უცნაური

მემფისის მოჩვენებები

2db2c89982ad

მემფისი სახელგანთქმულია თავისი მოჩვენებებით.იმათთვისაც კი,ვისაც არ წამს მოჩვენებების,სასიამოვნოა გაეცნოს მემფისის ლეგენდებს .

1)Blackwell House

1580fdc925df

Blackwell House მდებარეობს ბარტლეტში.ლეგენდა გვიამბობს,რომ ამ სახლში გადმოსვლიდან მეორე დღეს ნიკოლას ბლექველის ცოლი დაიღუპა.აქ არავინ ცხოვრობს,რადგანაც როგორც ამბობენ ცოლქმარი ბლექველების მოჩვენებები ხშირად დახეტიალობენ სახლის ტერიტორიაზე.

2)Brister Library

d501d5ac4b03

ბრისტერის ბიბლიოთეკა არის ძველი ბიბლიოთეკა მემფისის უნივერსიტეტში.ლეგენდის მიხედვით უამრავი წლის წინ ამ ბიბლიოთეკაში მოკლეს სტუდენტი,მკვლელი არასოდეს დაუჭერიათ,ხოლო მოუსვენარი სული კი კვლავ დაბორიალობს ამ შენობაში და ყველა მნახველს დახმარებას თხოვს.

3)Ernestine and Hazel’s

53f1d9cc671f

ესაა დანგრევის პირას მისული ბარი მემფისში.არავინ იცის აქ რა მოხდა,თუმცა ამ ბარიდან ხშირად ისმის მუსიკისა და ცეკვის ხმა.და ასევე ხალხი უამრავ მოჩვენებას ხედავს.

4)Ornamental Metal Museum

e0eb5a635b44

ეს მუზეუმი აშენებულია Memphis’ old Marine ის საავადმყოფოს ნანგრევებზე.როგორც ცნობილია ის მოიცავს ამ საავადმყოფოს მორგის შენობას,სადაც ეპიდემიის დროს ათასობით ადამიანი დაიხოცა.დღესდღეობით კი უამრავი მათგანს შეხვდებით ამ ტერიტორიაზე

5)Orpheum Theatre

e09b9228d337

ამ მუზეუმის მოჩვენება მერი ერთერთი ყველაზე ცნობილი მოჩვენებაა მემფისში.მერი პატარა გოგონა იყო,რომელიც ამ მუზეუმის წინ დაიღუპა ავარიაში(მას მანქანა დაეჯახა).როგორც ცნობილია ის ხშირად თამაშობს ამ მუზეუმში(აღებს სხვადასხვა კარებს,იცინის ხმამაღლა,ხელს უშლის ხალხს).ის ყველაზე ხშირად თავის საყვარელ ადგილას ჩნდება,სადაც ბევრჯერ მჯდარა სიცოცხლეში( C-5).როგორც მოჩვენებებზე მონადირენი ამბობენ,მერის გარდა კიდევ 6 მოჩვენება თეატრში.

6)Overton Park

ec92c1928484

ლეგენდის მიხედვით მეოცე საუკუნის სამოციან წლებში პარკში იპოვეს ახალგაზრდა ქალის გვამი,რომელიც ტივტივებდა პარკის ტბაში.როგორც ცნობილია მას ლურჯი კაბა ეცვა.ამის შემდეგ უამრავი ადამიანი ხედავს მოჩვენებას ლურჯ კაბაში,რომელიც ტბის სიღრმიდან ამოდის.

7)Salem Presbyterian Church Cemetery

3632fc29c92e

კიდევ ერთი სასაფლაო მემფისში.როგორც ცნობილია აქ ერთ დიდ საფლავში დასაფლავებულები არიან ადგილობრივი ამერიკელები(ინდიელები) და მონები.როგორც ხალხი ყვება,ისინი ხშირად ჩნდებიან სასაფლაოზე და ძალიან გაბრაზებულები არიან.

8)Voodoo Village

c323e71c0dcb

ეს სოფელი მდებარეობს სამხრეთ მემფისში.როგორც ცნობილია აქ მდებარეობდა წმინდა პაულის სპირიტუალური ტაძარი,რომელიც გარშემოტყმული იყო რკინის უზარმაზარი ღობით.მაგრამ ლეგენდის მიხედვით ამ სოფელში სხვა რაღაცაც არსებობდა რაც დაკავშირებული იყო შავ მაგიასთან და ხშირად ხდებოდა შავი მაგიისთვის მსხვერპლის შეწირვა.სოფელი სახელგანთქმულია მოსიარულე მკვდრებით და სხვა ზებუნებრივი მოვლენებით

9)Bethel Cumberland Presbyterian Church-ის სასაფლაო

51f4b434b3fd

ეს სასაფლაო ცნობილია თავისი არამეგობრული მოჩვენებებით.აქ ამბობენ,რომ ხშირად ხედავენ კრიმინალების მოჩვენებებს,ასევე აქ შეხვდებით ბოროტი ბავშვებისა და მრისხანე სიკვდილმისჯილების მოჩვენებებს.როგორც ლეგენდაშია ნათქვამი,სასაფლაოზე გვიან ღამით გარეული ცხოველები დათარეშობენ.

მსგავსი ამბები

Back to top button