არქივი

ეროვნული პარკები

bce59897dc01

ამ პოსტში შემოქთავაზებთ მთელი მსოფლიოს ულამაზესი ეროვნულ პარკების მცირე დახასიათებას და სურათებს.

ამერიკა:

 

 დიდი კანიონის ეროვნული პარკი

დიდი კანიონის ეროვნული პარკი ამერიკის შეერთებულ შტატებში შექმნილი ერთ-ერთი უძველესი ეროვნული პარკია. მდებარეობს არიზონის შტატში. პარკის ტერიტორია მოიცავს დიდი კანიონს და მდინარე კოლორადოს, ის ბუნების საოცრებადაა აღიარებული. დიდი კანიონის ეროვნული პარკის ფართობი შეადგენს 4 927 კმ²-ს.
დიდი კანიონის სამხრეთი ნაწილი, ტურისტებში განსაკუთრებით პოპულარობით სარგებლობს. აქ არის მრავალი ღირსშესანიშნავი ადგილი და თან ეს ტერიტორია გზიდან 48 კილომეტრში მდებარეობს. რაც შეეხება პარკის ჩრდილოეთ ნაწილს, მას ყველაზე ნაკლებად სტუმრობენ. დაცული ტერიტორიის დანარჩენ ნაწილში მისვლა საკმაოდ რთულია, თუმცა ბევრი ტურისტი ბილიკების მეშვეობით მაინც ახერხებს ამ ადგილების მონახულებას.
1908 წლის 11 იანვარს, პრეზიდენტ ბენჯამინ ჰარისონის გადაწყვეტილებით ამ ადგილს მიენიჭა ეროვნული მონუმენტის სტატუსი, 1919 წელს კი დიდი კანიონს შეეცვალა სტატუსი და ის უკვე ეროვნულ პარკად იწოდებოდა. 1975 წელს დიდი კანიონის ეროვნული პარკის ტერიტორია ორჯერ გაფართოვდა. 1979 წელს იუნესკომ ეს ტერიტორია მსოფლიო მემკვიდრეობად აღიარა.
მრავალფეროვანია პარკის ფლორა და ფაუნა. აქ დაახლოებით ცხოვრობს: 355 სახეობის ფრინველი, 89 სახეობის ძუძუმწოვარი, 47 რეპტილია, 9 სახეობის ამფიბია, 17 სახეობის თევზი. პარკის ფლორიდან აღსანიშნავია: 167 სახეობის სოკო, 64 სახეობის ხავსი და 195 სახეობის ლინქენი.

9cfaa6de035e

16f9e4b6ec11

1355a240ea93

 

დიდი კვამლიანი მთების ეროვნული პარკი

დიდი კვამლიანი მთების ეროვნული პარკი მდებარეობს ამერიკის შეერთებული შტატების აღმოსავლეთ ნაწილში, ჩრდილოეთ კაროლინისა და ტენესის საზღვარზე. პარკი შეიქმნა 1934 წლის 15 ივნისს, აპალაჩის მთების ცენტრალურ ნაწილში. 1983 წელს დიდი კვამლიანი მთები იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობად აღიარა.
პარკს უკავია დაახლოებით 2 110,4 კმ² ტერიტორია. ეროვნული პარკი მდებარეობს ზღვის დონიდან 277 – 2 025 მეტრ სიმაღლეზე, აქ არის თექვსმეტი მწვერვალი რომლის სიმაღლე 1 500 მეტრს აღემატება. აქ არსებული უმაღლესი მწვერვალი მესამეა ამერიკის შეერთებული შტატების აღმოსავლეთ ნაწილში. დიდი კვამლიანი მთები მდიდარია ფლორით და ფაუნით, გავრცელებულია ხუთი სხვადასხვა ჯიშის ტყე. დაცულ ტერიტორიაში ხარობს 3 500 სხვადასხვა სახეობის მცენარე. პარკში ბინადრობს მრავალი იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი ცხოველი.

