჩამონათვალში.

ucnauri.com

2) ალბათ ილუზიაა,თუმცა ვფიქრობ საუკეთესო საჩუქარი მთელი ოჯახით საზღვარგარეთ გამგზავრება და საშობაო არდადეგების ქვეყნის გარეთ გატარებაა.რა შეიძლება დავრჩეს ასეთი მოგზაურობიდან?საუკეთესო მოგონებები…

ucnauri.com

1) რა თქმა უნდა კარგია საჩუქრები,ახალი ნივთები,მოგზაურობა,თუმცა ახალ წელს ყველაზე დიდი საჩუქარი ბედნიერი ოჯახური გარემოა,რომელსაც ვერც ერთი ძვირადღირებული საჩუქარი ვერ შეედრება.ამ საჩუქარს ჩვენ ადამიანები ვქმნით,ღმერთის წყალობით…

პ.ს : საჩუქრების სია ჩემი შედგენილია, იმედია მოგეწონებათ.

Dima Sanaia | Create your badge
100000521986166.2319.1149767336

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button