არქივი

მსოფლიოს 10 ყველაზე გავლენიანი ადამიანი

cd866d028b73
მსოფლიოს 10 ყველაზე გავლენიანი ადამიანი ფორბსის 2011 წლის ნოემბრის მონაცემებით

a70a8ad437b2
1) ბარაკ ობამა
წოდება: ამერიკის პრეზიდენტი
ასაკი: 50 წლის
რეზიდენცია: ვაშინგტონი, ამერიკა
გამომუშავება: $569,000

ამერიკა რჩება მსოფლიოს ყველაზე ძლევამოსილ ნაციად, უდიდესი და ყველაზე ინოვაციური ეკონომიკით და ყველაზე მომაკვდინელები სამხედრო ძალით. ობამას პირველ ადგილზე გადასვლა გამოიწვია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის ჰუ ჯინტაოს პოლიტიკურმა თვითდაქვეითებამ.

c3c7ce48e787
2) ვლადიმერ პუტინი
წოდება: რუსეთის პრემიერ მინისტრი
ასაკი: 59 წლის
რეზიდენცია: მოსკოვი, რუსეთი
გამომუშავება: $126,000

რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის განცხადების შემდეგ, რომელშიც იუწყება რომ ის არ აპირებს მომავალ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას და თუ პუტინი ორჯერ იყრის კენჭს იგი 2024 წლამდე რუსეთის პრეზიდენტი იქნება.

caf549d34392
3) ჰუ ჯინტაო

წოდება: ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი
ასაკი: 68 წლის
რეზიდენცია: ბეიჯინგი, ჩინეთი

მას უჭირავს სამივე ოფისი, რომ ჩაითვალოს ჩინეთის მთავარ ლიდერად: კომუნისტური პარტიის მთავარი მდივანი, პრეზიდენტი და მთავარსარდალი, თუმცა რამდენიმე წელიწადში ის თავის წოდებებს დათმობს. დაწყებული მთავარი მდივნიდან რომელსაც ის შემდეგ წელს შეელევა.

1e16237a2c40
4) ანგელა მერკელი
წოდება: გერმანიის კანცლერი
ასაკი: 57 წლის
რეზიდენცია: ბერლინი, გერმანია
გამომუშავება:$303,800

მსოფლიო ყველაზე გავლენიან ქალბატონი ევროპის ეკონომიკურად ყველაზე ძლიერ სახელმწიფოს უძღვება. ასე იგი აღიარებულია როგორც ევროკავშირის დე-ფაქტო ლიდერი. უკანასკნელმა გამოკითხვებმა აჩვენა რომ ფრანგებს გერმანიის ლიდერის(46%) მიმართ მეტი ნდობა აქვთ ვიდრე თავიანთი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის (33%).

8728789db6c9
5) ბილ გეითსი
წოდება: მაიქროსოფტის თავმჯდომარე, ბილ&მელინდა გეითსების ფონდის თავმჯდომარე
ასაკი: 56 წლის
განათლება: ჰარვარდის უნივერსიტეტი
ქონება: $59, 000, 000, 000
გამომუშავება: $800,000

მაიქროსოფთის თანადამაარსებელს და მსოფლიოს მეორე ყველაზე მდიდარ ადამიანს აქვს ყველაზე პროდუქტიული შუაასაკის კრიზისი. იგი ქმნის, აუმჯობესებს და დისტრიბუციას უწევს ვაქცინებს, რომლებიც აუმჯობესებენ მსოფლიოში ჯანმრთელობის დონეს. მისი მიზანია აღმოფხვრას ინფექციური დაავადებები, რომლებიც იყო დიდი სიკვდილიანობის მიზეზი თავისი ცხოვრების განმავლობაში.
5fad9dee3d9b

6) აბდულა ბინ აბდულ აზიზ ალ საუდ
წოდება: საუდის არაბეთის მეფე
ასაკი: 87 წლის
რეზიდენცია: რიადი, საუდის არაბეთი

მსოფლიოში დარჩენილი რამდენიმე აბსოლიტური მონარქიდან ერთერთი. მეფე აბდულა აგრძელებს უდაბნოს ქვეყნის განვითარებას, ქვეყანა რომელიც ფლობს დედამიწის ნავთობის მარაგის 20% და მოიცავს ისლამის ორ ყველაზე წმინდა ადგილს(მექა და მედინა). საუდის არაბეთში ქალებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება მისცეს და ბიძგი მიეცა განათლების სისტემის რელიგიური კონტროლისგან გამოსვლას. თუმცა ალ საუდი არ არის ლიბერალი, მან დახარჯა 130 მილიარდი ამერიკული დოლარი რომ ქვეყნის დემოკრატიზაციის ადგილობრივი პროექტები ჩაეხშო.

14bccd97b5b5
7) პაპი ბენედიქტ მეთექვსმეტე
წოდება: კათოლიკური ეკლესიის პაპი
ასაკი: 84 წლის
რეზიდენცია: ვატიკანი
მოქალაქეობა: გერმანია

1.2 მილიარდი ადამიანის სულიერი წინამძღოლი. აბორტი, გეების ქორწინება, ქალი მღვდლები, ბოლო დროს უოლ სტრიტის საქმეებშიც ჩაერია.

a36b9e3c0ec7
8) ბენ ბერნანკე
წოდება: ფედერალური რეზერვის თავმჯდომარე, აშშ
ასაკი: 57 წლის
რეზიდენცია: ვაშინგტონი, ამერიკა
გამომუშავება: $199,700

მის მიერ ჩატარებულმა ბოლო 2 მა ღონისძიებამ ამერიკის ეკონომიკაში 600 მილიარდი შეიყვანა. (ფედერალური რეზერვი ბეჭდავს დოლარს)

f98dee649dfa
9) მარკ ცუკერბერგი
სოციალური ქსელის, ფეისბუქის დამაარსებელი
ასაკი: 27 წლის
რეზიდენცია: პალო ალტო, კალიფორნია
განათლება: ჰარვარდის უნივერსიტეტი(შეწყვიტა მესამე კურსზე)
ქონება: $17. 500 000 000

რაც CIA-მ ვერ მოახერხა 60 წლის განმავლობაში, ცუკერბერგმა ეს 7 წელიწადში შეძლო. მან იცის რას ფიქრობს, კითხულობს, უსმენს ასევე ვის იცნობენ, რა მოსწონთ, სად ცხოვრობენ, სად მოგზაურობენ, სად მუშაობენ და საყიდლებზე სად დადიან დედამიწის მოსახლეობის 10%, ანუ 800 მილიონი ადამიანი. ამერიკელი მომხმარებლები ფეისბუქზე მეტ დროს ატარებენ ვიდრე სხვა ნებისმიერ საიტზე, საშუალოდ 6.3 საათი თვეში. 17.5 მილიარდიანი ქონებით ის მე-14 უმდიდრესი ამერიკელია.

742d50e8cf90
10) დევიდ ქემერონი
წოდება: დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი
ასაკი: 45 წლის
რეზიდენცია: ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
გამომუშავება: $225,000

ერთ დროს მიჩნეული როგორც მეორე მარგარეტ ტეჩტერი, ერევა ევროკავშირის შეხვედრებში “ევროს” შესახებ, რაც დიდ უკმაყოფილებას იწვევს საფრანგეთის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის პასუხი ჩარევის შესახებ: “ჩვენ დავიღალეთ უკვე თქვენი კრიტიკით და ლაპარაკით თუ რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ. თქვენ ამბობთ, რომ გძულთ ევრო,მაგრამ ერევით ჩვენს შეხვედრებში”.

მსგავსი ამბები

Back to top button