13479a4cba24

da1130581326

9ec8046ccd49

 

კაა-ლიას ეროვნული პარკი

კაა-ლიას ეროვნული პარკი და ბუნებრივი არეალი ბოლივიის და ზოგადად მთელი სამხრეთ ამერიკის ერთ-ერთი უდიდესი ეროვნული პარკია. წარმოადგენს გრან-ჩაკოს რეგიონში მდებარე დაცულ ტერიტორიას, რომელიც ფართობით ბელგიას აღემატება (34,411 კმ²).
მდებარეობს სანტა-კრუსის დეპარტამენტში, ზღვის დონიდან 100 – 839 მეტრზე. ესაზღვრება პარაგვაის. ნალექების საშუალო წლიური მაჩვენებელი შეადგენს 400 – 1.400 მმ-ს.
პარკი გამოირჩევა მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ტროპიკული ტყის მასივებით. აქ გავრცელებულია არაერთი უიშვიათესი, შესაძლოა ბოლო წარმომადგენელი ძუძუმწოვარი.

5aae3d80fb2e

53c7c4f037a7

fe21d42d61cb

ევროპა:

 

ბოლოვეჟის ეროვნული პარკი

ბელოვეჟის ტევრი უდიდესი რელიქტიური ბარის ტყეა, რომელიც მეცნიერების მტკიცებებით ევროპის ტერიტორიაზე იზრდება ისტორიამდელი პერიოდიდან. იგი დროთა განმავლობაში განადგურდა და პირვანდელი სახით მხოლოდ ბელოვეჟის ეროვნულ პარკში, პოლონეთისა და ბელარუსის ტერიტორიაზე შემორჩა.
1979 წლიდან ეროვნული პარკი ბელოვეჟის ტევრი შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში. 1992 წელს მოხდა მისი გაფართოება იუნესკოს გადაწყვეტილებით. 1993 წელს მიენიჭა ბიოსფერული ნაკრძალის სტატუსი, ხოლო 1997 წელს დაჯილდოვდა ევროპის საბჭოს დიპლომით.

e3bfa57a9270

130216ee35bb

766c871b5bc8

 

ხორტობადის ეროვნული პარკი

ხორტობადი საერთო სახელოწდება აღმოსავლეთ უნგრეთის ჰაიდუ-ბიჰარის მხარის სოფლისა და 800 კმ² ფართობის ეროვნული პარკისა. პარკი ალფიოლდის დიდი ვაკის შემადგენელი ნაწილია და ეროვნულ პარკად 1973 წელს გამოცხადდა (პირველი უნგრეთში), 1999 წელს კი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შევიდა. ხორტობადი უნგრეთის უდიდესი დაცული ტერიტორია და ევროპის უდიდესი ბუნებრივი საძოვარია.
ხორტობადი სტეპური, ბალახიანი ვაკეა სადაც უამრავი მსხვილფეხა რქოსანი საქონელი, ცხვარი, ხარი და ცხენია, რომელებსაც მწყემსები მეთვალყურეობენ. ტერიტორიაზე ბინადრობს მრავალი პოპულაცია, მათ შორის 342 სახეობის ფრინველი. ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი ძეგლია ცხრათაღიანი ხიდი. ლანდშაფტში გამოირჩევა T-ს ფორმის ჭები; ხშირია მირაჟები.
ბოლო დრომდე მიჩნეული იყო, რომ ეს ტუტოვანი სტეპი შუა საუკუნეებში უზარმაზარი ტყეების მასივების გაჩეხვის შედეგად წარმოიშვა. მიუხედავად ამისა, ხორტობადი ბევრად ძველია. ტუტოვანი პროცესები აქ ათი ათასი წლის წინ დაიწყო, როცა მდინარე ტისამ თავის კალაპოტი უნგრეთის დიდ ვაკეზე იპოვა. ფორმაცია დასრულდა მსხვილი ცხოველების გამოჩენით, მათ შორის იყვნენ მასტოდონტები და გარეული ცხენები გამყინვარების პერიოდში, რომლებსაც სხვა შინაური ცხოველები მოჰყვნენ.
ხორტობადთან ასევე დაკავშირებულია ნეგატიური ნიუანსები. ეს იყო ადგილი, სადაც უნგრელი სტალინისტები თავიანთ პოლიტიკურ ოპონენტებს იძულებით სამუშაოზე გზავნიდნენ, განსაკუთრებით კომინფორმის რეზოლუციის შემდეგ. უმრავლეს შემთხვევებში, ის იმავე მიზნებს ემსახურებოდა რასაც გოლი-ოტოკის ციხე ტიტოს რეჟიმის იუგოსლავიაში და ბარაგანის ვაკე რუმინეთში

e5c2a233c4a3

c0a9796f23b1

291226dd8c0e

 

