არქივი

ცენტრალური სადაზვერვო ორგანიზაცია (CIA)

38124f3e69a0

ცენტრალური სადაზვერვო ორგანიზაცია

a3e27616a961
ვილიამ დონოვანი

ცენტრალური სადაზვერვო ორაგანიზაცია,  (CIA) არის ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის და უცხო ქვეყნების ანალიზის ცენტრი. ორგანიზაცია  შეიქმნა 1947 წელს ამერიკის პრეზიდენტის ჰარი ტრუმანის მიერ
„ნაციონალური თავდაცვის აქტის“ ხელმოწერის  შემდეგ. ამერიკელებს დაზვერვა ვაშინგტონის დროიდან ჰქონდათ, მაგრამ მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის დროს გახდა საჭირო ორგანიზაციის შექმნა, რომელიც ყველაფერს ორგანოს თავს მოუყრიდა. სწორედ ამიტომ 1942 წელს ფრანკლინ რუზველტი თხოვს ნიუ იორკელ ცნობილ იურისტ და ომის გმირ ვილიამ დონოვანს შექმნას სადაზვერვო
ცენტრი,  რის შედეგადაც შეიქმნა სტრატეგიული სამსახურების ოფისი (OSS) , CIA-ის წინამობედი.

c392a9ff6ad2
ჰარი ტრუმანი

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ამერიკის მთავრობამ OSS–სის დაშლის ბრძანება გასცა, და ყველა არსებული ძალის და ინფორმაციის სხვადასხვა სახელმწიფოებრივ სტრუქტურებში გადანაწილება მოითხოვა. ბევრი დრო არ დაჭირვებია იმის მიხვედრას რომ ამერიკას სჭირდებოდა ომის შემდგომი ორგანიზაცია, რომელიც გააკონტროლებდა სხვა ქვეყნების ქმედებებს და ანალიზს გაუკეთებდა მათ, ამიტომაც 1947 წელს პრეზიდენტმა ტრუმენმა მოაწერა ხელი „ნაციონალური აქტის“ ხელშეკრულებას, რომელმაც შექმნა ცენტრალური სადაზვერვო ორაგანიზაცია და მისი მთავარი მიზანი იყო ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით ინფორმაცვიის მოგროვება, თანაფარდობა და შეფასება.

1947 წლიდან დღემდე სადაზვერვო ორგანიზაციამ დიდი გზა განვლო, რის შედეგადაც ის დედამიწაზე არსებული ერთ–ერთი ყველაზე ძლიერი ძალაა. მისი საქმიანობები იმდენად გასაიდუმლოებულია, რომ მათი ცოდნა უბრალო ადამიანისთვის სიკვდილის ტოლფასია,  CIA ჰქონდა აქტიური ინტერესი საბჭოთა იმპერიის განადგურებაში და ასევე გარკვეული ინფორმაციის თანახმად მათ დიდი წვლილი მიუძღვით ამაში, თუმცა ეს ფაქტი დღემდე განხილვის საგნად რჩება, ორგანიზაციას აქვს კონტაქტი ყველა კონტინენტზე და თითქმის ყველა სახელმწიფო ლიდერთან, რისი მეშვეობითაც ისინი კურირებენ მთელი მსოფლიოს მოქმედებებს.

სადაზვერვო ორგანიზაციას აქვს შემდგი მმართველი პოზიციები :

  • ცენტრალური სადაზვერვო ორგანიზაციის დირექტორი
  • ცენტრალური სადაზვერვო ორგანიზაციის დირექტორის თანაშემწე  (დირექტორის პირველი მრჩეველი და მისი შემცვლელი პოსტის ვაკანტურობის დროს)
  • ცენტრალური სადაზვერვო ორგანიზაციის დირექტორის მეორე თანაშემწე (ორგანიზაციის მესამე პირი, რომელსაც ევალება ყოველდღიური მოხსენებების ჩაბარება)
  • დაზვერვის უფროსი (ორგანიზაციის ანალიტიკური განშტოების უფროსი, რომელსაც ევალება გააკეთოს ანალიზი ყველა უცხოური საკითიხს)
  • ნაციონალური საიდუმლო სამსახურის დირექტორი(უცხოურ სადაზვერვო ორგანიზაციებთან კავშირი და ურთიერთობის უფროსი)
  • მეცნიერების და ტექნოლოგიების უფროსი (ინოვაციებისა და მსოფლიოს ტექნოლოგიური განვითარების კონტროლის უფროსი)
  • დამხმარე ძალების მმართველი (მეთაურობს დამხმარე ძალების დანაყოფებს და ანაწილებს მათ დანიშნულებისამებრ)
  • დაზვერვის სასწავლო ცენტრის დირექტორი (ორგანიზაციის ისტორიის ლეგიტიმურობისა და სასწავლო ცენტრის დირექტორი )
  • გენერალური კონსული (სადაზვერვო ორგანიზაციის უფროსის მრჩეველი ყველა ლეგალული საქმეების ურთიერთობაში, რაც მას ეხაბა )
  • გენერალური ინსპექტორი (იკვლევს ორგანიზაციის დანახარჯებს, ეფექტურობას, მოქმედებებს და ა. შ.)
  • საზოგადოებრივი ურთიერთობების დირექტორი( დირექტორის მრჩეველი საზოგადობრივ გამოსვლებში, პრესასთან ურთიერთობაში და ა. შ.)

