საკითხავისურათები

რომელი ქვეყანაა?!


პოსტში მოცემულია ფოტოები, თქვენ კი გევალებათ მიხვდეთ, რომელ სურათზე რომელი ქვეყანაა გამოსახული, ასევე ქვევით იპოვნით პასუხებს და მოკლე ინფორმაციასაც

1.

2.

3.

4.

5.

პ ა ს უ ხ ე ბ ი და მ ო კ ლ ე ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ა

1.საფრანგეთი

ახალი ხიდი — პარიზის უძველესი დღემდე შემონახული ხიდი მდინარე სენაზე; პარიზის ერთ-ერთი სიმბოლო. მისი სახელი, რომელიც მას ძველი გარდიგარდმო სახლებმიჯრილი ხიდებისგან განასხვავებდა, აგების პერიოდიდან შემორჩა.

შუასაუკუნეების პარიზის გულში მდებარე კუნძული ილ-დე-ლა-სიტეს დასავლეთის ბოლოში მდგარი ხიდი პარიზის ორივე სანაპიროს აკავშირებს. ხიდი სინამდვილეში ორი ფრთისგან შედგება. ერთ-ერთი ხუთთაღიანი ფრთა მარცხენა სანაპიროს აერთებს ილ-დე-ლა-სიტესთან, მეორე კი, შვიფთაღიანი ფრთა, მარცხენა სანაპიროსთან. პარიზის ძველი გრავიურირებული რუკები უჩვენებს, თუ სად იყო აგებული ხიდი. ამ რუკების მიხედვით ხიდი ილ-დე-ლა-სიტეს კიდეს ებჯინებოდა. მას შემდეგ ბუნებრივი ნასილი მდინარის შუა მდებარე კუნძულს აფართოებს. ამ ნაწილში შემდეგ “მწვანე გალანტის პარკი” გაშენდა, ჰენრი IV-ის საპატივცემლოდ.

2.იტალია

მონტეჩიტორიოს ობელიკი — ფსამეტიხუს II-ის ძველი ეგვიპტური წითელი გრანიტის ობელისკი ჰელიოპოლისიდან, ეგვიპტე. რომში ძვ. წ. 10 წელს ჩამოიტანა რომის იმპერატორმა ავგუსტუსმა გნომონის დანიშნულების შესასრულებლად. ამჟამად მონტეჩიტორიოს მოედანზე დგას. მისი ზომებია 21,79 მ სიმაღლე და 33,97 მეტრი კვარცხლბეკისა და გლობუსის ჩათვლით.

3.უკრაინა

პოტიომკინის საფეხურები უზარმაზარი კიბეა ოდესაში, უკრაინა. საფეხურები ქალაქის ყოფილი შესასვლელი იყო ზღვის მხრიდან და მის სიმბოლოდ ითვლებოდა. მისი თავდაპირველი სახელი იყო ბულვარის საფეხურები, უზარმაზარი კიბე ან რიშელიეს კიბე. ზედა საფეხური 12.5 მ-ია სიგანით, ხოლო ქვედა – 21.7 მ. კიბის სიმაღლე 27 მეტრია და 142 მეტრზე იშლება, თუმცა გაცილებით დიდის ილუზიას ჰქმნის.

კიბე იმდენად ზუსტად არის დაპროექტებული, რომ ყურებისას ოპტიკურ ილუზიას ჰქმნის. კიბებს ზემოდან დამყურე ადამიანი მხოლოდ პლატფორმებს ამჩნევს, ხოლო საფეხურები უხილავია, მაგრამ ქვემოდან მოყურე ადამიანი კი მხოლოდ საფეხურებს ხედავს, პლატფორმები კი უხილავია. კიბეს სახელი გაუთქვა სერგეი ეიზენშტეინის 1925 წლის მუნჯმა ფილმმა “ჯავშნოსანი პოტიომკინი”.

4.კანადა

რიდოს არხი — საწყლოსნო არხი კანადაში, რომელიც ერთმანეთთან აერთებს ქალაქ ოტავასა და კინგსტონს. გაიხსნა 1832 წელს, როგორც წინასწარი სამზადისის შემადგენელი ნაწილი აშშ-თან ომის შემთხვევაში და ის დღემდე გამოიყენება. მისი სტრუქტურის უდიდესი ნაწილი ხელუხლებელია და თავდაპირველ სახეს ინარჩუნებს. არხის სისტემა იყენებს მდინარეთა სექციებს, მათ შორისაა რიდო და კატარაკი, ასევე ზოგიერთ ტბას. იგი უწყვეტად ფუნქციონირებადი უძველესი არხის სისტემაა მთელს ჩრდილოეთ ამერიკაში. 2007 წლიდან შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

დღეისათვის არხი ფუნქციონირებს როგორც რეკრეაციული ატრაქცია. სისტემის ჩამკეტები იხსნება მაისის შუა რიცხვებში და იხურება ოქტომბრის შუა რიცხვებში.

5.საბერძნეთი

იოანე ღვთისმეტყველის მონასტერი — ბერძნული მართლმადიდებლური მონასტერი საბერძნეთის კუნძულ პატმოსზე. დაარსდა 1088 წელს. აშენებულია იმ ადგილას, სადაც გადმოცემის ადგილას იოანე მახარებელმა გამოცხადება მიიღო. 1999 წლიდან, მონასტერი შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

1088 წელს, ბიზანტიის იმპერატორმა ალექსი I კომნენოსმა კუნძულზე ჯარისკაცი-მღვდელი იოანე კრისტოდულოსი გაგზავნა, რომელმაც მონასტრის მშენებლობა დაიწყო და სამ წელში სამუშაოების უდიდესი ნაწილი დაასრულა. კომპლექსი არტემიდეს ტაძრის ნანგრევებზე აშენდა, გამოყენებული იქნა მისი ქვები. კრისტოდულოსმა განსაკუთრებით გაამაგრა მონასტრის გარეგანი ნაწილი, რადგან დიდი იყო თურქ-სელჩუკებისგან მომდინარე საფრთხე.

წყარო: ვიკიპედია

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close