ლაშქრობებისაკითხავისამხედრო

ისტორიული ბრძოლები-ესპანური არმადა

მე წარმოგიდგენთ ისტორიული ორთაბრძოლების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს შემთხვევას.
ესპანური არმადა, იგივე „უძლეველი არმადა“ შექმნა ფილიპ მეორემ, მხოლოდ ერთადერთი მიზნით–ინგლისის გასანადგურებლად. 1585 წელს ფილიპ მეორე აცხადებს მზადებას შეტევისთვის, რომელსაც იმ დროისთვის უძლიერესი და უდიდესი საზღვაო ფლოტი შეასრულებდა, ძალა რომელსაც ანალოგი არ ჰყოლია კაცობრიობის ისტორიაში და მას ხალხმა „უძლეველი არმადა“ უწოდა. ეს ბრძოლა იყო იმ დრომდე არსებული ყველაზე დიდი საზღვაო შერკინება, რასაც იმ დროისთვის ყველაზე ძლიერი ფლოტის განადგურება მოჰყვა. ინგლისის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ფილიპს რამოდენიმე მიზეზი ჰქონდა, პირველ რიგში ის რომ ესპანეთი კათოლიკური ქვეყანა იყო, ხოლო ინგლისი პროტესტანტული რწმენის წარმომადგენელი, რითაც მთელი კათოლიკური სამყაროს რისხვას იწვევდა, ხოლო მეორე მიზეზი იყო „ახალი მიწა“რომელიც ორივე ქვეყნის მთავარი სასაზრდოო წყარო იყო.

                                                                     
1585 წლისთვის ესპანეთი ერთ–ერთ უძლიერეს ქვეყანად ითვლებოდა დედამიწაზე, რადგანაც 1492 წელს კოლუმბის მიერ აღმოჩენილი ტერიტორიები „ახალ მიწაზე“ მთლიანად ესპანეტს ეკუთვნოდა, ის ითვლებოდა მსოლიოს უმდიდრეს და უძლიერეს ქვეყანად. ესპანეთის ეკონომიკა და ასევე სამხედრო სიძლიერეც განვითარების ზენიტში იმყოფებოდნენ, თუმცა ინგლისი მაინც ახერხებდა წინააღმდეგობის გაწევას როგორც „ახალ მიწაზე“ ისე სხვა ტერიტორიებზე სადაც ესპანელები იმყოფებოდნენ. დედოფალმა ელიზაბეტმა პირდაპირ მისცა უფლება ინგლისელ მეკობრეებს და სამხედრო ძალებს ეძარცად ყველა ესპანური გემი, რომელიც მათ შემოხვდებოდნენ. ფილიპის ბრძანებით სასწრაფოდ გამოიძახეს მედინა სიდონიის ჰერცოგი ალონსო პერეს დე გუსმანი და ალექსანდრ ფარნესე რომლებსაც დაეკისრათ ვალდებულება ესპანური ფლოტის ხელმძღვანელობის, ორივე მათგანი კარგად გამოცდილი კაპიტანი იყო, რომლებიც დაუყონებლივ შეუდგნენ მარშრუტის და სტრატეგიების შედგენას. ესპანეტში დაიწყო სრული მაშტაბური მზადება, დაიწყეს ხეების ჩეხვა ნიდერლანდებში, ყველა ესპანური პორტი დაკავებული იყო გემების შენებით, გემების, რომლებსაც მალე ისტორიული გეოგრაფია უნდა შეეცვალათ. ყველა სამუშაო დაჩქარებული ტემპით ხორციელდებოდა, რადგანაც არმადა მთლიანად ორ წელიწადში–1587 წელს უნდა დამთავრებულიყო.
                                                                     
