გასართობისაკითხავი

უცნაური დანაშაულები

მსოფლიოში უამრავი უცნაური და სულელური დანაშაული ხდება… ლიდერობს რა თქმა უნდა ამერიკაა ))) გინდა სიხშირით და გინდა დამნაშავეების ინტელექტის დონით ))) მაშ ასე დავიწყოთ )))

ამბავი ესე 1 .

24 წლის ინგლისელი ბიჭი სახელად კოდი დიდი ხანი ოცნებობდა რაიმე შინაურ ცხოველზე. ძაღლი და კატა მას ძალიან მოსაწყენ ცხოველებად ეჩვენებოდა, ეგზოტიკა უნდოდა ბიჭს ..)) მაგრამ ეგზოტიკურ ცხოველს სჭირდებოდა ბევრი ფული, რაც არ გააჩნდა კოდის . ხოოოოოდა გადაწყვიტა კოდიმ , მოდი ზოოპარკს გავქურდავო, მაინც ბევრი ცხოველი ჰყავთო იქო )))) მაგარი კაცია ))) მოათრია სახლში პითონი და კუ, თუმცა კოდი შეეჩეხა ერთ პრობლემას. მან არ იცოდა როგორ გამოეკვება სახლში მოყვანილი ეგზოტიკური ცხოველები . კოდიმ მიიღო გენიალური გადაწყვეტილება. “რა პრობლემაა, წავალ და ვკითხავ ზოოპარკის თანამშრომლებსო ” ხოოოოდა ვეღარც დაბრუნდა უკან ))))))) ზოოპარკის თანამშრომლებმა გამოიძახეს ეგრევე პოლიცია…ასე დასრულდა კოდის ეგზოტიკა :)))

ამბავი ესე 2

ამერიკის ერთ-ერთ ქალაქში დამნაშავე შევარდა ბარში ყველის სახეხით შეიარაღებული ))) მის მოთხოვნაზე ” ფულიიიი დროზეეე” მიიღო ბარმენისგან სკამი საფეთქელში და რამდენიმე მუშტი ცხვირში. ამის შემდეგ გავარდა დამნაშავე ბარიდან და რამდენიმე წუთში იქნა დაპატიმრებული პოლიციის მიერ როცა აყაჩაღებდა ბენზინგასამართ სადგურს ( ეგ აღარ ვიცი რითი აყაჩაღებდა იმ სადგურს, ალბათ შლაგით )დანარჩენს დაადგენს მოკვლევა …

ამბავი ესე 3

ეს შემთხვევაც მოხდა დიდ ამერიკაში. დამნაშავე ქალბატონი დაკავებული იქნა სკაუტების ( ესენი არიან სამხედრო-სპორტული ხასიათის ორგანიზაციის წევრები,რომლებიც აწყობენ სხვადასხვანაირ ღონისძიებებს.) შეკრების დროს, რომელშიც მონაწილეობას მისი შვილიც იღებდა. სანამ ქალი უყურებდა იმას, თუ როგორ გეშავდა პოლიციის ოფიცერი ძაღლს ნარკოტიკების ამოღებისთვის, ეს ძაღლი მიცუნცულდა ამ ქალბატონთან და მისი ჩანთიდან შეკვრა მარიხუანა ამიღო და ოფიცერს მიუცუნცულა )) აი ცირკი რა ))))

ამბავი ესე 4

კიდევ ამერიკა…ახალგაზრდა შეიარაღებული ( სერიოზულად შეიარაღებული, ისე კი არა ყველის სახეხით) ბიჭი შევარდა მაღაზიაში და გამყიდველს მოსთხოვა ფული..შეშინებულმა გამყიდველმა ჩაუტენა ჩანთაში რაც ქონდა ყველაფერი..უცებ დამნაშავემ დაინახა ვისკის ბოთლი და გამყიდველს მოსთხოვა მისი დამატებაც ფულისთვის, რაზეც უარი მიიღო, რადგან გამყიდველს ეჭვი შეეპარა იმაში , რომ ის იყო 21 წელზე მეტის. პატარა კამათის შემდეგ , დამნაშავემ ამოიღო მართვის მოწმობა და აჩვენა გამყიდველს, იმის დასამტკიცებლად რომ, ის მართლაც იყო 21 წელზე მეტის. გამყიდველა მისი მართვის მოწმობა გულმოდგინედ “შეისწავლა” და გაატანა ვისკი.. 2 საათის მერე დაკავებული იქნა დამნაშავე საკუთარ ბინაში, მას შემდეგ რაც გამყიდველმა პოლიციას შეატყობინა დამნაშავის მართვის მოწმობაში ამოკითხული სახელი,გვარი, ასაკი და მისამართი… ))

