არქივი

სპარსი შაჰების საგანძური

3e6016be246c

ამ პოსტში მინდა შემოქთავაზოთ მცირედი ინფორმაცია და სურათები სპარსი შაჰების საგანძურზე. ეს საგანძური საუკუნეების განმავლობაში იქმნებოდა და არცერთ ყვეყანაში ამ რაოდენობით სიმდიდრე არ არსებობს. თქვენვე დარწმუნდებით ამაში, თუ ამ პოსტის კითხვას გააგრძელებთ. რა თქმა უნდა პოსტში იმ სიმდიდრის მეათასედზეც არ წერია იმასთან შედარებით, რაც დღეს თეირანში ინახება.

 

სპარსეთის სამეფო ხმალი
581d3efe3218
სპარსეთის სამეფო ხმალი (იგივე შაჰის ხმალი) საჩუქრად მიიღო ნესარიდინ შაჰმა ამინო-სულთანისაგან.
ხმალი მთლიანად დაფარულია სხვადასხვა ძვირფასი ქვის 3 000 თვლით, მათ შორის არის ზურმუხტი, ლალი და იაგუნდი. თუ დავუჯერებთ ხმალზე გაკეთებულ წარწერას, იგი დაამზადა მირზა ალი ნაგიმ 1306 წელს.

 

სამეფო კერძის დასადები თასი
2dae8d009301
ვინაიდან, შაჰის სასახლეში სამეფო სამზარეულოები შორს იყო სამეფო სასადილოდან, კერძის თასები საჭირო იყო იმისთვის, რომ საკვები არ გაცივებულიყო და ასევე შაჰი დაცული ყოფილიყო საკვებში საწამლავის მოხვედრისაგან. სურათზე ნაჩვენები კერძის თასი იყო ერთ-ერთი იმ ბევრი თასებიდან, რომლებიც მეფის პირად საკუთრებაში იყო. ყველა მათგანს აქვს ერთნაირი ფორმა – ისინი შედგება განიერი თასისაგან და გუმბათის ფორმის ცენტრისაგან (სახურავისაგან). კერძის თასი დამზადებულია მტკიცე ოქროსგან. მის ყველაზე ზედა ნაწილში ალმასის ქვა არის დამაგრებული, რომელსაც ირგვლივ რვა მარგალიტი აქვს გარშემორტყმული. თასის დანარჩენი ნაწილი დაფარულია ლალის, ზურმუხტის და ბრილიანტის თვლებით.
კერძის თასის დიამეტრი 19სმ-ია, ხოლო სიმაღლე 10სმ. ოთხი ლალის თვალი არის 12 კარატიანი, ხოლო ყველაზე დიდი ზურმუხტი არის 30 კარატიანი.

 

ნურ-ოლ-აინის დიადემა
777c5fbf72f4
ამ დიადემის ცენტრალურ ნაწილში ჩასმულია ნურ-ოლ-აინის ბრილიანტი, რომელიც ერთ-ერთი უდიდესი ვარდისფერი ბრილიანტია მსოფლიოში. ბრილიანტი თავის დროზე ინდოეთიდან ჩამოიტანეს. ეს ბრილიანტი 60 კარატს იწონის, ხოლო დიადემაში ჩამაგრებული სხვა ბრილიანტების წონა 14-დან 19 კარატამდე მერყეობს.
დიადემის დიზაინი ეკუთვნის ჰარი ვინსტონს, რომელიც სპეციალურად მოწვეული იყო სპარსეთის უკანასკნელი შაჰის მუჰამედ რეზა ფეჰლევისა და დედოფალ ფარაჰის ქორწილის დროს, 1958 წელს.

 

დედოფლის სამეფო გვირგვინი
99cbd66d747c
1967 წელს მუჰამედ რეზა ფეჰლევმა კორონაციის დროს გარდა იმისა, რომ თავად დაიდაგა თავზე სამეფო გვირგვინი, თავის ცოლს ფაჰრიბსაც დაადგა დედოფლის გვირგვინი. მანამდე სპარსეთის შაჰების ცოლების კორონაციას ადგილი არ ჰქონია. ამიტომ საჭირო გახდა შექმნილიყო ახალი გვირგვინი. ეს პატივი ერგოთ ფრანგ იუველირებს ვან კლიფს და არპელს
გვირგვინი მწვანე ხავერდისგან და თეთრი ოქროსგან დაამზადეს. მის შემადგენლობაშია- 38-ზე მეტი ზურმუხტის თვალი, 105 მარგალიტი, 34 ლალის ქვა, 2 იაგუნდი და 1469 ბრილიანტის თვალი. გვირგვინის საერთო წონა 1 კილო და 481 გრამია.