ვაშლოვანის ეროვნული პარკი

ვაშლოვანის ეროვნული პარკი მდებარეობს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, დაარსდა 2003 წელს, მისი ფართობი 25114 ჰექტარია. ჰავა მშრალი და ზომიერია. ვაშლოვანის ეროვნული პარკი ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიასთან ერთად მოიცავს ნაკლებად სახეცვლილ ბუნებრივ ეკოსისტემებს. დააცულია ავშიან – ჩარანიანი ველები, საკმლისხიან – ღვიიანი კორომები, ალაზნის ჭალები და მთისწინების რცხილნარ – მუხნარები.
პარკის ტერიტორიაზე ბინადრობს დათვი, ფოცხვერი, წავი, გარეული ღორი, აფთარი, მგელი, შევარდენი, კოლხური ხოხობი, ბულბული.
გადაადგილება შესაძლებელია ფეხით, ცხენით, ნიჩბიანი ნავით და მანქანით სპეციალურად განსაზღვრულ მარშრუტებზე.

900654605f08

1abece18df31

c3c72b53bed2

აფრიკა:

 

 

ტაის ეროვნული პარკი

ტაის ეროვნული პარკი მდებარეობს კოტ-დ’ივუარში, იგი მოიცავს დასავლეთ აფრიკის ერთ-ერთ უკანასკნელ პირველყოფილ ნოტიო ტროპიკულ ტყეებს. მისი ფლორისა და ფაუნის განსაკუთრებული სიუხვის გამო, 1982 წლიდან პარკი შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. აქ გავრცელებული ძუძუმწოვრებიდან ხუთი სახეობა წითელ წიგნშია შეტანილი. ესენია – ჯუჯა ბეჰემოტი, მაიმუნი Olive colobus, ლეოპარდი, შიმპანზე და ჯენტიკის ანტილოპა (Cephalophus jentinki).
პარკი მდებარეობს სპილოს ძვლის სანაპიროდან დაახლოებით 100 კმ-ის მოშორებით, ლიბერიის საზღვართან, მდინარე კაბალისა და სასანდრას შორის. იგი მოიცავს 3 300 კმ² ტერიტორიას და 200 კმ² ბუფერულ ზონას, სიმაღლე ზღვის დონიდან 396 მეტრია.
ტაის ტყის ნაკრძალი 1926 წელს შეიქმნა, ხოლო 1972 წელს ეროვნული პარკის სტატუსი მიიღო.

c0d5f9f14ea5

e47b57b57c3b

f49be532f5f2

სალონგის ეროვნული პარკი

სალონგის ეროვნული პარკი მდებარეობს კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, მდინარე კონგოს აუზში. წარმოადგენს აფრიკის ნოტიო ტროპიკული ტყეების უდიდეს რეზერვს, რომელიც მოიცავს 36 000 კმ² ტერიტორიას. პარკში გავრცელებულ ცხოველთა შორის არიან: ჯუჯა შიმპანზეები, სალონგის მაიმუნები (Cercopithecus dryas), ზაირის ფარშავანგები, ტყის სპილოები, აფრიკული პატარა დინგიანი ნიანგები და ა. შ. 1984 წლიდან პარკი შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მიმდინარე სამოქალაქო ომის გამო, იუნესკომ ის 1999 წელს საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლთა სიაში გადაიტანა

16ac42686f63

af611578e176

0924926fb8b7

აზია:

 

