საკითხავისასარგებლო

ფაქტები მონობაზე

1. ძველ ეგვიპტეში პატრონის სიკვდილის შემდეგ მონებსაც კლავდნენ, რათა ისინი თან ხლებოდნენ მათ სიცოცხლის შემდეგაც.

2. პირველი ადამიანი, რომელმაც დაგმო მონობა ევრიპიდე იყო.

3. ჩვ.წ. 1000 წელს ყველაზე დიდი მონების ბაზარი ვიკინგებს ჰქონდათ დუბლინში.

4. ერთ-ერთი მიზეზი რომის იმპერიის დაღუპვისა სავარაუდოდ ისაა, რომ ისინი ძალიან აქტიურად იყენებდნენ მონებს. უსაქმობა ძალიან მოქმედებმა მათ ჯანმრთელობასა და ფიზიკურ მდგომარეობაზე და მათ აღარ ძალუძდათ იმ მცირედი შრომის კარგად შესრულებაც კი, რაც თვითონ უწევდათ…

5. პირველი წმინდანი, რომელმაც მონობა დაგმო წმ. პატრიკი იყო, რომელიც ახალგაზრდობაში ირლანდიაში მონა იყო.

6. ძველ ჩინეთში პატრონები მონებს მემკვიდრეებად ნიშნავდნენ, თუ მათ შვილი ან სხვა მემკვიდრე არ ყავდათ.

7. დასავლეთ ევროპაში მონობა VII საუკუნეში აიკრძალა, როდესაც ფრანკების მეფე კლოვის II-ს მიუყვანეს ბრიტანელი მონა გოგონა ბათილდა. მეფეს ის შეუყვარდა, დაქორწინდა მასზე და ეყოლათ სამი ვაჟი. მეფის სიკვდილის შემდეგ ბათილდამ მონობა აკრძალა. რომაულმა ეკლესიამ ის წმინდანად შერაცხა.

8. 7-დან 10 მილიონამდე მონა წაიყვანეს აფრიკიდან ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში.

9. რუსეთი სავარაუდოდ ვიკინგების მიერ იქ ჩაყვანილმა მონებმა დაარსა.

10. სიტყვა Slave (მონა) მოდის სიტყვისაგან Slav რომელიც აღმოსავლეთ ევროპაში მცოვრებ ხალხებს ერქვათ. გერმანულმა მონებმა ისინი დაიჭირეს და მონებად მიყიდეს რომაელებს

11. ძველ რომში მრავალი გათავისუფლებული მონა გამდიდრდა და მიაღწია მაღალ თანამდებობას სამმართველო ორგანოში.

12. XVIII საუკუნის შუა წლებში, კორეაში მოსახლეობის 1/3-1/2 მონა იყო.

13. 1853 წელს შტატ ილინიოსმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც ნებისმიერ შავკანიანს, რომელიც რჩებოდა შტატში 10 დღეზე მეტ ხანს, უნდა ეხადა ბეგარა 50$. თუ ეს ამას არ იზავდა მას მონად ყიდნენ ბეგარის გადახდამდე.

14. ამერიკის სამოქალაქო ომის დამთავრებისას ჩრდილოეთის გენერალს, გრანტს 4 მონა ყავდა. ომის დამთავრების შემდეგ მან არ გაათავისუფლა მონები სანამ ასეთი კანონი არ მიიღეს.

15. ლიბერია გათავისუფლებულმა მონებმა დააარსეს.

16. XVI საუკუნეში აბორიგენი ინდიელები დაატყვევეს ესპანელებმა. 1517 წელს, მისიონერმა ბართოლომეო დე ლას კასასმა, რომელსაც ეს ყელში ამოუვიდა, წამოაყენა წინადადება, რომ აფრიკიდან შემოეყვანათ მონები, მაგრამ მან ეს მაშინვე ინანა…

17. 1799 წელს, მისი გარდაცვალების დროს პოლიტიკურ ლიდერ პატრიკ ჰენრის, რომელიც ცნობილია გამოთქვით “მომეცი თავისუფლება, ან მომკალი”, ყავდა 65 მონა.

18. ტაილანდში ადამიანი ზრდილობას ავლენს თუ “მე”-ს მაგივრას სიტყვა “მონა”-ს იხმარს.

19. იმ ქვეყნებში, სადაც მონობა იყო, ღარიბ ხალხს უჭირდა სამსახურის შოვნა, რადგან მდიდარს მისი დაქირავება უფრო ძვირი უჯდებოდა, ვიდრე მონის ყიდვა.

20. XXI საუკუნის დასაწყისში 27 მილიონი მონა იყო მთელ მსოფლიოში. ეს პიკია, მიუხედავად მონობის ამდენი წინააღმდეგისა…

თეგები

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე

Close
Back to top button
Close
Close