ამ დროისათვის ბრიტანეთში სრული      ალიაქოთი იწყება, ელიზაბეტი აანალიზებს რომ ესპანელთა შეჩერება შეუძლებელი ამოცანაა, ამიტომაც ის იხმობს ყველა გენერალს, ყველა მოვაჭრესა თუ მეკობრეს, რომლელსაც ესპანელებთან ბრზოლის გამოცდილება გააჩნიათ, რათა შეესწავლათ ის გზა თუ რა მარშრუტით შესაძლოა წამოსულიყო არმადა და ის თუ რა სტრატეგიას გამოიყენებდა ესპანელთა წინააღმდეგ ინგლისელი გენერალი ჰოვარდი, რომელიც ამასთანავე დედოფლის ერთ–ერთი ერთგული მეომარი და მისი ბიძაშივილი იყო.მას ამ რთულ პერიოდში მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გაუწია ფრანცის დრეიკმა, ცნობილმა მეკობრემ, თუმცა ის ტახტს და კერძოდ ელიზაბეტს დიდ პატივს სცემდა. არის ისტორიკოსთა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ელიზაბეტი და დრეიკი ერთმანეთის მიმართ გულგრილები არ იყვნენ თუმცა ეს ფაქტი დამტკიცებული არ არის. ფრანცის დრიკმა თავიდანვე დაიწყო ესპანეთის წინაარმდეგ ბრძოლები, მან 1587 წელს შეუტია ესპანეთის პორტ კადიზს სადაც არმადის გემები იყვნენ თავმოყრილნი, სწორედ მისი შეტევების წყალობით არმადის გამოსვლა პორტიდან ერთი წლით გადაიდო, ფილიპი განრისხებული იყო დრეიკის ასეთი გამომწვევი და თავზეხელაღებული ქმედებებით, თუმცა იმ მომენტისთვის მას არავითრი საშუალება და სურვილი არ ჰქონდა მის შეჩერებისთვის.

1588 წლის, დასაწყისიში არმადა თითქმის მზადაა მოგზაურობის დასაწყებად, მაგრამ გარკვეული ბუნებრივი პრობლემების გამო არმადის გასვლა ივლისის შუა რიცხვებისთვის გადაიდო. ესპანელებმა დაამზადეს დაახლოებით 130–მდე გემი ესპანური გალიონი(სამ იალქნიანი გემი), რომელიც ითლებოდა იმ დროისთვის ყველაზე ძლიერ და სწრაფ მავალ გემად, რომელსაც შეეძლო გადაეყვანა რამოდენიმე ასეული ჯარისკაცი. ესპანელებს დაახლოებით 120–ზე მეტი ასეთი გემი ჰყავდათ, რის მეშვეობითაც მათ 30’000 ჯარისკაცი მიჰყავდათ მთლიანი აღჭურვილობით, ამ ჯარისკაცთა ნაპირზე მოხვედრა პირადაპირ ინგლისის განადგურებასთან ასოცირდებოდა, ინგლისელებს კი ამ უძლიერესი ძალის წინარმდეგ დაალოებით 80–მდე გემი ჰყავდათ, რომელთაგან მხოლოდ 45 იყო სამხედრო ხოლო დანარჩენი გემები კერძო მოვაჭრეებს და ინგლისელ დიდგვაროვნებს ეკუთვნოდათ, რომლებმაც გადაწყვიტეს გაერთიანებულიყვნენ საერთო მტრის წინააღმდეგ, თუმცა ინგლისელთა გემები გაცილებით პატარა და ნაკლებად განვითარებულები იყვნენ, ვიდრე ესპანელთა გემები, რომელთა ძირითადი ნაწილი სპეციალურად არმადისთვის გამოყოფილი ხისგან იყვნენ დამზადებულნი, რომელიც გემს განსაკუთრებულ მდგრადობას ანიჭებდა.

