არქივი

დიდი აფეთქება

24181e50a8ac

თანამედროვე მეცნიერული თეორია სამყაროს შექმნის შესახებ დიდი აფეთქების სახელით არის ცნობილი.ამ თეორიის მიხედვით,არსებობდა უსასრულოდმცირე ზომის წერტილი,უსასრულოდ შეკუმშული,წარმოუდგენელად მკვრივი და წარმოუდგენლად გავარვარებული,რომლის აღწერა ან განსაზღვრა თვით ყველაზე თანამედროვე ფიზიკურ და მათემატიკურ ხელსაწყოებსაც კი არ შეუძლია. დიდ აფეთქებამდე,ყველაფრის დასაწყისამდე,მთელი ახლანდელი ხილული სამყარო,მილიარდობით სინათლის შლის მასშტაბებში განფენილი,სინგულალურ მდგომარეობაში.

გონებისთვის მიუწვდომელი ეს წერტილი თავდაპირველად უთვალავ სწრაფად მოძრავ ნაწილაკს – ე.წ. კვარკებს და ელექტრონებს შეიცავდა.ისინი ერთმანეთს ერწყმოდნენ და სხვა ახალ ნაწილაკებს ქმნიდნენ.

უხსოვარ დროში,დაახლოებით 15 მილიარდი წლის წინათ,ეს წერტილი აფეთქდა და უსასრულობაში მილიარდობით გალაქტიკად,გალაქტიკების შემადგენელ ვარსკვლავებად,მათ სისტემებად,პლანეტებად,ნისლეულებად,კოსმოსურ
მტვრად და… სიცოცხლედ განეფინა.სამყაროს განფენა,ანუ გაფართოება დღესაც გრძელდება.თუ გაფართოებაში მონაწილე ნივთიერების საშუალო სიმკვრივე რაღას კრიზისულ ზღვარზე მეტია,მაშინ ეს გაშლაც დასრულდება.შემდეგ დაიწყება მისი შეკუმშვა განსაკუთრებულ მდგომარეობამდე.შესაძლოა,ოდესმე
კვლავ მოხდეს დიდი აფეთქება და ასე გაგრძელდეს მარადიულად.ეს პროცესები განმეორდება ყოველი 80 მილიარდი წლის შუალედურობით.ამიტომ ზოგიერთი მეცნიერი სამყაროს ”პულსირებადს” უწოდებს,მაგრამ საქმე ის არის,რომ პულსაციის მექანიზმი დამაჯერებლად დღემდე არავის აუხსნია. თუ სამყაროში
ნივთიერების საშუალო სიმკვრივე აღნიშნულ ზღვარზე ნაკლებია,მისი გაფართოება უსასრულოდ გაგრძელდება.და კიდევ – უკანასკნელი მეცნიერული ჰიპოთეზების თანახმად,შესაძლოა ჩვენი მეტაგალაქტიკა მხოლოდ ერთი მცირე ბუშტი იყოს სამყაროს სხვა უთვალავი მეტაგალაქტიკის ბუშტებს შორის,რომელთა აღმოჩენა
ამჟამად შეუძლებელია.

მსგავსი ამბები

Back to top button