 

ზურმუხტის ქამარი
9bbd39b2fdf8
ეს ქამარი არის ნაქსოვი ოქრო და ხშირად მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის ყაჯარ შაჰებს უკეთიათ ფერწერულ ტილოებში. ქამრის სიგრძე 119 სმ-ია და, ამიტომ ვარაუდობენ, რომ ის დამზადდა ნასერიდინ შაჰის ან მისი მამის მოჰამედ შაჰისთვის. ქამარი არამგონია დამზადებული ყოფილიყო ფათალი შაჰისთვის, რადგან ცნობილია, რომ მას ვიწრო წელი ჰქონდა.
ოვალური ფორმის ზურმუხტი, რომელიც მოთავსებულია ქამრის ცენტრში, გარშემორტყმულია ბრილიანტის თვლებით, 5სმ სიგრძისაა და 175 კარატს იწონის. ზურმუხტის თვალი მოტანილი უნდა იყოს ინდოეთიდან, ნადირ შაჰის მიერ, დელისთვის ბრძოლის დროს. ეს ქამარი ეკეთა რეზა შაჰს კორონაციის დროს, მაგრამ უკვე მის შვილის მუჰამედ რეზა ფეჰლევს სხვა ქამარი ეკეთა.

 

ზურმუხტის და ალმასის დიადემა
51af39e8e285
ამ დიადემის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. მისი დიზაინი ღრუბლებიდან გამოჩენილ მზის სხივებს წააგავს. თითოეული სხივი მთავრდება ყვავილის ფორმის ბრილიანტით, რომლის მაღლა მარგალიტი ან ზურმუხტია დამაგრებული. ზურმუხტებში ამოჭრილია ხვრელები, სადაც დამაგრებულია პატარა ბრილიანტები. ყველაზე დიდი ზურმუხტი არის 20 კარატიანი.
ამ დიადემის მსგავსი დიადემები მზადდებოდა მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში, ამიტომ იგი შეიძლება ამ პერიოდს მივაკუთვნოთ. დიადემის სიმაღლეა 7,2 სმ

 

ნადირ შაჰის ფარი
0131ecfbbed7
ნადირ შაჰი ამ ფარს ატარებდა ინდოეთისთვის ბრძოლის დროს, ვარაუდობენ, რომ ძვირფასი თვლები ამ ფარზე მოგვიანებით, ნადირ შაჰის საპატივსაცემოდ დაამაგრეს.
ფარი დამზადებული მარტორქის ტყავისგან და 48სმ დიამეტრისაა. ის დაფარულია იაგუნდის, ზურმუხტის, ბრილიანტის და ლალის თვლებით. ფარის ცენტრში მოთავსებული იაგუნდი ერთ-ერთი უდიდესია მსოფლიოში, 225 კარატი წონით. ოთხი ზურმუხტი გარშემორტყმულია იაგუნდის ირგვლივ და თასმებით ფარის უკანა მხარეზეა დამაგრებული. ეს ნადირ საჰს საშუალებას აძლევდა, რომ უსაფრთხოდ ეტარებინა ფარი ომის დროს.
ყველაზე დიდი ზურმუხტი 140 კარატიანია, ბრილიანტების უმეტესობა 6-დან 8 კარატამდე იწონის

 

დედოფალ ფარაჰ დეებას საყვარელი დიადემა
fc7037d4210b
ეს დიადემაც, სპეციალურად დედოფალ ფარაჰისა და მუჰამედ რეზა ფეჰლევის ქორწილისთვის, ჰარი ვინსტონმა შექმნა, 1958 წელს. ეს დიადემა ითვლება ფარაჰის საყვარელ დიადემად, რადგან ფარაჰს იგი თითქმის ყველა მნიშვნელოვანი შეხვედრის დროს ეკეთა. მათ შორის, როცა ის ა.შ.შ.-ში და კანადაში იმყოფებოდა, 1965 წელს. დიადემის უკიდურეს ქვედა ნაწილში (დამზადებულია პლატინისაგან), რომელსაც გულის ფორმა აქვს დამაგრებულია ბრილიანტის თვლები. დიადემაზე არის ორ-ორ რიგად ჩალაგებული ყვითელი, ვარდისფერი და უფერული ბრილიანტის თვლები. დიადემის უკიდურეს ზედა ნაწილში დამაგრებულია ზურმუხტის 7 დიდი ქვა. ბრილიანტის თვლები მე-19 საუკუნეში ინდოეთშია ბრწყინვალედ მოწახნაგებული და მოპოვებულია სამხრეთ აფრიკაში. ყველაზე დიდი ზურმუხტი, რომელიც ცენტრშია მოთავსებული 65 კარატს იწონის, ხოლო ყველაზე პატარები, რომლებიც დიადემის კიდეებზეა 10 კარატიანები არიან.

