მეგან ფოქსი: სტარსკრიმი ყველაზე სექსუალური ტრანსფორმერია. “ჩემი აზრით, მე სიმბას ვგევარ, მეფე ლომიდან; სიმბაც ხომ ძალიან სექსუალურია, არ ვიცი რატომ, მაგრამ ამას ინტუიციით ვგრძნობ“. – განაცხადა მეგანმა
მეგან დენიზ ფოქსი ( Megan Denise Fox ტენესი, აშშ) — ამერიკელი მსახიობი და მოდელია; მეგანს აქვს ირლანდიური, იტალიური და ფრანგული ფესვები. (ეტყობა კიდეც ). მან სახელი გაითქვა ფილმ ტრანსფორმერების შემდეგ , სადაც ასრულებდა მიკაილას როლს. მეგანი 7 წლიდან დადიოდა ცეკვებზე და სამსახიობო წრეზე, 13-14 წლის ასაკში მოდელობას მიჰყო ხელი და რამდენიმე კონკურსზე გამარჯვებაც მოიპოვა; მისი დებიუტი შედგა ახალგაზრდულ ფილმში Holiday in the Sun ” , შემდეგ იყო კვლავ ახალგაზრდული ფილმი ”Confessions of a Teenage Drama Queen ” ლინდსი ლოჰანთან ერთად.
“მეგან ფოქსი- ეს ახალი თაობის ანჯელინა ჯოლია ორი განსხვავებით: მას არც ოსკარი აქვს და არც ბუნებრივი ტუჩები. თუმცა ოსკარის ყიდვა არ შეიძლება, აი ტუჩების გალამაზება კი სავსებით შესაძლებელია და ეს შანსი მეგანმაც გამოიყენა; რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, მეგანის ტუჩები ბევრს მოსწონს, ასე რომ bravissimo მის პლასტიკურ ქირურგს !!!”
სექს სიმბოლო -მეგან ფოქსი ანჯელინა ჯოლის შეყვარებულობაზე ოცნებობდა, მაგრამ…
ჰოლივუდის სექს-სიმბოლო მეგან ფოქსი გამოტყდა, რომ მისი კუმირი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მსახიობი – ანჯელინა ჯოლია. მეგანმა თქვა, რომ ენჯისთან დაახლოვებაზე ოცნებობდა, მაგრამ ეხლა კი …
ამასწინათ მეგანი ისევ დაშორდა მის ბოიფრენდს ბრაიან ოსტინ გრინს. მის ამასწინდელ ინტერვიუში «ტრანსფორმერების» ვარსკვლავმა განაცხადა, რომ ანჯელინასთან რომანი მისი მარტოობის პრობლემას გადაჭრიდა.
«ყოველთვის როდესაც ჩემი მორიგი რომანი მთავრდება ჩემს თავს ვეუბნები: “ისეთი ბედნიერი ვიქნებოდი ანჯელინასთან რომანი რომ შემეძლოს…”», – გულახდილად თქვა მეგანმა.
ინეტვიუში ფოქსმა დაუმატა: «მე მიყვარს ანჯელინა. ჯოლი ის ადამიანია, რომლითაც მე აღფრთოვანებული ვარ და მუხლს ვუხრი. ის ჩემი საყვარელი მსახიობია ჰოლივუდში. მომწონს, რომ ის გულახდილია და ვგრძნობ, რომ მას არ ეშინია იყოს ის ვინც სინამდვილეშია: ის ამბობს მხოლოდ იმას, რასაც ფიქრობს».
აი სხვა მსახიობებთან მეგანს მეგობრობის სურვილიც კი არ აქვს: «მე არ მყავს დაქალები მსახიობებს შორის. მხოლოდ ერთი დაქალი მყავს – მე მასთან ერთად გავიზარდე. ყველა დანაჩენი ჩემი მეგობრები – მამაკაცები არიან».
ახლა უკვე აღარ არის გასაკვირი თუ რატომ ბაძავს ასე ძლიერ მეგანი ჯოლის. ტატუებით, ქცევით, კაბების სტილით, სურათის გადაღების მანერით და ა.შ. მიუხედავად ამ ნიუანსისა მეგანი მაინც არაჩვეულებრივად ლამაზი, მომხიბვლელი და სექსუალურია
დიდი ხანია ვრცელდებოდა ჭორები, რომ მეგან ფოქსი ორსულადაა, საბოლოოდ დადასტურდა მსახიობი თავის ქმართან ასევე მსახიობ ბრაიან ოსტინ გრინთან ერთად ისვენებს ჰავაიზე, სადაც წყვილმა პატარა ფოტოსესია მოაწყო.
