საკითხავიუცნაური

5 ყველაზე საოცარი სასაფლაო

გთავაზობთ ხუთ ყველაზე საოცარ სასაფლაოს

1)სუკრეს გენერალური სასაფლაო(ბოლივია)

ბოლივიაში სუკრეს სასაფლაოზე დასაფლავებულისთვის ოჯახი იხდის 10 000 დოლარს 7 წლის განმავლობაში.შვიდი წლის შემდეგ მიცვალებულებს ასაფლავებენ მიწაში და შემდეგ 20 წლის გასვლის მერე,მთლიანად აქრობენ ადამიანის ნარჩენებს.თუმცა იშვიათია შემთხვევა როდესაც ადამიანის გვამს 27 წელი სჭირდება გასახრწნელად.აქ საფლავში ატანენ იმას რაც უნდათ.მაგალითად ბავშვებისთვის არის დისნეის სათამაშოები,კოკა კოლას ბოთლები,ლექსები,ხოლო უფრო მოზრდილთათვის კი ლიქიორის ბოთლები და სიგარეტის პაჩკები.აქ დასაფლავებულია რამდენიმე პრეზიდენტიც

2)მკვდრების ქალაქი(ჩრდილოეთი ოსეთი)

უძველესი ნეკროპოლისი რომელიც ცნობილია,როგორც მკვდრების ქალაქი უამრავ ტურისტს იზიდავს მთელი რუსეთიდან.დარგავის სოფელში,სადაც მდებარეობს ეს სასაფლაო დგას დაახლოებით 100 უძველესი ნაგებობა სადაც დასაფლავებულია ხალხი თავის ნივთებთან ერთად(მაგალითად აყოლებენ ტანსაცმელს)
პირველი ცნობები ამ სასაფლაოზე გვხვდება მეთოთხმეტე საუკუნეში.ხშირად როცა ხალხს არ ქონდათ იმედი,რომ დაასაფლავებდნენ,მოდიოდნენ ამ შენობებში და ელოდებოდნენ სიკვდილს.

3)ვადი-ას-სალაამი(ირანი)

ვადი-ას-სალაამი(მშვიდობის ველი) არის უდიდესი ისლამური სასაფლაო,და ასევე ერთერთი ყველაზე დიდი სასაფლაო მსოფლიოში.ის მდებარეობს ნაჯაფში(ირანი).აქ დასაფლავებულია დაახლოებით 5 მილიონი ადამიანი

4)მარტოხელა ქალების სასაფლაო(ინგლისი)

ქროს ბოუნსის სასაფლაო არის გამორჩეული სასაფლაო.ის მდებარეობს ლონდონში.სინამდვილეში როცა წერია რომ ესაა სასაფლაო მარტოხელა ქალებისთვის აქ იგულისხმებიან პროსტიტუტი ქალები(ბოზები).აქ ასაფლავებდნენ მსუბუქი ყოფაქცევის ქალებს.ის გახდა ღარიბების,მათხოვრების სასაფლაო 1769 წელს.15 000 ადამიანზე მეტია აქ დასაფლავებული

5)წყალქვეშა სასაფლაო(მაიამი,აშშ)

ნეპტუნის მემორიალი,ასევე ცნობილი როგორც ატლანტიდას მემორიალი,არის წყალქვეშა მავსოლეუმი,სადაც ინახება ადამიანების კრემირებული(დამწარი) სხეულები,ფერფლი.ის მოიცავს 56 კვადრატულ კილომეტრს.ის 5 კილომეტრითაა დაშორებული ფლორიდას სანაპიროდან.სასაფლაო სადაც 125 000 ადამიანის ფერფლი ინახება 2007 წელს გაიხსნა.

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close