ლორენცის ეროვნული პარკი

ლორენცის ეროვნული პარკი მდებარეობს ინდონეზიაში, კუნძულ ახალ გვინეაზე. მისი ფართობი 25,056 კმ²-ია და წარმოადგენს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის უდიდეს ეროვნულ პარკს. 1999 წელს ის იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიყვანა.
ახალი გვინეის განსაკუთრებული ბიომრავალფეროვნების წყალობით, ლორენცი მსოფლიოში ეკოლოგიურად ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი ეროვნული პარკია. ის მთელს აზია-ოკეანეთის რეგიონში ერთადერთი ბუნებრივი ნაკრძალია, რომელიც სიმაღლის ყველა დონეზე ეკოსისტემებს მოიცავს, დაწყებული ზღვის ტერიტორიებით, მიქცევა-მოქცევით, მანგროს ტყეებით, მტკნარი წყლის ჭაობის ტყეებით, დამთავრებული დაბლობის და მაღლობის ტროპიკული ტყეებით, ალპური ტუნდრითა და ეკვატორული მყინვარებით. უმაღლესი ადგილია მთა პუნკაკ-ჯაია (4 884 მ).
პარკი მოიცავს ბევრ შეუსწავლელ და ისეთ ტერიტორიას, რომელიც რუკაზეც კი არაა დატანილი. შესაბამისად, უდავოდ ბევრია ფლორისა და ფაუნის ისეთი სახეობა, რომელიც დასავლელი მეცნიერებისათვის დღემდე უცნობია.
აღმოჩენილ სახეობებს შორის, 630 ფრინველია (ახალი გვინეის სახეობების 70%) და 123 ძუძუმწოვარი.
პარკს სახელი ეწოდა ჰოლანდიელი მკვლევრის – ჰენდრიკუს ალბერტუს ლორენცის საპატივსაცემოდ, რომელიც ამ ტერიტორიას 1909-1910 წლეში იკვლევდა

82d5fcc32c13

43b683d0b86e

 

კაზირანგის ეროვნული პარკი

კაზირანგის ეროვნული პარკი მდებარეობს ასამის შტატში, ინდოეთში. იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტი 1985 წლიდან.
პარკი დაარსებულია 1905 წელს, მის დაარსებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ბარონესა მერი კერზონმა, ინდოეთის ვიცე-მეფის ჯორჯ კერზონის ცოლმა.
პარკის ფართობი შეადგენს 42,996 ჰექტარს. პარკში არის ულამაზესი ტროპიკული ტყეები. მსოფლიო ცნობადობა პარკს მოუტანა იმან, რომ აქ არის ყველაზე დიდი მუდმივი დასახლება ერთრქიანი მარტორქების, პარკის ტერიტორიაზე ასევე ბინადრობს ვეფხვი, სპილო, ტუჩა დათვი, ბენგალური კატა, გაური და მრავალი სხვა ველური ცხოველები. მთლიანად პარკში არის 30 სახეობაზე მეტი ძუძუმწოვარი, რომელთაგან 15 შეტანილია წითელი წიგნში.

30103df78405

e7fb9b69c8f9

1248a376f67c

 

გორემეს ეროვნული პარკი 

გორემეს ეროვნული პარკი მუზეუმი ღია ცის ქვეშ თურქეთში, ეროვნული პარკი მდებარეობს ქალაქებს ნევშეჰირს, ურგუფსა და ავანოსს შორის. დაარსდა IV საუკუნეში, მოიცავს 300 კმ2 ტერიტორიას. პარკის ტერიტორიაზე მდებარეობს ბასილის მონასტერი, ვაშლისებრი მონასტერი, წმ. ბარბარეს მონასტერი, გველების მონასტერი დაბნელი მონასტერისანდლებიანი მონასტერი.
1985 წელს ეს ბუნების საოცრება შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.

8016f6faeee0

7c2575d46100

37e889a15734

ავსტრალია:

 

