TECH & მეცნიერებაგართობა

აბა გამოიცანი?!

2294625f5930

გაგრძელებაში იხილეთ რამდენიმე სახალისო გამოცანა, მოუყევით მეგობრებს და იხალისეთ ერთად…

1.რა არის ქვეყნად ისეთი, რაც ყველაფერს სჭირდება?

2.ყველაზე ცელქი და მოუსვენარი ბავშვი როდის არის ყველაზე მშვიდად?

3.რისი შეჩერება არ შეუძლია არავითარ ძალას?

4.დილით გრძელია, შუადღისას მოკლე, საღამოს ისევ გრძელდება. რა არის?

5.წარმოიდგინეთ, რომ მოგზაურობთ დედამიწის ეკვატორის გარშემო. აღმართი მეტი შეგხვდებათ, თუ დაღმართი?

6.მე-17 საუკუნეში რომელია ისეთი წელი, თავდაყირა რომ დავაყენოთ, მაინც არ შეიცვლება?

7.რა არის ისეთი კითხვა, რომელზეც ადამიანი ვერასდროს ვერ გიპასუხებს „დიახ“?

8.ცხოველს კატის თავი და კატის კუდი აქვს. მას იგივე საჭმელი უყვარს, რაც კატას, მაგრამ კატა არ არის. რა არის ეს ცხოველი?

9.ლენინი როდის იცავდა მეფეს?

10.როგორი ბუჩქის ქვეშ იმალება კურდღელი წვიმიან ამინდში?

11.რამდენი ორშაბათი შეიძლება იყოს ერთ თვეში?

12.როგორი ქვები არ არის მდინარე მტკვრის ფსკერზე?

13.კბილები აქვს, მაგრამ ჭამა მაინც არ შეუძლია. რა არის?

14.წვიმიან ამინდში ქალების უმრავლესობამ ზევით რომ აიხედოს, რას დაინახავს?

15.ზღვა უფრო მეტ ცხოველებს კვებავს, თუ დედამიწა?

16.რომელი სახლის სახურავი სველდება სულ პირველად წვიმის დროს?

17.როგორი საათი უჩვენებს ზუსტ დროს დღე-ღამეში მხოლოდ ორჯერ?

18.მე-20 საუკუნეში რომელია ისეთი წელი, თავდაყირა რომ დავაყენოთ, მაინც არ შეიცვლება?

19რა ეხმარება ადამიანს, რომ კედლის მეორე მხარეს აღმოჩნდეს?

20.შავი ფერის ქუდი რძით სავსე ბიდონში ჩაუვარდათ. რა მოუვა მას?

21.რისი ნახვა შეიძლება დახუჭული თვალებით?

22.რომელ თვეში ლაპარაკობენ ადამიანები ყველაზე ცოტას?

23.რომელ ჯარისკაცს ეხურა ყველაზე დიდი ქუდი მე-20 საუკუნეში?

24.რა უფრო მძიმეა, ერთი კილოგრამი რკინა, თუ ერთი კილოგრამი ბუმბული?

25.სად უნდა მოვძებნოთ ისეთი ქალაქი, სადაც ხალხი არ ცხოვრობს?

ვნახოთ რამდენი გამოიცანით…

პ ა ს უ ხ ე ბ ი :

1.სახელი
2.როცა ძინავს
3.დროის
4.ჩრდილი
5.თანაბარი რაოდენობით შეგვხვდება
6.1691
7.გძინავს?
8.კნუტი
9.როცა ჭადრაკს თამაშობდა
10.სველი
11.ოთხი ან ხუთი
12.მშრალი
13.ხერხი
14.ქოლგას
15.დედამიწა, რადგან იგი ზღვებსაც შეიცავს
16.რომელიც ყველაზე ბოლოს გადახურეს
17.გაჩერებული
18.1961
19.კარები
20.დასველდება
21.სიზმრის
22.თებერვალში
23.რომელსაც ყველაზე დიდი თავი ჰქონდა
24.ტოლი მასა აქვთ
25.რუკაზე

წყარო:icode.ge

გაგრძელება იქნება…

მსგავსი ამბები

Back to top button