არქივი

TOP 10 მისტიურად გადაშენებული ცივილიზაცია

008fe9171dd5
მთელი კაცობრიობის ისტორიაში ათასობით და ათიათასობით ცივილიზაცია არსებობდა. ზოგიერთი მათგანი აღწევდა მსოფლიო სიძლიერეს, ზოგიერთი კი ლოკალური და მშვიდობიანი ცივილიზაცია იყო. დღეს ამ ცივილიზაციებიდან უმრავლესობა გადაშენდა ანუ დაიკარგა მათი კულტურა, ხოლო მოსახლეობა გაითქვიფა სხვა ხალხებში ან დაკარგა ეროვნული იდენტობა. ზოგის გადაშენების მიზეზი ჩვენ ვიცით, მაგრამ ზოგის არა. ამ პოსტში კი მოცემულია 10 ცივილიზაცია, რომლებთა გადაშენების მიზეზები ზუსტად ცნობილი არ არის და მხოლოდ მოსაზრებები არსებობს.

 

10. ოლმეკები
876d00be2ec9

 

ოლმეკებმა შექმნეს ერთ-ერთი პირველი მესოამერიკული საზოგადოება. ისინი დასახლებულნი იყვნენ ცენტრალური და სამხრეთ მექსიკის ტროპიკულ დაბლობებზე. ოლმეკების არსებობის პირველი ნიშნები აღმოაჩინეს ქალაქ სან ლორენცოში, ეს იყო ოლმეკების მთავარი დასახლება, რომელიც მხარს უჭერდა ორ ძლიერ ცენტრს: ტენოჩტიტლანს და პოტრერო ნუევოს. ეს ხალხი შესანიშნავი მშენებლები იყვნენ, რაც აისახა მათ გადარჩენილ სარიტუალო სასამართლოების, სახლების, ფართო კონისისებრი პირამიდების და ქვის კოლოსალური მონუმენტების (რომელსაც უზარმაზარი თავები აქვთ და ყველაზე მეტადაა ცნობილი) არქიტექტურაში. ოლმეკების ცივილიზაცია ვაჭრობას ეყრდნობოდა. ისინი ვაჭრობდნენ, როგორც სხვა რეგიონში დასახლებულ ოლმეკებთან ისე სხვა ცივილიზაციებთან. ოლმეკების კულტურა სიძველისა და მაღალგანვითარებულობის გამო მიიჩნეოდა სხვა მრავალი მესოამერიკული ცივილიზაციის დედა კულტურად.
დაახლოებით 400 წელს სამხრეთის ოლმეკები გაქრნენ ამ ადგილებიდან. ამ მოვლენის ამხსნელი სხვადასხვა მოსაზრება არსებობს. ერთი მოსაზრების თანახმად ბუნებრივი პირობების გაუარესების გამო დატოვეს მათ ეს ტერიტორია ან ამ ადგილას გააქტიურდა ვულკანი, ხოლო მეორეთა მოსაზრების თანახმად ეს ხალხი დაიპყრეს, მაგრამ რომელმა ხალხმა დაიმორჩილა ისინი ვერ ასახელებენ. ფაქტი ერთია, აღნიშნული თარიღის შემდეგ ამ ხალხის კვალი საფუძვლიანად ქრება. თუ ოლმეკები კატაკლიზმების გამო აიყარნენ, მაშინ სადმე სხვა რეგიონში უნდა დასახლებულიყვნენ და კვლავ აეღორძინებინათ თავიანთი კულტურა. თუ ოლმეკები ვინმე სხვა ხალხმა დაიპყრო, მაშინ ყველაზე ცუდ შემთხვევაში ასიმილაციაც რომ მომხდარიყო სადღაც მაინც გამოჩნდებოდა ამ ხალხის დიდებული კულტურის კვალი.