1588 წლის ივლისის ბოლოს „უძლეველი არმადა“ პორტუგალიის ქალაქ ლისაბონიდან და ესპანეთის ქალაქ კორუნიდან გამოვიდა და ბრიტანეთისკენ მიმავალ გზას შეუდგა. ჯარისკაცები მზად იყვნენ საბძოლველად, ისინი დალოცილები იყვნენ თვით რომის პაპის მიერ, რომელმაც მათ საქმეს „ღვთიური საქმე უწოდა“, მათი მოსაზრებით ისინი მიდიოდნენ ცოდვილთა გასანადგურებლად. გზაში მათ ოვაციებით და გაკვირვებით ხვდებოდენ, რადგანაც ხალხს ჯერ ძალის ასეთი თავმოყრა არ ენახა. ამ დროისთვის ინგლისში სრული საბრძოლო მობილიზაცია გამოცხადდა, ყველა მამაკაცი და ბავშვი ვისაც იარაღის დაჭერა შეეძლო საბრძოლველად მოემზადა, ქალები და ბავშვები დიდი ქალაქებიდან გაყავდათ, ყველა სასახლე, მთა, სახლი ჩაბნელებული იყო რათა მტერს კუნძულის მდებარეობის შესახებ რაც შეიძლება ცოტა ცოდნოდა და დადგა ის მომენტი, რომელცას ყველა ელოდა, 1588 წლის 7 აგვისტოს ესპანური არმადა ინგლისის სრუტის მისადგომებში გამოჩნდა და გეზი პირდაპირ ინგლისი მთავარი ყურისკენ აიღო, ზუსტად ამ არხის დასაწყისში მოხდა პირველი შეტაკება ესპანელებსა და ბრიტანელებს შორის. ამ ბრძოლაში ინგლისელებს ერთი ძლიერი მოკავშირე გამოუჩნდათ–ქარი, რომელსაც ესპანელები საპირისპირო მიმართულებით მიჰყავდა და მათ მანევრირებას შეუძლებელს ხდიდა, თვითონ ინგლისელები კი თავიანთი გემებით სწრაფად მანევრირებდნენ არმადის გემებში, ინგლისელები დღესაც ამ ქარს „ღვთიურ ქარს“ უწოდებენ. გამთენიოს დაიწყო ისტორიაში ყველაზე დიდი საბძოლო საზღვაო შეტაკება, ორივე მხარეს გამოცდილი და ერთგული მეზღვაურები იბძოდნენ. ესპანელთა სტრატეგია მდგომარეობდა მათ განლაგებაში, რომელიც ნალის ფორმის იყო და რომლის ორივე თავში ესპანელთა უძლიერესი გემები იმყოფებოდა ხოლო შუა გულში კი საფლაგმენო გემი, რომელსაც მედინა სიდონიის ჰერცოგი მართვდა.


შეტაკების დაწყებისთანავე ინგლისელმა გენერალმა ჰოვარდმა და დრეიკმა გაყვეს თავიანთ ძალები და ფლანგებიდან შეუტიეს არმადის გემებს, არმადა კი სვლას განაგრძობდა არხისკენ და მათი მთავარი მიზანს ქალაქები კალაისი და გრაველინი წარმოადგენდა, რომელიც ესპანური ნიდერლანდების დაქვემდებარებაში იყვნენ. რამოდენიმე დღიანი გაუთავებელი ბრძოლის შემდეგ ესპანელებმა გაახწიეს არხიდან და კუნძულს შემოუარეს, რითაც მათ არასახაბიელო სიტუაცია შეექმნათ, ქარმა მიმართულება შეიცვალა და შტორმი დაიწყო, ესპანელები ვეღარ ახერხებდნენ გემების დამორჩილებას, რის გამოც ესპანელთა გემები ინგლისის უძველეს რიფებს ეხეთქებოდა, რითაც გემები განლაგებასა და სტრუქტურას არღვევდნენ.ინგლისელები კი თავიანთ ტერიტორიაზე გემოცდილობით სარგებლობდნენ და ადვილად უსხლტებოდნენ მათ ხელიდან. მიუხედავად ყველაფრისა ინგლისელებმა მაინც ვერ მიაყენეს არმადას სასურველი ზიანი და ამიტომ ფრანცის დრეიკმა გამოიყენა ინგლისელთა სიდუმლო იარაღი–ცეცხლოვანი გემები, ამ გემების აზრი მდგომარეობდა იმაში, რომ ინგლისელები ტოვებდნენ გემზე მხოლოდ ერთ ადამიანს, რომელიც ზუსატად მაშინ აღვივებდა ცეცხლს, როცა გემი მოწინააღმდეგეს უახლოვდებოდა, თვითონ კი წყალში ხდებოდა. ამ ხრიკს ძალიან დიდი ეფექტი ჰქონდა ღამით, როცა ესპანელები მოახლოებულ გემებს კარგად ვერ ხედავდნენ. ეს ცეცლი არმადის მჭიდროდ განლაგებულ გემებზე გადადიოდა, რითაც ესპანელებმა ათეულობით გემს კარგავდნენ, იმ დროს, როცა ინგლისელები მხოლოდ რამოდენიმეს ზარალობდნენ.
შეტაკება შვიდ დღეს გრძელდებოდა, შვიდი დღის განმავლობაში ესპანელებმა დაკარგეს თითქმის ყველა გემი, რომელთა უმტესობა საზღვაო რიფებს და შტორმს ემსხვერპლა, გადარჩენილმა გემებმა უკან დაიხიეს და ესპანეთში დაბრუნება გადაწყვიტეს, თუმცა ესპანეთამდე მხოლოდ რამოდენიმე ჩააღწია, რადგანაც მათ უკვე სურსათ–სანოვაგე აღარ დარჩათ. ესპანელთა 130–ი გემიდან შინ მხოლოდ 47 დაბრუნდა და ეს გემები უკვე აღარაფრად გამოდგებოდა, მათ დაკარგეს დაახლოებით 20’000 ჯარისკაცი იმ დროს როცა ინგლისელებმა რამოდენიმე ათეული გემი დაკარგეს და მხოლოდ 100 ჯარისკაცი დაეღუპათ ბრძოლაში, თუმცა 7’000 ადამიანი დაიღუპა ბრძოლის შემდეგ სხვადასხვა დაავადებებით (დიზენტერიით და ტიფით).ინგლისელები ზეიმობდნენ ამ უდაოდ ბრწყინვალე გამარჯვებას, რომელსაც ისინი დღემდე ღვთიურ ძალებს მიაწერენ. ამ შეტაკების შემდეგ ესპანეთმა ყველაფერი დაკარგა, არმადის შექმნაზე გაწეული ხარჯები ინგლისის დაპყროისას უნდა გათანაბრებულიყო, თუმცა რადგანაც დაპყრობა ვერ მოხერხდა ესპანეთის ეკონომიკა ტყუილად გაწეული ხარჯეს გამო განადგურდა, ინგლისმა კი უსუსურ ქვეყანას უცებ ჩამოართვა ყველა ყველა ის კოლონია, რომელიც გააჩნდა, ამის შემდეგ ესპანეთმა თავი ბანკროტად გამოაცხადა და სრული გაღატაკების ზღვრამდე დაეშვა, ხოლო ინგლისში დაიწყო „ოქროს ხანა“, არმადის დამარცხების შემდეგ ბრიტანელებმა ადვიალდ დაიკავეს სავაჭრო გზები, საბადოები, კოლონიები და ა.შ. რითაც ინგლისის მმართველობა დამკვიდრდა მთელ ატლანტიკაზე.