 

 

ორგანიზაციას აქვს ოთხი რეგიონალური ნაწილი:

  • შუა აღმოსავლეთის და ჩრდილოეთ აფრიკის.
  • სამხრეთ აფრიკის.
  • რუსეთისა და ევროპის ანალიზის.
  • აზიის, ლათინური ამერიკის და აფრიკის ანალიზის.

 

 

სადაზვერვო ორგანიზაციას აქვს ასევე კავშირები სხვა ქვეყნების დაზვერვებთნა, იყო შემთხვევები, როდესაც რამოდენიმე სადაზვერვო ძალების გაერთიანებით ჩატარებულა ოპერაცია, მაგალითათ როგორიც იყო ოპერაცია ბეირუტში ან ცნობილი ოპერაცია „ქარიშხალი უდაბნოში“ რომელშიც ინგლისის, ამერიკის და კიდევ რამოდენიმე ქვეყნის სადაზვერვო ორგანიზაციები მონაწილეობდნენ, რამაც საკამოდ დიდი და სასარგებლო შედეგი გამოიღო.

 

552fcefed83e                        da65154378f4

სადაზვერვო ორგანიზაცია ასევე განთქმულია თავისი გაწვრთნილი ჯარისკაცებით, რომლებიც ასრულებენ ყველა საჭირო დავალებას, მათი წვრთნა იწყება უნცროსი ოფიცრის თანამდებობიდან რის შემდეგაც ისინი გადადიან ახალ ეტაპზე ორგანიზაციის სპეციალურ საწვრთნელ ნაწილში, რომელიც მდებარეობს არლინგტონში, ვირჯინიის შტატში აქ ჯარისკაცები ეჩვევიან ჯბუფში მუშაობას და გარკვეულ სიმულირებულ დავალებებს ასრულებენ, ამ დავალებების ჩაბარების შემდეგ ჯარისკაცები გადაყავთ კემპ პერიში სტრატეგიული სამსახურების ოფიციალურ საწვრთნელ ბაზაზე სადაც ამთავრებენ წვრთნას და ორგანიზაციის სხვადასხვა ქვედანაყოფებში ნაწილდებიან. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც რომ აქ მოხსენიებული ინფორმაცია არის მხოლოდ ის რაც გამოქვეყნებულია ოფიციალურად და ამიტომ ძნელია დააზუსტო ის თუ როგორ წვრთვნიან  ისინი ჯარისკაცებს სინამდვილეში, რადგანაც მათი ჯარისკაცების უმრავლესობა გასაიდუმლოებულები არიან.

c9a816569cb8

a89cacdafc76
CIA headquarter, Langley, Virginia

ორგანიზაციის მთავარი შტაბი მდებარეობს ლენგლიში, ვირჯინიის შტატში, საიდანაც ხდება ყველა ოპერაციის კურირება.შენობა წარმოადგენს გასაიდუმლოებულ ქალაქს, სადაც მოხვედრა უცხო პირისთვის შეიუძლებელია. აქ მოქმედებს უახლესი დამცავი სისტემები როგორც კიბერნეტიკური თავდასხმისგან, ასევე ნებისმიერი სხვა შეტევებისგან, თუნდაც სააჰაერო, რომლისგანაც შენობას არა მარტო უახლოეს აეროდრომზე განლაგებული საჰაერო მზვერავები იცავენ, არამედ ვირჯინიაში მდებარე NASA’–ს ეროვნული ცენტრიდანაც. ფიზიკურად თუ პირს იქ შესასვლელი საშვი არა ააქვს იქ ვერ მოხვდება, აქ ყურადღება ექცევა ნებისმიერ მუშაკს და ელემენტარული შეცდომაზეც სწრაფი რეაგირების ჯგუფი მოქმედებს რომელიც 24 საათიან მზადყონაშია. შენობაში ასევე განთავსებულია ცნობილი მემორიალური კედელი, რომელზეც გამოსახულია ვარსკვლავები ყოველგვარი სახელის და ნომრის გარეშე, ეს ვარკვლავები აღნიშნავენ იმ გასაიდუმლოებულ აგენტებს, რომლებიც დაიღუპნენ ოპერაციეში, ამ კედელზე ასევე მიმაგრებულია რკინის ყუთი, რომელშიც მოთავსებულია „პატივისცემის წიგნი“ , ამ წიგნში არის მოხსენიებული თითოეული დაღუპული და მათი წოდება, ეს არის მხოლოდ ის ადგილი სადაც ღიად არიან მოხსენიებული დაღუპული აგენტები.

                                                                            353f512b0ccb

სამოცი წლის მანძილზე ცენტრალური სადაზვერვო ორგანიზაცია ერთ–ერთ პირველ ადგილს იკავებს თავისი შესაძლებლობებით, ამ ორგანიზაციამ დიდი გზა განვლო იმისთვის რომ ამერიკელ ხალხს შიშის გრძნობა არ ჰქონოდათ და მათ ცოდნოდათ რომ არიან ადამიანები, რომლებიც მათზე ზრუნავენ, მიუხედავად იმისა,  რომ  ისინი მათ არ იცნობენ.

fb9aa30c7974

 

 

 

 

 

 

წყარო:       www.cia.gov

იხილეთ ასევე
Close
Back to top button