ულურუ-კატა-ტიუტას ეროვნული პარკი

ულურუ-კატა-ტიუტას ეროვნული პარკი ავსტრალიის ჩრდილოეთ ტერიტორიაში, რომელიც შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში. იგი მდებაორებს დარვინისგან სამხრეთით, 1431 კმ-ის დაშორებით. პარკი მოიცავს 1398 კვ. კმ-ს.
ამ პარკში მდებარეობს ულამაზესი მთა ულურუ. მისი სიგრძე 3 კილომეტრია, სიმაღლე 348 მეტრი, ხოლო მიწისქვეშ 2100 მეტრია. მთის ასაკი 600 მილიონი წელია. ევროპელთათვის მისი არსებობა ცნობილი გახდა 1870-იან წლებში. ულურუ აბორიგენი მოსახლეობისათვის წმინდა ადგილია, სადაც ხშირად რელიგიურ რიტუალებს ატარებენ. სახელწოდება „ულურუ“ სწორედ ადგილობრივთა ენიდან მომდინარეობს. მთას მეორენაირად აირეს როკს (Ayres Rock) ეძახიან, XIX საუკუნის ავსტრალიის ერთ-ერთი პრემიერ-მინისტრის, ჰენრი აირესის პატივსაცემად. 1993 წლიდან, ავსტრალიის მთავრობამ ოფიციალურად დააკანონა მისი ორსახელიანობა აირეს როკ – ულურუ, რომელიც 2002 წელს შეცვალა ულურუ – აირეს როკ-მა.
დღეისათვის, ულურუ ავსტრალიის ერთ-ერთ უდავო სიმბოლოს წარმოადგენს. ეს მთა შორიდანვე უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე. უცბად, თქვენს თვალწინ, შუაგულ უდაბნოში, წამოიმართება ძალზედ უცნაური, ასე ვთქვათ “გაბრტყელებული”, ულამაზესი მთა. საოცარია, რომ დღის სხვადასხვა მონაკვეთსა თუ ამინდის ცვალებადობისას, მთა ფერს იცვლის. საღამოხანს, ის ოქროსფერია, მზის ჩასვლისას – ჯერ წითლდება, შემდეგ კი იასამნისფერში გადადის. მოღრუბლულ ამინდში ნაცრისფერია.
პირველი ტურისტები ულურუს სანახავად 1936 წელს ჩავიდნენ. 1940-იანი წლებიდან, მიმდებარე ტერიტორიაზე იწყება ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება. უკვე 1948 წელს ჩნდება პირველი გზა მთის გარშემო და ტურისტული ავტობუსები. ტურისტებს ასევე იზიდავს ადგილობრივი ფლორა და ფაუნა, რომელთაგან 54 სახეობა ენდემურია. აქ შეხვდებით კენგურუს, თაგვებს, ღამურას, მელას, გარეულ კატას, ძაღლს, კურდრელს და ა. შ. ტურისტებისათვის შესაძლებელია როგორც ავტომობილით მთის ირგვლივ გარსშემოვლა, ასევე მისი ვერტმფრენიდან დათვალიერება.

aed62f18da70

d96a0c3d8cab

1961be61e4f8

 

ნარაკურტის მღვიმის ეროვნული პარკი

ნარაკურტის მღვიმის ეროვნული პარკი მდებარეობს კონტინენტის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე. ქალაქ ნარაკურტის მახლობლად, სამხრეთი ავსტრალიის შტატის ტურისტულ რეგიონში. ეროვნული პარკი 1994 წელს, რივერსლეისთან ერთად შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში, აქ აღმოჩენილი გაქვავებული ნივთების რეკორდული მაჩვენებლების გამო. პარკის ფართობია 3.05 კმ², სადაც მდებარეობს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეტანილი 26 მღვიმე.

116f6aee08d3

233849d99332

 

ლამინგტონის ეროვნული პარკი
 

ლამინგტონი არის ეროვნული პარკი ავსტრალიის შტატ კუინზლენდში, ლამინგტონის პლატოზე, იგი არის ნაწილი გონდვანას ტენიანი ტყეებისა, რომელიც წარმოადგენს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლს. ბრისბენის ჩრდილოეთით, 120 კმ-ს დაშორებით. პარკი დაარსდა 1915 წლის ივნისში. ეროვნული პარკის ფართობი 206 კმ²-ია. პარკის უდიდესი ნაწილი ზღვის დონიდან 900 მეტრზე მდებარეობს. პარკს სახელი ეწოდა კუინზლენდის გუბერნატორის (1896-1902 წწ.), ლორდ ლამინგტონის პატივსაცემად.

91a136ebff45

73595ada74fa

a789447ae3bb

წყარო: wikipedia

მსგავსი ამბები

Back to top button