ვიდეოებისასარგებლო

ჯაკომო პუჩინი (1858-1924)


როგორც იქნა მოვიცალე ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი კომპოზიტორისთვის :)
როდესაც ყველას ეგონა, რომ ვერდის შემდეგ იტალიურ ოპერაში სანახავი (უფრო სწორად, მოსასმენი) აღარაფერი იყო, და ნებისმიერ კომპოზიტორს მის ჩრდილში მოუწევდა ყოფნა, ჯაკომო პუჩინის შემოქმედებამ ყველას დაუმტკიცა, რომ მოსასმენი ბევრად უფრო მეტი ქონდათ, ვიდრე წარმოდგენა შეეძლოთ. …ეს სტატია მის შემოქმედებას ეძღვნება, თარიღებით და ბიოგრაფიული ფაქტებით თავს არ შეგაწყენთ (ჯერჯერობით ;))

პუჩინი იყო ერთერთი მოდერნისტული მიმდინარეობის – ვერიზმის წარმომადგენელი, ვერისტული ოპერისთვის დამახასიათებელი იყო უბრალო ადამიანების ცხოვრების ასახვა. კომპოზიტორის ყველაზე პოპულარული ოპერებია: “ბოჰემა”, “ტოსკა”, “ჩიოჩიო-სანი”, “ჯანი სკიკი” “ტურანდოტი”.

მაშ ასე, ვიწყებთ ჩემი უსაყვარლესი ეპიზოდების მოსმენას :)

1. მიმის არია “Si, mi chiamano Mimi” – ოპერიდან “ბოჰემა”

2. მიუზეტას ვალსი “Quando me’n vo”

3. ოპერის ფინალი “Sono Andati” (სამწუხაროდ ჩანაწერი ცუდი ხარისხისაა, მაგრამ შეფასებისთვის სრულიად საკმარისია)

4. ჩიოჩიო-სანის არია “Un bel di vedremo” ოპერიდან “ჩიოჩიო-სანი”, იგივე “მადამ ბატერფლაი” (ქართულად საშინლად ჟღერს :D)

5. ოპერის ფინალი “Tu, Tu piccolo iddio”

6. აქ ორი ეპიზოდია მიყოლებით: 1. ლიუს “Signore Ascolta” და 2. კალაფის “Non Piangere Liu” ოპერიდან “ტურანდოტი”

7. ლიუს არია და სიკვდილის სცენა “Tu che di gel sei cinta”

8. ფინალი სტატიის თავშია :)

6. ტოსკას არია “Vissi d’arte” ოპერიდან “ტოსკა”

7. მარიო კავარადოსის არია “E Lucevan le Stelle”

8. ოპერის ფინალი

(მბურძგლავს ამაზე :D)

იმედია დახარჯული დრო არ დაგენანათ ;)

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close