გართობაუცნაური

კანიბალიზმი ფიჯიზე

7c9210ab4d7e

ჩვენს პლანეტაზე, ჯერ კიდევ არის ადგილები, სადაც გვხდება კანიბალიზმი. არის აგრეთვე ადგილები სადაც არცთუ შორეულ წარსულში ამ საქმეს დაემშვიდობნენ. კაციჭამიობა ფიჯიზე – ეს არის ამ კუნძულოვანი სახელმწიფოს არც თუ ისე შორეული წარსული. ფიჯის კუნძულები – რომელსაც სამართლიანად ეძახიან ” დედამიწაზე სამოთხის ფილიალს”, XIX საუკუნის 70- იან წლებამდე აფრთხობდნენ ევროპელ ტურისტებს თავისი კანიბალიზმით. დღემდე მოსახლეობაში არის ასეთი გამოთქმა ” გემრიელი როგორც ადამიანის ხორცი”. ტურისტებს ფიჯიზე აგრეთვე სთავაზობენ მოინახულონ ცნობილი კანიბალის – რატუ უდრეო-დრეს საფლავი, რომელიც ცხოვრობდა XIX საუკუნეში და როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლები ამტკიცებენ შეჭმული აქვს 900-მდე ადამიანი. ერთერთი პოპულარული ექსპონატი ფიჯის ნაციონალურ მუზეუმში არის შავი ხისაგან დამზადებული ოთხკბილიანი ჩანგალი, რითაც მიირთმევდნენ ადამიანის ხორცს , ვინაიდან სწამდათ, რომ მტრის ხორცთან ხელით შეხება არ შეიძლება. ჭამდნენ ძირითადად დატყვევებულ მტერს.

dd1c59a3056d

ესეც ფიჯიელთა ჩანგალი

XIX საუკუნეში კათოლიკე მისიონერები ცდილობდნენ გაევრცელებინათ ქრისტიანობა ფიჯის მოსახლეობაში და ამოეძირკვათ კანიბალიზმი, თუმცა დანაკარგის გარეშე ამას ვერ მიაღწიეს. ამავე მუზეუმში აჩვენებენ ფეხსაცმელს, ერთადერთი რაც დარჩა ვინმე ტომას ბეიკირისაგან, რომელმაც გაბედა სავარცხელი ამოეღო ბელადის თმისაგან. საცოდავმა ალბათ არ იცოდა იმის შესახებ, რომ ნებისმიერი შეხება ბელადის თავზე წარმოადგენს უმკაცრესს ტაბუს ფიჯიზე. “ჩვენ შევჭამეთ ყველაფერი ფეხსაცმელის გარდა” – ციტირებდნენ ამ ტრაპეზის ერთერთი მონაწილეს სიტყვებს ევროპული მაზეთები.

04ca25c01945

1871 წელს ფიჯის მეფე გაქრიასტიანდა და მოუწოდა ყველა თავის ქვეშემდობებს არ შეეჭამათ ადამიანები. 150 წლის შემდეგ ფიჯიელებმა ოფიციალურად მოიბოდიშეს თავიანთი წინაპრების უღირს ქცევაზე. ტომის ბელადმა, რომელმაც ოდესღაც შეჭამა ბრიტანელი მისიონერი- ფილიმონი ნავავაბადელი მოაწყო “შემრიგებლური შეხვედრა” ჯეფ ბეიკერთან , ტომას ბეიკერის შვილიშვილის შვილიშვილთან. ამ გზით სოფლის მცხოვრებლები, რომელთაც დღემდე არ ააქვთ არც გზები და არც სკოლები ცდილობენ თავიდან მოიშორონ წყევლა, რომელიც მათ მიიღეს წინაპრების ქმედებების გამო.

 

მსგავსი ამბები

Back to top button