უცნაური

სად არის ჯოჯოხეთი?

5059b5638ba0

რამდენიმე წლის წინ გრიფის ქვეშ ”სრულიად საიდუმლო” ნასაში ინახებოდა სენსაციური ინფორმაცია.
1973 წლის 9 აგვისტოს კოსმოსურ ხომალდ ”სკაილებ-2”-ის ასტონავტებმა გადმოსცეს შეტყობინება: ”მზის შუაგულში ჯოჯოხეთია ჩვენ ვხედავთ, როგორ იწვიან მკვდრები”. შემდეგ კავშირი შეწყდა, როცა აღდგა კოსმონავტები გადმოსცემდნენ ჩვეულებრივ ფრენის მონაცემებს.

16 წელი ნასას სპეციალისტები უარყოფდნენ ყველა, ამ მოვლენასთან დაკავშირებულ ჭორს. მაგრამ 1985 წელს ამერიკულმა ჟურნალმა ”მსოფლიო მეცნიერება” ფარდა ახადა ამ საიდუმლოს. ”სკაილებ-2”-ის დაუჯერებელი შეტყობინება გამოაქვეყნეს სახალხოდ.

1978 წლის აგვისტოში კოსმოსურ ხომალდზე მყოფი ასტრონავტები იკვლევდნენ მზის ამოფრქვევებს სპექტოჰელიოგრაფით, რომელიც აღნიშნავდა ყოველ ცვლილებას ფოტოფირზე. ამ დაკვირვების დროს მოხდა ძლიერი აფეთქება. ცეცხლოვანი ბურთის შუაგულიდან 800 ათას კილომეტრზე ამოვარდა ჰელიუმის სვეტი, გაოგნებული დამკვირვებლების თვალწინ თხევადი გაზის ნაკადი შეჩერდა: ამ ცეცხლოვან სვეტში გამოჩნდა ასეულ ათასობით ადამიანის წამებით დატანჯული სახე. თავიდან ასტრონავტებმა ჩათვალეს, რომ ეს იყო ჰალუცინაცია, მაგრამ ეს ვერსია გამორიცხეს რადგან სახეების გამოსახულება ძალიან მკვეთრი იყო.
ასტრონავტების მტკიცებით ეს იყო ჯოჯოხეთი.

მსგავსი ამბები

Back to top button