 

9. ნაბატინები
ffd47223c88f

ნაბატინები სემიტური მოდგმის ხალხი იყვნენ, მათმა სამეფომ ძლიერებას მიაღწია მეექვსე საუკუნეში და მოიცავდა არაბეთის, იორდანიის და ქანაანის ნაწილს. ნაბატინები განსაკუთრებით ცნობილნი არიან ქალაქ პეტრას მშენებლობით, რომელიც მათი დედაქალაქი იყო. აზიაში გამავალი გზების მარშრუტების მთავარი გაჩერება იყო ნაბატინების სამეფო. სადაც შეძლებოდა აბრეშუმით, ძვირფასი ქვებით და ლითონებით, სპილოს ძვლით, სანელებლებით, შაქრით, პარმიუმერიით ვაჭრობა. ეს ადგილი ყველაზე ხელსაყრელი ადგილი იყო ვაჭრობისთვის, რადგან ნაბატინების სამეფოზე კულტურულად გავლენა ჰქონდა ელინისტურ საბერძნეთსაც, არაბეთსაც, რომსაც და ასირიასაც. სხვა იმდროინდელი ხალხებისგან, განსხვავებით ნაბატინებში მიუღებელი იყო მონობა და ჩვეულებრივ იქირავებდნენ ნებისმიერი ეროვნების ადამიანს რაიმე სამუშაოს შესრულების დროს.
მეოთხე საუკუნის განმავლობაში ნაბატინებმა პეტრა მიატოვეს, ზუსტი მიზეზი არავინ იცის. გასაკვირი ის არის, რომ ამ ხალხმა პეტრა ორგანიზებულად და სხვადასხვა დროს დატოვა, ეს გვაფიქრებინებს, რომ ნაბატინები არა რომელიმე ხალხმა გამოაძევა პეტრადან, არამედ თავისი ნებით წავიდნენ (სად წავიდნენ?…). ყველაზე მისაღები მოსაზრების თანახმად, მას შემდეგ რაც სავაჭრო გზებმა ჩრდილოეთით გადაინაცვლა, ნაბატინების სამეფომ არსებობის საშუალება დაკარგა და ამიტომ ცივილიზაცია იძულებული გახდა გადასახლებულიყო სადმე სხვაგან.

 

8. აქსუმიტების იმპერია
6052ab1079f5

აქსუმიტების იმპერია აღორძინდა ახალი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში. ის არსებობდა დღევანდელი ეთიოპიის ტერიტორიაზე და როგორც ვარაუდობენ აქედიან იყო წარმოშობით დედოფალი შება. აქსუმიტების იმპერია სპილოს ძვლის, ოქროს და სამეურნეო ნაწარმის ძირითადი სავაჭრო ცეტრი იყო. აქ გზები მოემართებოდა რომის იმპერიიდან, წითელი ზღვიდან და სამხრეთ ინდოეთიდან. ამიტომ აქსუმიტების საზოგადეობა ძალიან მდიდარი იყო. აქსუმიტები, პირველი აფრიკული კულტურა იყო, რომელიც ჭრიდა თავის ფულს (ძველ ეგვიპტეს ფული არასდროს მოუჭრია და სხვა ქვეყნის ფულის გამოყენებაც აკრძალული იყო, ვაჭრობა ნატურით მიმდინარეობდა), ეს ფაქტი ქვეყნის სიძლიერესა და მნიშვნელობაზე მიუთითებს. აქსუმიტების არქიტექტურის განსაკუთრებული ნიმუში იყო ერთგვარი სტელები, გიგანტური ობელისკები, რომლებზეც ასახული იყო აქსუმიტთა მეფეები და დიდგვაროვნები. თავდაპირველად ეს ხალხი თაყვანს სცემდა რამდენიმე ღმერთს, მაგრამ მთავარი ღვთაება იყო ასტარი. 324 წელს იმპერატორმა ეზენა II-მ სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობა გამოაცხადა.
ადგილობრივი ლეგენდის თანახმად ებრაელმა დედოფალმა იოდიტმა დაამარცხა აქსუმიტების იმპერატორი, დაანგრია ეკლესიები და დაწვა ამ ხალხის ლიტერატურა. სხვა ვერსიის თანახმად აქსუმიტების იმპერია დაიპყრო სამხრეთ აფრიკის ტერიტორიაზე მდებარე სახელმწიფოს წარმართმა დედოფალმა ბანი ალ-ჰამვიაშმა (რომელიც აგრესიულად იყო განწყობილი ქრისტიანობის მიმართ) და გაანადგურა აქსუმიტების კულტურა. მეორე მოსაზრების თანახმად ბუნებრივმა კატაკლიზმებმა, შემდეგ შიმშილმა და ბოლოს სავაჭრო იზოლაციაში მოხვედრამ მოსპო აქსუმიტთა კულტურა და ცივილიზაცია.