 

კიანის გვირგვინი
c7e38c3764fb
კიანის გვირგვინი ყაჯართა დინასტიის წარმომადგენლებს ეკეთათ. გვირგვინი დამზადებულია წითელი ხავერდისაგან, რომელშიც ჩამაგრებულია ათასობით ძვირფასი თვალი. ფატალი შაჰი, ხშირად ფერწერულ ტილოებში ასახულია ამ გვირგვინით. მასზე მომაგრებულია დაახლოებით 1800 მარგალიტი, თითოეულის დიამეტრი 7-8 მმ-ია. ამ გვირგვინზე არის დაახლოებით 300 ზურმუხტის თვალი და ყველაზე დიდი 80 კარატიანია, დაახლ. 1800 ლალის და იაგუნდის თვალი, ამათგან ყველაზე დიდი 120 კარატიანია, ყველაზე დიდი ბრილიანტი 23კარატიანია. გვირგვინის საერთო სიმაღლე 32 სმ-ია, ჯიღის გარეშე. სიგრძე კი 19,5 სმ.

 

ფეჰლევიანთა გვირგვინი
fbaa4f68ad0b
ეს გვირგვინი ეკეთა ფეჰლევიანთა დინასტიის დამფუძნებელ რეზა შაჰს, მისი კორონაციის დროს 1926 წლის 25 აპრილს. მის შვილს მუჰამედ რეზა ფეჰლევსაც ეკეთა ეს გვირგვინი, თავისი კორონაციის დროს, 1967 წლის 26 ოქტომბერს. ფეჰლევიანთა გვირგვინის დიზაინი ეკუთვნის ირანელი იუველირების ჯგუფს, რომელსაც ხელმძღვანელობდა ჰაჯ სერაჯადინი. იგი გაკეთებულია წითელი ხავერდით, ოქროთი და ვერცხლით. მისი საერთო სიმაღლე 29,8 სმ-ია, სიგანე 19,8 სმ, წონა 2 კილო და 80 გრამი. მასზე მოთავსებულია 3380 ბრილიანტი, რომელთა საერთო წონა 1144 კარატია. ყველაზე დიდი წონის არის 60 კარატიანი ყვითელი ბრილიანტი, რომელიც მოთავსებულია ძვირფასი თვლების ცენტრში. ასევე გვირგვინზე არის 369 ბუნებრივი მარგალიტი, 5 ზურმუხტის საერთო წონა 200 კარატია, აქედან ყველაზე დიდი 100 კარატიანია. ყველაზე დიდი საფირონი კი 20 კარატიანია. გვირგვინის დიზაინი სასანიდური სპარსეთის შაჰების გვირგვინის მოდელზეა გაკეთებული.

 

ძვირფასი ქვებით მოპირკეთებული გლობუსი
592c61414ea9
ეს არის ყყველაზე ბრწყინვალე გლობუსი მსოფლიოში. მისი საერთო სიმაღლე 110 სმ-ია, ხოლო დიამეტრი 45 სმ-ია. ის დაფარულია 51 000 ძვირფასი ქვით. ზღვები, ოკეანეები ნაჩვენებია ზურმუხტებით. ხმელეთი ძირითადად ნაჩვენებია ლალის და იაგუნდის თვლებით. ირანი, ბრიტანეთი, საფრანგეთი და აზიის სამხრეთის ნაწილი ნაჩვენებია ბრილიანტებით. ეს თვლები ჩასმულია სუფთა ოქროში, რომლის წონა 35 კილოგრამია. ლეგენდის თანახმად ნასარიდინ შაჰმა (1846-1896) გასცა ბრძანება, გაეკეთებინათ გლობუსი, რომ დაკარგვისაგან გადარჩენილიყო სახაზინოში დაცული ძვირფასი ქვები. გლობუსზე დამაგრებული ყველაზე დიდ ლალი 75 კარატიანია, იაგუნდი 175 კარატი, საფირონი 34 კარატი და ყველაზე დიდი ბრილიანტი 15 კარატიანია.

 

დარია-ე ნუურ (სინათლის ზღვა)
3fbe2d09e17a
დარია-ე ნუურ არის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ბრილიანტი, მისი წონა 186 კარატია.

პოსტში არ დამიწერია სპარსეძის შაჰების ტახტების შესახებ. ისინი შეგიძლიათ ნახოთ ვიდეოში-

 

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, აქ რაც დავწერე მთლიანი სპარსი შაჰების საგანძურის მეათასედიც კი არ არის. მე ფილიმი მაქვს ნანახი, რომელიც ინტერნეტში არ დევს და მართლაც, რომ საოცრეებაა.

მსგავსი ამბები

Back to top button