პირველი ქალაქები
მიწათმოქმედთა პატარა სოფლები თანდათან დიდ, ხალხმრავალ ქალაქებად გადაიქცა. პირველი ქალაქები ახლო აღმოსავლეთში, შუამდინარეთში გაჩნდა. იმდროინდელ ცივილიზაციას შუმერულს უწოდებდნენ.
ქალაქში ცხოვრება
მტრებისაგან ქალაქს დიდი კედელი იცავდა. ქალაქში იდგა სახლები, სკოლები, სახელოსნოები და ტაძარი, სადაც მფარველი ღმერთისათვის შესაწირი მიჰქონდათ.ტაძრებს ზიქურათები ქვიათ. ისინი თავზე დატკეპნილი პირამიდას ჰგვანან.
პირველი ბორბლები
დაახლოებით 5500 წლის წინ შუმერებმა მეთუნეებმა ქოთნების გამოსაჩარხად ბორბალი გამოიყენეს. ეს იყო პირველი ბორბალი მსოფლიოში.მოგვიანებით შუმერებმა ბორბლები ფორნებსა და საომარ ეტლებსაც დაუყენეს.ბორბალს ერთმანეთზე დამაგრებული ხის სამი ფირფიტისაგან ამზადებენ.
ფირფიტა და ბეჭედი
ადამიანების უმრავლესობამ წერა-კითხვა არ იცოდა და ამიტომ მწერალს ქირაობდა. მწერალი თიხის სველ ფირფიტაზე წერდა. შემდეგ ეს ფირფიტები ღუმელში უნდა გამომწვარიყო. ხელისმოსაწერად ქვის ბეჭედს იყენებდნენ, რომლებზეც სხვადასხვა ფიგურა იყო ამოტვიფრული. ბეჭედს რბილ თიხაზე გადააგორებდნენ და თიხაზე ნახატი აღიბეჭდებოდა.