 

7. მიკენაელები
7d7916567200

მიკენაელები ძვ. წ. დაახლოებით 1600 წელს გამოჩნდნენ და დასახლდნენ ეგეოსის ზღვის ორ კუნძულზე და სამხრეთ საბერძნეთში. მიკენაელებმა ააშენეს და დალაშქრეს ბევრი მთავარი ქალაქი, როგორიც იყო მიკენე, ტირინსი, პილოსი, ათენი, თებე, ორქომენუსი, ლოლკოსი და კნოსოსი. ბევრი ბერძნული მითი აღწერს მიკენებს. ტროას ომის დროს ისინი ბერძნების მხარეს იბრძოდნენ და მთავარ საზღვაო ძალას წარმოადგენდნენ, მათ სამხედრო მიზნების გარდა იყენებდნენ საჭირო პროდუქტების იმპორტირებისთვის ბერძნების ჯარში. მიკენაელები საუკეთესო ხელოსნები იყვნენ ბერძნულ სამყაროში, ისინი ცნობილნი იყვნენ თავიანთი იარაღებით და სამკაულით.
არავინ იცის, თუ სად წავიდნენ მიკენები, მაგრამ ერთი თეორიის თანახმად გლეხების და მმართველთა კლასის დაპირისპირებამ და არეულობამ გაანადგურა ცვილიზაცია. სხვა თვალსაზრისით გადაშენების მიზეზი გახდა სავაჭრო გზების დარღვევა ან ბუნებრივი ფაქტორები, მაგალითად მიწისძვრა. მაგრამ ყველაზე პოპულარული თეორიის თანახმად ისინი დაიმორჩილეს ჩრდილოეთიდან შემოსულმა ხალხებმა, მაგალითად დორიანებმა (რომლებიც განსახლდნენ იმ ადგილას სადაც სახლობდნენ მიკენები) ან მიკენებს თავს დაესხნენ ზღვიდან შემოსული ხალხები (რომლებიც ამ დროს მიგრირებდნენ მცირე აზიიდან ბალკანეთის ნახევარკუნძულზე)

 

6. ხმერის იმპერია
8a06b2888c32

ხმერის იმპერია აღმოცენდა ჩენლას სამეფოს დაცემის შემდეგ, ის მდებარეობდა დღევანდელი კამბოჯას ტერიტორიაზე, მე-9 საუკუნეში ხმერის იმპერია გახდა ერთ-ერთი ძლევამოსილი იმპერია სამხრეთ აზიაში. ხალხის უმრავლესობა იმპერიას იცნობს, იმ ცივილიზაციად რომელმაც ააშენა ანგკორი- კამბოჯას დედაქალაქი. ხმერი იყო დაუჯერებლად ძლევამოსილი და მდიდარი კულტურა, რომელმაც შეითვისა რამდენიმე რელიგიური სისტემა- ინდუიზმი, მაჰაიანა ბუდიზმი და ხანაინა ბუდიზმი, ეს ყველა რელიგია სახელმწიფო რელიგიის რანგში იყო აყვანილი. იმპერიას ასევე საკმაოდ ძლიერი არმია ჰყავდა, რადგან მას უხდებოდა ხშირი ომები ანამესესთან და ჩამებთან.
ხმერის იმპერიის დაცემა შეიძლება აიხსნას რამდენიმე ფაქტორის გაერთიანებით. იმპერიას განაგებდა “დევარაჯო” ანუ მეფე-ღმერთი (რომელიც იღებდა მთელი იმპერიის პროდუქტების უდიდეს ნაწილს), მაგრამ ის იყო ხანაინა ბუდიზმის განსახიერება, რომელიც ასწავლის ადამიანს თვითმმართველობას, სახელმწიფო გადატრიალებას. სწორედ აქედან დაიწყო იდეოლოგიური გადატრიალების მომზადება. ჯაიავარმან VII-ის მმართველობის დროს აიგო გზები, რათა გაადვილებულიყო პროდუქტების გადატანა მთელი იმპრიის შიგნით. მაგრამ მეცნიერების აზრით ეს გზები კეთდებოდა იმპერატორის წინააღმდეგ, რათა გაადვილებულიყო სამხედროთა მოძრაობა და მართლაც აიუსაია პირდაპირ ანგკორში მოხვდა და დაამხო დევარაჯოს ხელისუფლება, მასთან ერთად დაემხო ხმერის კულტურაც.

