გართობაუცნაური

TOP 10 უცნაური კერძი

7717569dffbc

ნათქვამია, რომ ერთი კაცისთვის, რაც ნაგავია ის მეორისთვის განძია. იგივე შეიძლება ითქვას საკვებზე: ზოგი რაღაცის შეჭმა ერთ კაცს შეიძლება კოშმარად მოეჩვენოს, მაგრამ მეორისთვის ის დელიკატესია. ამ პოსტში არის 10 ყველაზე უცნაური კერძი, მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

 

10. ფრიდი


861abc7914e8
დიდი ხნის წინ, როცა ძროხების დაავადებები ფართოდ იყო გავრცელებული. თეთრ დაჭრილ პურში დებდნენ შემწვარ ხბოს ტვინს და ეს იყო ერთგვარი fast food-ი

 

9. ჰაგისი
5aff8de3dfba
ეს არის შოტლანდიური ტრადიციული კერძი, რომელიც კეთდება ცხვრის დანამცეცებული გულით, ფილტვებით და ღვიძლით, რომელიც შერეულია ხახვთან, სანელებლებთან, მარილთან და შვრიის ფაფასთან. ეს ყველაფერი იხარშება რამდენიმე საათის განმავლობაში ცხვრის კუჭთან ერთად.

 

8. ბაღლინჯოები
e9c03660efa8
მწერების ჭამას ეწოდება ენტომოფაგია და საკმაოდ გავრცელებულია მსოფლიოს ყველა ნაწილში, ევროპის და ჩრდილოეთ ამერიკის გარდა.

 

7. კლდოვანი მთის ხამანწკები
314df3cd25ed
რა არის უცნაური ამ ხამანწკებში? ალბათ, ის, რომ ესენი მოპოვებულები არ არიან ოკეანის ფსკერზე, მათ უბრალოდ მიეცათ ეს სახელი, ეს კერძი არა ხამანწკებისგან, არამედ ღორის ან კამეჩის სათესლე ჯირკვლებისგან კეთდება.

 

6. სავსე აქლემი
61141d840642
სავსე აქლემის რეცეპტის კითხვა, მიჩნეულია, რომ არის ცუდი ხუმრობა. რადგან ეს რეცეპტი მთლიანად მოიცავს მთელ აქლემს, ერთ ცხვარს და 20 ქათამს.

 

5. ჰაკარლი
d609402b2aff
ენტონი ბორდიანი, რომელიც განთქმულია მსოფლიოს უცნაური კერძების ჭამით ამბობს, რომ ყველაზე ამაზრზენი საჭმელი, რაც უჭამია არის ეს კერძი. ჰაკარლი ისლანდიური საჭმელია. ის კეთდება გრელანდიაში დაჭერილი ზვიგენისაგან, რომლის ხორცს მზეზე დებენ ორი-ოთხი თვის განმავლობაში. ამ კერძს აქვს საზიზღარი ამიაკის სუნი, რომელიც შეიძლება ტრიალებდეს ისლანდიის მაღაზიებში მთელი წლის განმავლობაში.

 

4. ფუგუ
11bdd9fe9904
ფუგუ არის იაპონური სიტყვა, რომელიც ნიშნავს ხორკლიან და შხამიან თევზს. ამ თევზის შხამის- ტეტროდოტოქსინის ამ კერძში ზედმეტი რაოდენობით მოხვედრის შემთხვევაში ადამიანი კვდება.

 

3. კაზუ მარცუ
e1c22a3f495e
კაზუ მარცუ გავრცელებულია სარდინიაში და არის ერთგვარი ყველი, რომელშიც ცხოვრობენ მწერების ლარვები (კვერცხები).

 

2. სანაკჯი
6e3d7f08c886
საშიმი და სუში უკვე გავრცელებულია მთელს მსოფლიოში სანაკჯიც ერთ-ერთი მათგანია. ცოცხალი ზღვის ნედლეულის ჭამა აღარ არის სადილის თავგადასავალი.

 

1. ბალუთი
a2a51f2b8b77
ბალუთი ამ სიაში ყველაზე უცნაური საკვებია და სრულიად სამართლიანადაც. ეს არის იხვის ან ქათმის კვერცხში თითქმის ბოლომდე განვითარებული ემბრიონი, რომელსაც ხარშავენ და შემდეგ ჭამენ. ბალუთი ჩვეულებრივი საჭმელია ფილიპინებში, კამბოჯაში, ვიეტნამში და ჩვეულებრივად ყიდიან გარეთ. როგორც ამბობენ ამ კერძს აქვს ქათმის (იხვის) და კვერცხის გემო. ხშირად უკვირთ ის ფაქტი, რომ ასეთი უცნაური შესახედაობის საჭმელი ასე ადვილად დასაგემოვნებელია.

მსგავსი ამბები

Back to top button