ჩემი აზრით ფილიპ მეორის გადაწყვეტილება ერთი დიდი შეტევით გაენადგურებინა ის ქვეყანა, რომელიც არც თუ ისე სუსუტი იყო და წინააღმდეგობის გაწევა შეეძლო არასწორია. მიუხედავად იმისა, რომ ისეთი ძალის შექმა, რომელიც მანამდე ყველას შეუსრულებელ ოცნებად მიაჩნდა, ძალიან მიმზიდველი და სახარბიელოა ფილიპემ დაუშვა ის შეცდომა, რომელიც მანადე არაერთხელ დაუშვიათ ცნობილ მმართველებს საბრძოლო ვითარებაში, ძალის ასეთ გამოყენებას განადგურებამდე უფრო მივყავართ ვიდრე გამარჯვებამდე, რისი ნათელი მაგალითიც ესპანეთი გახდა. მიუხედავად ყველაფრისა, მე ვთვლი, რომ ესპანეთს შეეძლო გამარჯვების მოპოვობა ამ სიტუაციაში. მათ ბევრი პრობლემა აღმოუჩნდათ, გარდა იმისა, რაც ბუნებამ მოუვლინა. ყველაფერმა ამან გამოიწვია ის რომ იმ დროისთვის უძლიერესი სახელმწიფო უცებ გაღატაკდა და ქვეყნის განვითარება რამდენიმე საუკინით უკან დახია.

წარუმატებლობის მიუხედავად ესპანური არმდა, მაინც დიდ მოვლენად რჩება მსოფლიო ისტორიაში, რადგანაც ის იყო იმ დროინდელი ძალის ულამაზესი დემონსტრირება, რომელმაც გადამწყვეტი როლი ითამაშა ინგლისის განვითარება–არსებობაში.

 

 

 

 

 

 

 

წყაროები: www.elizabethan-era.org.uk

www.britainexpress.com/History/tudor/armada.htm

საქართველოს უნივერსიტეტის წიგნი : “მსოფლიო ისტორია”

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close