გასართობისაკითხავისასარგებლო

ყვავილების სიმბოლიკა


როგორ გამოვხატოთ გრძნობები ყვავილების მეშვეობით

რამდენჯერ გიჩუქებიათ ყვავილი თქვენი საყვარელი ადამიანისათვის ან თუნდაც მეგობრისთვის, ოჯახის წევრისთვის? 1 ცალი ან თაიგული? ხშირად მომისმენია მამაკაცებისაგან (ბიჭებისგან) სიტყვები, რომ არ უყვართ ყვავილები. . . არადა ვინ თქვა რომ ეს საჭიროა? მათთვის მირთმევას ხომ ისედაც არავინ აპირებს:) ძალიან ცოტა ქალი მეგულება ისეთი, ვისაც ყვავილები არ უყვარს და მისი საჩუქრად მიღება არ სიამოვნებს :)
გიფიქრიათ იმაზე, რომ ყველა ყვავილს თავისი განსაკუთრებული მნიშვნელობა გააჩნია და მათ შეუძლიათ უსიტყვოდ გადმოსცენ თქვენი სათქმელი. . . მთავარია ზუსტად შევუსაბამოდ ჩვენს გრძნობებს ყვავილი და ნახევარი საქმეც გაკეთებულია :)
დღესდღეობით ყვავილის სიმბოლიკას თითქმის აღარავინ აქცევს ყურადღებას, არადა ის შეიძლება თქვენი წარმატების საწინდარიც გახდეს ნებისმიერი სახის ურთიერთობაში . . .
ბიჭებო აჩუქეთ ყვავილები თქვენს რჩეულებს , მეგობრებს, ახლობლებს გამოხატეთ სითბო და ყურადღება მე კი რამოდენიმე ყვავილის მნიშვნელობას შემოგთავაზებთ :)))

ვარდი (ყვავილების დედოფალი)

ამ ყვავილის ფერების სიმრავლე განსხვავებულ აზრსა და სიმბოლოს ატარებს. თუ გაეცნობით ვარდის ფერების სიმბოლიკას, მაშინ ადვილი მისახვედრი იქნება რისი თქმა სურს თქვენს ‘’კავალერს’’ :), რადგან თითოეული მათგანი თავის თავში გარკვეულ გზავნილსაც ატარებს.

თეთრი- ‘’მე შენი ღისრსი ვარ’’
ვარდისფერი- ‘’ მენდე ბედნიერებას გაჩუქებ’’
ყვითელი- ‘’ ყოველთვის მემახსოვრები’’
წითელი- სიყვარულის მარადიული სიმბოლოა

ორქიდეა

ბევრი მიიჩნევს, რომ ორქიდეა კეთილშობილური ყვავილია. ორქიდეა თაიგულში სიყვარულის, დახვეწილობისა და სხვათაშორის მრავალშვილიანობის სიმბოლოა :)

შროშანი

ლილია

შროშანი და ლილია უმწიკლოებაზე მეტყველებენ, გარდა ამისა ლილია ხაზს უსვამს ურთიერთობის სიდიადესა და სიწმინდეს

მიხაკი

მრავლისმთქმელი იქნება თაიგული, რომელიც მიხაკებისაგან შედგება. ამ შემთხვევაშიც სხვადასხვა ფერის მიხაკს განსხვავებული მნიშვნელობა გააჩნია
წითელი- აღტაცება
ყვითელი- იმედგაცრუება
თეთრი- წმინდა სიყვარული
ვარდისფერში კი იგულისხმება, რომ არასდროს დაგივიწყებენ
ზოლიანი მიხაკი ურთიერთობის გაგრძელებაზე უარს ნიშნავს (Let’s stay friends) :)))
თუ საჩუქრად იასამნისფერი მიხაკი მოგართვეს ეს ავტორის კაპრიზულ და მერყევ ხასიათზე მეტყველებს.

კამილია

ძლიერი გრძნობების მაუწყებელი იქნება თქვენთვის კამილიები
წითელი- იმ ცეცხლზე მოწმობს, რომელიც გულში გააჩეღეთ
ვარდისფერი- გამოხატავს ვნებას
თეთრი- კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ‘’შეუდარებელი”, “აღმაფრთოვანებელი” ბრძანდებით

ქრიზანთემა

ქრიზანთემების ჩუქება მეგობრებისთვისაა მიზანშეწონილი. ის თითქოს ამბობს, რომ თქვენ შეუდარებელი მეგობარი ბრძანდებით. თეთრი ფერის ქრიზანთემა კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ სიყვარული არ კვდება, ხოლო ყვითელი ძველი ნდობის აღმნიშვნელია.

ია

ია მოკრძალებისა და მორიდების გამომხატველი ყვავილია. მას, ვინც ამ ყვავილს გჩუქნით არ სურს საკუთარი გრძნობების გარეშე პირებისათვის განდობა. ლურჯი ია ერთგულების გამომხატველია, თეთრი კი რისკზე წასვლის

ტიტები

წითელი ტიტა სიყვარულის გამჟღავნებაში დაგეხმარებათ, თუ ყვითელი ტიტა გაჩუქეს ესეიგი მიაჩნიათ რომ თქვენი ღიმილი მზის სხივს უტოლდება (შენ ჩემი მზე ხარ ამომავალი :)))) აი თუ თქვენს თაიგულში ჭრელი ტიტებია, უნდა იცოდეთ რომ ‘’საჩუქრის ავტორს’’ ძალიან მოსწონს თქვენი თვალები.

ნარცისი

ეს ყვავილი ორმხრივ სიმპათიას გამოხატავს

იასამანი

და ბოლოს ჩემი უსაყვარლესი ყვავილი იასამანი
გაზაფხულის ეს მშვენიერი და სურნელოვანი ყვავილი სიხარულის გამომხატველია. იასამნისფერი სიყვარულის პირველი ემოციის სიმბოლოდ მიიჩნევა, ხოლო თეთრი ახალგაზრდული უმწიკლოებას აღნიშნავს.

ამ ეტიკეტის გათვალისწინებით უკვე შეგიძლიათ თვენთვის შესაფერისი თაიგული აარჩიოთ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, გარდა ამისა უნდა გახსოვდეთ, რომ ყვავილებს განსაკუთრებული თვისება აქვთ, ისინი ნეგატიურ ენერგიას ’’ისრუტავენ’’ და სანაცვლოდ დადებითი ენერგიით გვავსებენ. ასე რომ გაილამაზეთ ცხოვრება, გაულამაზეთ ის სხვებსაც და იცხოვრეთ ყვავილების დახმარებით სტრესის გარეშე.:):):)

P.s. პოსტი ჩემი შეყვარებულის დაწერილია :)

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close