არქივი

კენი ჯოენემენი – 9/11-ის მკვდარი მოწმე

eccb6fce0ca8

კენი ჯოენემენი მსოფლიო სავაჭრო ცენტრებში დამლაგებლად მუშაობდა მათი დანგრევის დროს 2011 წლის 11 სექტემბერს. ის იმყოფებოდა ჩრდილოელ ტყუპში და უცდიდა ლიფტს, როდესაც მოხდა პირველი შეჯახება. ის ისეთივე მდგომარეობაში იყოფებოდა, როგორც მეორე დამლაგებელი უილიამ როდრიგესი, რომელმაც ბოლოს დატოვა ჩრდილოეთის კოშკი.
11 სექტემბრის მოვლენების შემდეგ, კენი ჯოენემენმა და უილიამ როდრიგესმა დაწვრილებითი ინფორმაცია მიაწოდეს ჟურნალისტებს. მათი მონათხრობი ერთმანეთს ემთხვეოდა. მათი თქმით დაჯახებამდე რამდენიმე წამით ადრე გაისმა ძლიერი აფეთქების ხმა შენობის საძირკველში. ჯოენემენი ჯიუტად იმეორებდა, რომ ეს არ იყო დაჯახებასთან დაკავშირებული რაიმე აფეთქება, რაღაც თვითმფირავებისაგან სრულიად დამოუკიდებლად აფეთქდა მათ ქვეშ. როდრიგესმა ასევე დაადასტურა, რომ დაჯახებამდე ძლიერი რყევა იგრძნო.

2008 წლის 31 აგვისტოს კენეთ ჯოენემენმა თავი მოიკლა ცეცხლსასროლი იარაღით. მრავალ გაზეთში დაიწერა ამის შესახებ სტატია, და ყველა მათგანში ნათქვამი იყო, რომ მან თავი დეპრესიის გამო მოიკლა, რომელიც გამოწვეული იყო მისი საცხოვრებელი ადგილიდან გამოსახლებით. ჯოენემენი და როდრიგესი ბოლომდე ამტკიცებდნენ რომ გაიგეს და იგრძნეს აფეთქება საძირკველში. სიკვდილამდე, ჯოენემენი რეგულარულად უმეორებდა პუბლიკას ამის შესახებ. მისი სიკვდილი ყველასათვის მოულოდნელი იყო და ეჭვი გამოიწვია 9/11 ამბის ყველა მკვლევარში… მათ დღესაც ვერ აუხსნიათ ეს ამბავი…

ვიდეო მასალა მის შესახებ რომელშიც ის ყველაფერს აღწერს:

Kenny Johannemann: 9/11 WTC basement explosion witness from W911, also on Twitter on Vimeo.

მსგავსი ამბები

Back to top button