არქივი

ფაქტები ძველი ჩინეთის შესახებ

d59424922eb8

1.ჩინელები თავიანთ ქვეყანას უძველესი ცივილიზაციისა და მაღალი კულტურის გამო “სამყაროს ყვავილს” უწოდებდნენ

 

 

7bad38c1a10b

2.სუის დინასტიის მმართველობისას ბუდიზმი ჩინეთის ოფიციალური რელიგია გახდა. გაკეთდა ბუდას 100 000 ქანდაკება, აიგო 4 000 ტაძარი, ზოგირთი მათგანი კლდეში იყო გამოკვეთილი. ბუდას ქანდაკებათა უმრავლესობას მოცინარი სახით აკეთებდნენ.

 

 

10eb5877b081

3.ჩინეთში VIII საუკუნის დასაწყისში გამოსცეს გაზეთი “დედაქალაქის მოამბე”. გაზეთს ხის დაფებიდან ბეჭდავდნენ და მასში ათავსებდნენ იმპერატორის ბრძანებულებებს და ცნობებს მნიშვნელოვანი ამბების შესახებ. “დედაქალაქის მოამბემ” XX საუკუნის დამდეგამდე იარსება. დაბეჭდილი გაზეთები ევროპაში XVIII საუკუნეში გაჩნდა.

 

 

f6167959f253

4.IX საუკუნეში ჩინეთში გამოიგონეს დენთი, რომელსაც თავდაპირველად რელიგიური ცერემონიების დროს ფეირვერკებისათვის იყენებდნენ. სამხედრო საქმეში მისი გამოყენება შედარებით მოგვიანებით, XI საუკუნეში დაიწყეს. ევროპაში დენთი ჩინეთიდან XIII საუკუნეში გავრცელდა. ამრიგად, დენთი ერთდროულად თვალწარმტაცი სანახაობისა და სიცოცხლის მოსპობის წყაროდ გადაიქცა.

 

 

015a74c7e2c4

5.X საუკუნის დასასრულიდან ჩინეთში გავრცელდა ქაღალდის ფული, ე.წ. ბიანციანი- “მოხერხებული ფული”, რომელსაც მსხვილი ბანკირები უშვებდნენ. X საუკუნის 70-იანი წლებიდან ქაღალდის ფულის გამოშვებას ცენტრალური ხელისუფლებაც მიმართავდა. ცნობები ჩინეთის ქაღალდის ფულის შესახებ ევროპაში ჩნდება XIII საუკუნეში იტალიელი მოგზაურის მარკო პოლოს საშუალებით. რაც შეეხება ევროპას, ქაღალდის ფული აქ პირველად XVII საუკუნის 60-იან წლებში გამოუშვეს შვედეთში.

 

 

638b10228388

6.სუნის დინასტიის დროს ჩინეთში მზადდებოდა ფერმკრთალი მწვანე თასები, რომელსაც სელადონები (მოარშიყეები) ეწოდებოდათ. მათი უმრავლესობა ექსპორტისთვის იყო განკუთვნილი. მოთხოვნილება ამ თასებზე დიდი იყო, რადგან, როგორც ამბობდნენ, სელადონები იბზარებოდა ან ფერს იცვლიდა, თუკი მასში საწამლავი მოხვდებოდა. ასე რომ სელადონები მეფეებისთვის ყველაზე უსაფრთხო ჭურჭელი იყო.

 

 

487be308e497

7.მიმართულების განმსაზღვრელ მუდმივ მაგნიტს ჩინეთში ჯერ კიდევ ორი ათასი წლის წინ იყენებდნენ, მაგრამ კომპასი, როგორც ხელსაწყო, იქ XI საუკუნეში ჩნდება. XII საუკუნეში კომპასი ევროპელ მეზღვაურთათვის არაბი ვაჭრების მეშვეობით გახდა ცნობილი. არაბ ვაჭრებს ჩინეთის სამხრეთ ნავსადგურებში თავიანთი მუდმივი სავაჭრო დაბები ჰქონდათ და იქ წარმოებულ საქონელზე ხელი ადვილად მიუწვდებოდათ. ევროპელებმა ჩინეთში უშვალოდ XVI საუკუნეში შეაღწიეს.

 

 

56f13ec7cb12

8.ჩინეთში იმდენად იყო დაცული ტრადიციები და თვითმყოფადობა, რომ XVIII საუკუნის გერმანელი ფილოსოფოსი და მწერალი იოჰან გოტფრიდ ფონ ჰერდერი ჩინეთის იმპერიას იოროგლოფებით მოხატულ, აბრეშუმში გახვეულ, ბალზამირებულ მუმიას ადარებდა.

 

 

c2177a9eac62

9.მინის იმპერიის (სახელმწიფო XIII-XV საუკუნეებში ჩინეთის ტერიტორიაზე) მმართველლზე ხუბილაეზე ჩინეთში არსებობს გადმოცემა, რომლის თანახმად დიდ ყაენს უბრძანებია თავისი სასახლის ერთ-ერთ ეზოში დაეთესათ მინდვრის მცენარეები. შემდეგ ამ მომცრო მდელოზე თავისი შვილებისთვის მოუხმია და უთქვამს: “გახსოვდეთ თქვენი წინაპრები, გაუფრთხილდით ამ მდელოს, ეს თავმდაბლობის ბალახიაო”.

 

 

b3f6f3f93b6b

10.მინის პერიოდი ცნობილია თეთრ-ცისფერი ფაიფურით, რომლის სისქე არ აღემატებოდა კვერცხის ნაჭუჭის სისქეს. ამავე პერიოდში ამზადებდნენ დახვეწილ მომინანქრებულ ნივთებს, ნატიფ ხალიჩებსა და ფაქიზ ნაქარგებს.

 

 

dc750ebca63d

11.1405-1431 წლებში ჩინელების მიერ მოწყობილ შვიდივე საზღვაო ექსპედიციას მეთაურობდა ადმირალი ჟენ ხე. მან ამ მოგზაურობათა შემდეგ ჩინეთში ჩაიყვანა უამრავი უცხო რამ, მათ შორის პირველი ჟირაბიც. იმპერატორის ბრძანებით მხატვრებმა სურათზე აღბეჭდეს ადმირალი ჟენ ხე ჟირაფთან ერთად.

 

 

936c9e49f35c

12.შუა საუკუნეებში ჩინეთსა და იაპონიაში ვაჭრობა კარგად იყო განვითარებული, მაგრამ თავად ვაჭრები დიდ პატივში არ იყვნენ. ნებისმიერი რიგითი ღარიბი მეომარი უფრო პატივსაცემ პიროვნებად ითვლებოდა, ვიდრე ვაჭარი (ევროპელებისგან განსხვავებით).

 

 

მსგავსი ამბები

Back to top button