გასართობისაკითხავისასარგებლო

ფაქტები შუა საუკუნეების ინგლისის შესახებ

ფაქტების სერიის გაგრძელება

1. 14 საუკუნეში, მექანიკური საათის გამოგონებამდე ყველაზე სრულყოფილი მოწყობილობა იყო ორღანი ვინჩესტერის ტაძარში, ინგლისში. იმისათვის, რათა მას 26 ხმა გამოეცა, 70
ადამიანი იყო საჭირო.

2. დაახლოებით 1000 წელს ბრიტანეთში ერთ გალაშქრებაზე ვიკინგები 100 კაცით დატვირთულ 80 გემს უშვებდნენ.

3. პირველი ლონდონის ხიდი ჩაანგრიეს 1014 წელს, როდესაც მას დანიელები აკონტროლებდნენ. მათი მტრები, საქსები აუყვნენ ზემოთ მდინარე ტემზას, მოაბეს ბოძებს თოკები და ჩააგრიეს.

4. უილიამ დამყრობელი არ აღიარებდა რომ ის უცხოელი დამპყრობელი იყო. ის იძახდა, რომ იყო სამეფო ოჯახს ახლო ნათესავი, და მეფე ედვარდ განმანათლებელი დაპირდა მას გვირგვინს.

5. ამბობენ, რომ უილიამ დამპყრობელს შეეძლო სრულიად აღჭურვილი შემხტარიყო უნაგირზე. (ეს ვერ გავიგე)

6. 14.10.1066 წელს მომხდარი ჰასტინგსის ბრძოლა მოხდა სენლაკის მთასთან, ჰასტინგსიდან დაახლოებით 100 კილომეტრის დაშორებით.

7. 1066 წლის შობას, უილიამ დამპყრობელის კორონაციაზე ვესტმინტერის სააბატოში, მან იქ მყოფ საქსებს კითხა, თუ აღიარებდნენ ისინი უილიამს მბრძანებლად. თანხმობის შეძახილებმა მიიპყრო გარეთ მყოფი მცველების ყურადღება და მათ ეს ყვირილი აჯანყების ნიშნად მიიღეს და სააბატოში შევარდნენ. მათ დახოცეს იქ მყოფი საქსები და ბრძოლამ ქუჩაში გადმოინაცვლა. დღის ბოლოს ლონდონის ქუჩაბი გვამებითა და მომაკვდავებით იყო სავსე.

8. რიჩარდ ლომგულმა დედოფალ ბერენგარიაზე ჯვარი 1191 წელს კვიპროსში, ჯვაროსნული ომების დროს დაიწერა. დედოფალმა მმართველობის უმეტესი ნაწილი იტალიასა და საფრანგეთში გაატარა.

9. რიჩართ ლომგულმა თავისი ათწლიანი მმართველობის მხოლოდ 6 თვე გაატარა ინგლისში. ძირითადათ ის საფრანგეთსა და მესამე ჯვაროსნულ ლაშქრობაში იმყოფებოდა.

10. 1063 წელს თემზა ყველაზე დიდხანს გაიყინა. ის გაყინული იყო 14 თვე.

11. 1086 წელს დუმსდეის წიგნში (მოსახლეობის აღწერა იყო დაახლოებით) შესული ხალხის 10% მონა იყო.

12. 11 საუკუნეში ინგლისში დათვი, რომელიც მანამდე საკმაოდ ხშირი იყო, ამოწყვიტეს. შუა საუკუნეებში ისინი ჩაიყვანეს ბრიტანეთში რადგან პოპულარული იყო დათვზე ნადირობა.

13. 1191 წელს დინ ჰერბერტმა გადაწყვიტა ფერმაში გამოეყენებინა ქარის ენერგია. შედაგად მიიღო პირველი ინგლისური ქარის წისქვილი, რომელსაც წარმატებით იყენებდა სანამ ადგილობრივმა აბატმა არ გაუნადგურა ის.

14. როდესაც 1199 წელს იოანე გამეფდა მან მოაწყო უდიდესი საშობაო წვეულება. 760 ლიტრი ღვინო, 400 ხარი, 1000 მამალი, 1000 გველთევზა და 200 სალამურა შთანთქეს მისმა სტუმრებმა.

15. მეfე იოანემ 1215 წელს არ მოაწერა ხელი Magna Carta-ს. მას არ შეეძლო მისი სახელის დაწერა და ის ბეჭდის დასმით დაამოწმა.

16. მეფე იოანე გარდაიცვალა ზედმეტი ჭამით 1216 წელს.

17. ედვარდ I-ის დროს მიიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც ნახშირის დაწვა დანაშაული იყო და დამნაშავე სიკვდილით ისჯებოდა.

18. ოქსფორდის უნივერსიტეტში ერთ დროს იკრძალებოდა გაკვეთილებზე მშვილდ-ისრის მიტანა.

19. შუა საუკუნეების ინგლისში (და ევროპაში) ლუდი საუზმის ნაწილი იყო.

20. ევროპასა და ბრიტანეთში ჩვეულებრივი ამბავი იყო ადამიანის მოკვლისათვის ცხოველის დასჯა. მაგალითად, საფრანგეთის უმაღლესმა სასამართლომ ძროხა ჩამოახრჩო, ხოლო შემდეგ შეწვა.

21. შუა საუკუნეებში 1 ეკლესიაზე 200 ადამიანი მოდიოდა.

წინა ნაწილები:

პირველი ნაწილი
მეორე ნაწილი

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close