 

5. კუკუტენი-ტრუპილიანები
d041cb6c408a

რუმინეთში მათ კუკუტენებს, უკრაინაში ტრუპილიანებს, ხოლო რუსეთში ტრიპოლიებს ეძახიან. ეს ხალხი მიეკუთვნება ადრე ნეოლითურ კულტურას, რომელიც აყვავდა ძვ. წ. 5500-2750 წლებში. ძლიერების ზენიტში კუკუტენი -ტრუპილიანებმა შექმნეს ყველაზე დიდი დასახლება ევროპაში, 15 000 მოსახლით. ამ კულტურის ერთ-ერთი დიდი მისტიურობა არის ის, რომ ისნი ყოველ 60-80 წელში მთლიანად წვავდნენ თავიანთ სოფლებს და შემდეგ მათ რეკონსტრუქციას ახდნენ ყველაზე ძველად დამწვარ სოფლების ნანგრევებზე. კუკუტინი-ტრიპილიანი ქალი უძღვებოდა საყოფაცხოვრებო საქმიანობას და ასევე სოფლის მეურნეობას, ის ამზადებდა ჭურჭელს, ქსოვილებს და ტანსაცმელს, ხოლო კაცი იყო მონადირე, რომელიც ასევე ამზადებდა ინსტრუმენტებს და უვლიდა მოშინაურებულ საქონელს. ამ კულტურის რელიგიური წარმოდგენები ორიენტირებული იყო დიდი დედა ქალღმერთის მიმართ, რომელიც დედობის და ნაყოფიერების სიმბოლო იყო. ისინი ასევე აღმერთებდნენ ხარს (ძალის, ნაყოფიერების და ცის სიმბოლო) და გველს (მარადიულობის და მარადიული მოძრაობის სიმბოლო)
კუკუტენი-ტრუპილიანების კულტურის გადაშენების მთავარი თეორია არის ყურგანული თეორია, რომლის მიხედვითაც ეს ცივილიზაცია დაიპყრო ვარლიკე ყურგანულმა კულტურამ. მაგრამ უფრო ახალი არქეოლოგირი მასალის საფუძველზე, ეს კულტურა შეიძლება გადაშენებულიყო იმდროისთვის ევროპაში გახშირებული გვალვების გამო, სოფლის მეურნეობაზე დამოკიდებულმა კულტურამ ვერ გაუძლო გვალვას და გადაშენდა.

 

4. ქლოვისი
216e0744926a

პრეისტორიული ამერიკელი ადგილობრივი ხალხი, ქლოვისები გამოჩნდნენ ძვ. წ. 10 000 წელს. არქეოლოგირი მასალის საფუძველზე ეს კულტურა აშალაშინებდა კაჟის ქვებს და შემდეგ იყენებდა მამიონტის, ბიზონის, ირემის, კურდღელის და სხვა ცხოველების მოსანადირებლად. ითვლება, რომ ეს კულტურა არის, როგორც ჩრდილოეთ ამერიკის, ასევე სამხრეთ ამერიკის ინდიელების წინაპარი.
არსებობს სხვადასხვა თეორიები, ამ კულტურის გადაშენებასთან დაკავშირებით. პირველი მათგანის მიხედვით კულტურაში ნაკლები მობილურობის გამო მოხდა მისი განშტოვება, ზოგის აზრით ხშირი ნადირობის გამო ქლოვისს საკვები გამოილია, ზოგიერთი კი ფიქრობს, რომ ამ დროს დედამიწაზე, დიდი ტბების რეგიონში, ჩამოვარდა კომეტა და ამან დიდი გავლენა მოახდინა კულტურის გადაშენებაზე.

 

