მისტიკასაკითხავიუცნაური

მაგია და ფოტოგრაფია

ფოტოგრაფია – შედარებით ახალი საქმეა. მის შესახებ ცნობების მოგროვება დიდი ხნის მანძილზე გრძელდებოდა და მხოლოდ ახლა გაიგო ხალხმა, რომ ფოტოგამოსახულება სათამაშო და გასართობი კი არ არის, არამედ ენერგეტკული ზემოქმედების ძლიერი ხერხია.

– თურმე, ადამიანის ცხოვრების შეცვლა ერთადერთ ფოტოგრაფიასაც შეუძლია. ყოველ შემთხვევაში, ასე ამტკიცებენ ადამიანზე ბიოენერგეტიკული ზემოქმედების დარგის სპეციალისტები.

ეს ექსპერიმენტი ლაბორატორიის კედლებში დადგეს, მაგრამ მისი შესრულება ყველა მსურველს შეუძლია, ახალგამოჩეკილი წიწილებიდან ოთხი ერთნაირი ამოარჩიეს. ყველა ჯანმრთელი იყო – ეს ვეტერინარმაც დაადასტურა. ყველა ერთნაირ პირობებში ჰყავდათ და ამაზე ლაბორანტი ზრუნავდა. რამდენიმე დღის შემდეგ მათ ფოტოები გადაუღეს. სამი წიწილის სურათი გვერდზე გადადეს, მეოთხის კი გაამრავლეს და ექსპერიმენტატორი მათ ყველას ურიგებდა: ახლობლებს, ნაცნობებს, საბავშო ბაღში ბავშვებს. ფოტოგრაფიასთან ერთად ყველა ერთსა და იმავე მითითებას იღებდა: “თუკი რაიმე პრობლემა გაქვთ, რაიმე გიჭირთ, ყურადღებით დააკვირდით სურათს და წიწილას ძალა სთხოვეთ”. ლაბორატორიაში კი აკვირდებოდნენ, რომ წიწილა, რომელიც ექსპერიმენტში “დაატრიალეს”, თვალსა და ხელს შუა იცვლებოდა. ის ცუდად ვითარდებოდა ძალგამოცლილი და მოწყენილი ჩანდა. ბოლოს სულ დასუსტდა და სიარულის თავიც აღარ ჰქონდა. ექსპერტების აზრით, ეს ექსპერიმენტი იმის ნათელი მაგალითი შეიძლება გამოდგეს, როგორ შეიზლება ფოტოგრაფიის მეშვეობით ენერგეტიკული პოტენციალის “გამოძალვა”. წიწილები, როგორც ცნობილია ძალიან სწრაფად ვითარდებიან და ამიტომ ნებისმიერი დარღვევა ადვილად შეინიშნება. ადამიანსაც იგივე შეიძლება ემართებოდეს მაგრამ სხვა სიჩქარით. ლაბორატორიაში ანალოგიური ექსპერიმენტი მცენარეებზეც ჩაატარეს და იგივე შედეგი მიიღეს.

ალბათ, ამიტომაც მიაწერენ ფოტოს მაგიურ ბუნებას. სხვადასხვა ადამიანების ცხოვრებასა და ბედზე პორტრეტების გავლენის შესახებ უამრავი წიგნი დაწერილა, მაგრამ როდესაც მეცხრამეტე საუკუნის შუა წლებში ფოტოგრაფია გაჩნდა, რატომღაც არავინ არ დაფიქრებულა, რომ მისი ზემოქმედება გაცილებით ძლიერი უნდა ყოფილიყო. ფოტოგრაფიამ “შუამავალი” – მხატვარი “გააქრო”, რომელსაც თავისი ბიოველით, ტალანტითა თუ უნიჭობით შეეძლო პორტრეტის ბედზე გავლენა მოეხდინა. ახლა :კონტაქტი” პირდაპირი გახდა: ადამიანიდან გამოსახულებაზე და ეს, როგორც ირკვევა, მხოლოდ დადებითი მომენტი არ არის.

დიდი ხნის მანძილზე, კაცობრიობას ფოტოგრაფიის დამანგრეველი გავლენისაგან ფოტოგრაფიის დაბალი ხარისხი იცავდა. ახლა კი კარგად გადაღებულ და დაბეჭდილ ფოტოებზე თვალებიც კი მეტყველია.

რამდენჯერ გვიგრძვნია, კინოვარსკვლავების ლამაზი ფოტოების ნახვის შემდეგ, თითქოს ხასიათი გამოგვკეთებია და ძალა შეგვმატებია?

მას შემდეგ, რაც ათასობით ადამიანისათვის ენერგეტიკულ დონორად იქცევიან, ცნობილ პიროვნებებს თავიანთი ფიზიკური და სულიერი ძალების აღდგენა უკვე აღარ შეუძლიათ. იქნებ ესეც არის ვარსკვლავურ ოჯახებში, ამდენი განქორწინების და უსიამოვნებების ერთ-ერთი მიზეზიც? თუმცა, მსახიობებთან დაკავშირეით, ყველაფერი არც ისე ტრაგიკულადაა და ეს ის ხალხია, ვინც მუნებით მომატებული ენერგეტიკული პოტენციალით გამოირჩევა. მათ საკუთარი ბილოგიური ენერგია აქვთ მოზღვავებული, რაც თავისთავად არანაკლებ საშიშია, ვიდრე ენერგიის ნაკლებობა.

სპეციალისტები რამოდენიმე რეკომენდაციას გვთავაძობენ. უკანასკნელ ხანებში მოდაში შემოვიდა ახლობლების ფოტოების საფულით ტარება. ამის გაკეთება არ ღირს, რადგან ზოგჯერ არაკეთილმოსურნე მზერაც კი საკმარისია უბედურებისათვის. მშობლებმა, რომლებსაც შვილები ენატრებათ, მათ ფოტოებთან ხშირად უნდა ისაუბრონ. მაგრამ კი არ უნდა შეიცოდონ პირიქით, გაამხნევონ და საკუთარი თავიც უნდა დაირწმუნონ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. სტატისტიკურად, შეყვარებულები, რომლებიც ძალიან ბევრ ფოტოს იღებენ, ხშირად დაქორწინებამდე შორდებიან ერთმანეთს, ან მათი ქორწინება ძალიან ხანმოკლეა. ჯერჯერობით ეს პარადოქსები აუხსნელია, მაგრამ სტატისტიკაა.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close