წყვილმა სწორედ ამ მიწიერ სამოთხედ აღიარებულ კურორტზე იქორწინა.
ცოტა ხნის წინ წყვილმა ოფიციალური განცხადება გააკეთა, რომ მეგან ფოქსი ორსულადაა. ეს მსახიობისთვის პირველი, ხოლო მისი მეუღლისთვის – მეორე შვილი იქნება.
ფოტოებიდან, რომელიც ბლოგერმა Noriko-მ გაავრცელა, კარგად ჩანს, თუ როგორი ბედნიერია მომავალი მამა. ბრაიანი მეგანს გვერდიდან არ სცილდება, გამუდმებით ეფერება და მუცელზე კოცნის.
თავად ფოქსს ორსულობა ძალიან მოუხდა.
მეგან ფოქსი ორსულადაა, თუმცა ის ბავშვს უფლებას არ აძლევს ფორმიდან ამოაგდოს. მშვენიერი ქალბატონი პაპარაცებმა რამდენიმე დღის წინ დასთან ერთად დააფიქსირეს.
Daily Mail-ის ცნობით, 26 წლის მსახიობს ტანზე მოტმასნილი ყვავილებიანი კაბა ეცვა და ყავით ხელში დასთან ერთად ლოს-ანჯელესის ქუჩებში სეირნობდა.
მეგანი და მისი მეუღლე ბრაიან ოსტინ გრინი თავიანთ პირველ შვილს ელოდებიან…
ბიჭის დედა გახდა მეგან ფოქსი და ბრაიან ოსტინ გრინი საიდუმლოს დიდი ხანი ინახავდნენ და მხოლოდ ახლა განაცხადეს, რომ ჯერ კიდევ გასული თვის ბოლოს მათ ვაჟი შეეძინათ. „საბედნიეროდ, ჩვენ შევძელით რამდენიმე კვირა სახლში მშვიდად დაგვესვენა, თუმცა, მინდა ეს ამბავი ჩემგან გაიგოთ სანამ სხვა დამასწრებს. 27 სექტემბერს ჩვენ ბიჭუნა ნოა შენონ გრინი გაგვიჩნდა. ის ჯანმრთელი, ბედნიერი და იდეალურია“ – ამბობს მეგანი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე. ფოქსი და მისი მეუღლე თაყვანისმცემლებისგან მრავალრიცხოვან მილოცვებს იღებენ. როდესაც საქმე პირად საკითხებს შეეხება, წყვილი საზოგადოებისგან მის დამალვას კარგად ახერხებს. მთელი ზაფხული მეგანი და გრინი პრესასთან ურთიერთობას გაურბოდნენ, ხოლო მსახიობის ორსულობის შესახებ, მხოლოდ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც პაპარაცებმა ფოქსი საცურაო კოსტიუმში დააფიქსირეს. მსახიობებმა შეხვერა 2010 წელს დაიწყეს. მეგანისთვის ნოა პირველი შვილია, ხოლო ბრაიანს უკვე ჰყავს ვაჟი კასიუსი წინა ქორწინებიდან.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მეგან ფოქსი და ბრაიან ოსტინ გრინი ბავშვს ელოდებიან. ახლა გაირკვა, რომ მსახიობებს გოგო ეყოლებათ. მეგანმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ოჯახი მისთვის ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე კარიერა: ‘ მე ვიცი, რომ ბევრი მსახიობი ცდილობს 20-დან 30 წლამდე მაქსიმალურად იმუშაონ. მე მსგავსი შიშები არ მაქვს ამ საკითხთან დაკავშირებით. უბრალოდ ვთვლი, რომ ბავშვები ნებისმიერ ფილმზე მნიშვნელოვანია. ისინი მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანები არიან’.
‘ტრანსფორმერების’ ყოფილმა ვარსკვლავმა მეგან ფოქსმა ბოლო ინტერვიუში, რომელიც ჟურნალ Cosmopolitan-ში გამოქვეყნდა, გამოაცხადა, რომ სურს დედა გახდეს. მსახიობის ბედნიერი ქმარი – ბრაიან ოსტინ გრინი სულაც არ არის წინააღმდეგი. ‘მე მინდა რომ ისინი ორზე ნაკლები არ იყვნენ, შეიძლება სამიც… მე ყოველთვის ძლიერი დედობრივი ინსტიქტი მქონდა. მე შინაური ცხოველი ვარ და არა გარე