ამავი ესე 5

პარიზთან ახლოს მცხოვრებმა სამმა ადამიანმა სრული სერიოზულობით გადაწყვიტა ბანკის გაძარცვა. თავიდან პირველი პრობლემა რაც შეხვდათ ეს იყო ბანკის მბრუნავი კარი( აი ხომ გინახიათ , რომ ტრიალებს და შესვლა რომ უნდა მოასწრო), რომელსაც დაახლოებით 5 წუთი ეწვალებოდნენ შესვლაზე. ბოლოს მაინც მოახერხეს შესვლა და მოითხოვეს 100 000 ფრანგული ფრანკი. ბანკის თანამშროლები , რომლებსაც ჯერ კიდევ ვერ დაევიწყათ სცენა კარებთან , ამ მოთხოვნას არაადამიანური ხარხარით შეხვდნენ და იფიქრეს რომ სამეული ხუმრობდა.
მძარცველებმა იფიქრეს რომ ბანკის თანამშრომლების ასეთი რეაქცია , მათმა ასეთმა კატეგორიულობამ გამოიწვია( ნეტა რატომ იფიქრეს ასე ? ) და უფრო მოუმატეს თანხას და ახლა 101 000 მოითხოვეს.)))) ხარხარი მაინც არ წყდებოდა. ბოლოს სამეულის მთავარს ამუვიდა ყელში ბანკის თანამშრომლების ცინიზმი, გაექანა და შეფრინდა მაგიდაზე, რომელთანაც იჯდა მოლარე და მომართა მისკენ პისტოლეტი,თუმცა მაგიდა აღმოჩნდა ძალიან სრიალა და აირია ცხვირ-პირი მძარცველების ბოსსმა, თან ფეხიც მოიტეხა. მისმა ორმა თანამძრახველმა ეს რომ დაინახეს, გაქცევა გადაწყვიტეს მაგრამ მათ წინ ისევ ის მბრუნავი კარი დაუხვდა )))))))))

ამბავი ესე 6

ისევ ამერიკა, კერძოდ დეტროიტი… ერთხელ ერთ-ერთმა რიგითმა ბინის ქურდმა შეამჩნია თუ როგორ დებდა ქალბატონი მძიმე ჩემოდანს ფეშენებელური სახლის გვერდით მდგარ ძვირადღირებული ავტომობილის საბარგულში . ქურდმა იფიქრა , რომ ქალბატონი მიდიოდა რამდენიმე დღით “მივლინებაში” დ ჰქონდა უფლება უკვე თავი ეგრძნო ბინის ახალ მეპატრონედ. ქალბატონის გამგზავრების შემდეგ, შეიპარა ბინაში, აიღო ძვირფასეულობა, ფული და გამოაცარიელა იქაურობა. კაიც ჭამა , კაიც დალია.. და ბოლოს დაღლილი მიესვენა ლოგინს და წაუძინა )))))) ქალბატონის “მივლინება” მოულოდნელად დასრულდა ისევე როგორც ქურდის სიზმარი ))))

ამბავი ესე 7

ვააააააახ. ისევ ამერიკა…
მოკლედ რა ხდება…ჩიკაგოში ერთ-ერთმა “უმნიკმა” გადაწყვიტა მაღაზიის გაძარცვა. თავიდან ყველაფერი მიდიოდა გეგმის მიხედვით: მივიდა სისხამ დილით, ამოიღო მაყუჩიანი პისტოლეტი, მიუშვირა მოლარეს და მოსთხოვა სეიფის გაღება. მოლარემ უპასუხა, რომ მას არ ჰქონდა სეიფის გასაღები და მაღაზიის მმართველის გარდა, რომელიც იმ დროს ადგილზე არ იმყოფებოდა, სეიფს ვერავინ გახსნიდა… ” უმნიკი” არ დაიბნა. ის საათობით არ აპირებდა მმართველის დალოდებას. მან მოითხოვა ფურცელი და კალამი, დაწერა თავისი ტელეფონის ნომერი და უთხრა მოლარეს .. როცა მოვიდოდა მაღაზიის მმართველი, სასწრაფოდ გადმოერეკათ მისთვის )))))))

მადლობთ ყურადღებისთვის )))

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close