3. მინოანები
003bb6b90d75

ლეგენდარული მეფის მინოას გარდაცვალების შემდეგ მინოანები დასახლდნენ კუნძულ კრეტაზე. ბერძნულ მითოლოგიაში მინოა იყო კრეტელი ხარის და მისი შვილის მინოტავრის მიწა. სინამდვილეში, მინოა იყო ევროპაში პირველი ცნობილი ცივილიზაცია. დღეს გადარჩა მინოას ცივილიზაციის ნაშთები, სასახლეები და ა. შ. მინოას ცივილიზაცია იყო ერთ-ერთი ყველაზე სოციალური ცივილიზაცია, განვითარებული ხელოვნებით და კომერციით. ეს ხალხი ლაპარაკობდა ხაზოვან A-ზე, ხოლო შემდეგ ხაზოვან B-ზე. ორივე ენა პიქტოგრაფიულია. ეს კულტურა არ იყო მილიტარული, როგორც ჩანს მისი სიძლიერე ეკონომიკაში გამოიხატებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მინოა დაეცა მისი კულტურა მემკვიდრეობით გადაეცა ჯერ მიკენაელებს, ხოლო შემდეგ ელინურ ბერძნებს.
ბევრი მეცნიერი იზიარებს, რომ ამ კულტურის გადაშენება გამოიწვია ვულკანის ამოფრქვევამ კუნძულ თერაზე (დღევანდელი სანტორინი). მაგრამ ზოგიერთი ამბობს, რომ ეს ვერ გაანადგურებდა მთელს მოსახლეობას, მაგრამ გაანადგურებდა მცენარეებს და ცხოველებს და დაიწყებოდა შიმშილი. დაზიანდებოდა ეკონომიკური დანიშნულების ხომალდებიც. ამ ყველაფერმა ერთად კი გამოიწვია მინოას ცივილიზაციის გადაშენება.

 

2. ანასაზი
52e5d128b417

ანასაზი ან დინასტიურად პუებლოანები იყვნენ ადგილობრივი ამერიკელი ხალხი, რომლებიც თავდაპირველად მისდევდნენ ნადირობას და შემგროვებლობას და ცხოვრობდნენ ამოთხრილ ორმოებში. ხოლო შემდეგ მათ განავითრეს სოფლის მეურნეობა, დაიწყეს სიმინდის, ლობიოს მოყვანა, ამზადებდნენ კალათებს, მშვილდ-ისარს და ა. შ. ასევე დაიწყეს კლდეში გამოკვეთილი ქალაქების აგება.
დაახლოებით ძვ. წ. 1300 წელს ანასაზიმ მიატოვა თავისი ქალაქები და განცალკევდნენ. ამის მიზეზი გახდა მოსახლეობის მატება, მეურნეობის გლეხური მეთოდები და გვალვა. ანასაზი საკმარის საკვებს ვეღარ მოიპოვებდა. მაგრამ ზოგიერთი მეცნიერი თვლის, რომ ანასაზის კულტურის გადაშენებაზე პოლიტიკურმა ფაქტორმაც იმოქმედა.

 

1. ინდუსთა ხევის ცივილიზაცია
945054a84fbb

ძვ. წ. 3300-1300 წლებში დღევანდელი პაკისტანის და დასავლეთ ინდოეთის ტერიტორიაზე ცხოვრობდა ინდუსთა ხევის ცივილიზაცია. უძველეს ცივილიზაციებზე მსჯელობის დროს ხშირად ავიწყდებათ ამ დიდებული ცივილიზაციის მოხსენიება, ეს შეიძლება იმიტომ, რომ მათი ენა დღემდე ვერავინ გაშიფრა. ჩვენ ვიცით, რომ მათ ააგეს რამდენიმე ასეული ქალაქი და სოფელი, მათ შორის ქალაქები ჰარაპა და მოჰენჯო-დარო. ყველა დასახლებული პუნქტი შენდებოდა განსაკუთრებული მშენებლობის მეთოდითა და ტექნიკით. მათ აშენებულ შენობებში სველი წერტილებიც კი იყო. ფაქტებით მტკიცდება, რომ ამ ცივილიზაციას ჰყავდა მთავრობა, მაგრამ არ არსებობდა სოციალური ფენები. ასევე არ არის მილიტარული აქტივობის კვალი ანუ ეს ხალხი მშვიდობიანად ცხოვრობდა. მათ კარკად იცოდნენ ასტრონომია და გაწაფულები იყვნენ ქერის, ხორბალის, ბარდას, ნესვის და ბამბის (პირველი ხალხი იყვნენ, რომლებმაც შექმნეს ბამბის ტანსაცმელი) მოყვანაში. მოშინაურებული ჰყავდათ საქონელი და სპილო.
არსებობს სხვადასხვა თეორიები ამ კულტურის გადაშენების ასახსნელად. ზოგიერთი ფიქრობს, რომ იმ დროისთვის აზიაში გვალვების გამო თითქმის მთლიანად დაშრა მდინარე გჰაგარ ნაქრა, რომელიც ინდუსთა ხევის ცივილიზაციას წყლით ამარაგებდა. მეორე მოსაზრების თანაცმად, კი ეს ცივილიზაცია დაახლოებით ძვ. წ. 1500 წელს არიელებმა დაიპყრეს.

იხილეთ ასევე
Close
Back to top button