ახალი ამბებისაკითხავი

მსოფლიოში ყველაზე იაფი მანქანა


მსოფლიოში ყველაზე იაფი ავტომობილი ტატა ნანოა. ეს არის მიკრო ავტომანქანა, რომელსაც ინდური მანქანათმწარმოებელი კომპანია ტატა მოტორსი უშვებს. მოდელი კომპანიამ ნიუ დელიში გამართულ ავტომანქანების ექსპოზიციაზე 2009 წელს წარადგინა.


ტატა მოტორსის ხელმძღვანელთა თქმით, 2012 წელს ნანოს ექნება უფრო ლამაზი ფერები და უფრო მდიდრული ინტერიერი. მწარმოებლები აცხადებენ, რომ მანქანა დაწვავს გაცილებით ნაკლებ საწვავს. ტატა მოტორსი ასევე აწარმოებს ისეთ ფუფუნების მანქანებს, როგორებიცაა იაგუარი და ლენდ როვერი. ხელმძღვანელობას იმედი აქვს, რომ ახალი მოდელი იქნება უფრო გაყიდვადი, რადგან მას უფრო მეტი შესაძლებლობები აქვს, მათი თქმით, ფასი იგივე დარჩება-100 000 რუპი რაც დაახლოებით 2000 დოლარია.

თეგები
Close
Close