უაზრო საქციელები 2
იმისი გამო რომ წინა პოსტმა მოწონება დაიმსახურა, გადავწყვიტე მეორეც დამედო. აბა გამოთქვით ჩვენთვის უცნობი საქციელი რა გაცუხებთ:)
როცა ,,ჩიტის რძეს” ჭამ, ჯერ შოკოლადი შემოაჭამო შემდეგ კი ზეფირი მიირთვა(არადა ცალ ცალკეც იყიდება ორივე)
ფაილის გადმოწერისას 150ჯერ ნახო დარჩენილი დრო download-ის დასრულებამდე, 150ჯერვე დაგავიწყდეს რამდენი დარჩა და თან იბუზღუნო ,,დროზე დაამთავრე შენი…”
გადმოხვიდე მანქანიდან მინიმუმ სამჯერ დაკეტო პულტით, მოშორდე 50 მეტრით და კიდევ ორჯერ დაკეტო.რადგან არ გახსოვს დაკეტე თუ არა
გაამეორებინო შეკითხვა როცა კარგად გაიგე რა გკითხეს და ამის შემდეგ გაცე პასუხი
დაურეკო მეგობარს ღამის 3 საათზე და პირველი შეკითხვა დაუსვა ,,ხომ არ გაგაღვიძე”?
დააფერფლო სიგარეტი მაშინაც კი როდესაც ფერფლი ჯერ კიდევ არ აქვს
იარო ქვაფენილზე ისე რომ გადაბმის ზოლებზე ფეხი არ დაგებიჯოს
არასდროს არ გამორთო დამტენი როზეტკიდან
ჩაიდო გასაღები ჯიბეში რომ არ დაგავიწყდეს, შემდეგ კი დიდი ხანი ეძებო
დააყენო 5 მაღვიძარა, მაგრამ მაინც 15 წუთით ადრე ადგე სახლიდან გასვლამდე
სახლიდან გასვლისას შეიკვეხო ყურსასმენები, პლეერი ჯებეში ჩაიდო, და კარგა ხნის შემდეგ მიხვდე რომ პლეერი არც ჩაგირთავს