გართობაუცნაური

რა არის შავი პარასკევი რეალურად?

105591268 1543156642887gettyimages 1064543724

შავი პარასკევი არის დღე, რომელიც მოჰყვება შეერთებულ შტატებში მადლიერების დღეს, რომელიც აღინიშნება ნოემბრის მეოთხე ხუთშაბათს. შავი პარასკევი ხშირად განიხილება, როგორც საშობაო სავაჭრო სეზონის დასაწყისი. ამ დღეს ბევრი საცალო ვაჭრობა გვთავაზობს მნიშვნელოვან ფასდაკლებებს, აქციებს და სპეციალურ გაყიდვებს მყიდველების მოსაზიდად, როგორც ონლაინ, ისე ფიზიკურ მაღაზიებში.

ტერმინის „შავი პარასკევის“ პირველად ჩაწერილი ვერსია გამოიყენებოდა არა მადლიერების შემდგომ სადღესასწაულო შოპინგისთვის(რასაც დღეს რეალურად გულისხმობს) არამედ ფინანსური კრიზისისთვის: კონკრეტულად, აშშ-ის ოქროს ბაზრის კრახი 1869 წლის 24 სექტემბერს. უოლ სტრიტის ორი ცნობილი დაუნდობელი ფინანსისტი ჯეი გოლდი და ჯიმ ფისკი ერთად მუშაობდნენ იმისთვის, რომ შეეძინათ რაც შეიძლება მეტი ოქრო, იმ იმედით, რომ ფასი მაღლა აიწევდა და გაყიდდნენ გასაოცარი მოგებით. სექტემბრის იმ პარასკევს, შეთქმულება საბოლოოდ შესრულდა, საფონდო ბირჟა თავისუფალ ვარდნაში გადაიზარდა და ყველა გაკოტრდა უოლ სტრიტის ბარონებიდან ფერმერებამდე.

ყველაზე ხშირად განმეორებადი ამბავი მადლიერების დღესთან დაკავშირებით შავი პარასკევის ტრადიციის აკავშირებს საცალო ვაჭრობასთან. როგორც ისტორია გვიყვება, მთელი წლის ზარალზე მუშაობის შემდეგ (“წითელში”) მაღაზიები სავარაუდოდ მოგებას ნახავდნენ (“შავში შევიდონენ”) მადლიერების დღის მეორე დღეს, რადგან მყიდველებმა ამდენი ფული დახარჯეს ფასდაკლებებზე.

black friday 02

მართალია, საცალო ვაჭრობის კომპანიები აღრიცხვის დროს ზარალს წითლად აღრიცხავდნენ, ხოლო მოგებას შავად, თუმცა შავი პარასკევის წარმოშობის ეს ვერსია არის ოფიციალურად სანქცირებული, მაგრამ არაზუსტი ისტორია ტრადიციის უკან. ბოლო წლებში კიდევ ერთი მითი გამოჩნდა, რომელიც გვაძლევს განსაკუთრებით უშნო ირონიას, იმის მტკიცებით, რომ ჯერ კიდევ 1800-იან წლებში სამხრეთ პლანტაციების მფლობელებს შეეძლოთ დამონებული მუშების ყიდვა ფასდაკლებით მადლიერების დღის მეორე დღეს.

რეალური ისტორია “შავი პარასკევის” უკან

თუმცა, შავი პარასკევის მიღმა რეალური ისტორია არ არის ისეთი მზიანი, როგორც ვაჭრები გვაჯერებენ. ჯერ კიდევ 1950-იან წლებში ქალაქ ფილადელფიაში პოლიციამ გამოიყენა ეს ტერმინი ქაოსის აღსაწერად, რომელიც მოჰყვა მადლიერების დღის მეორე დღეს, როდესაც გარეუბნის მყიდველებისა და ტურისტების ურდოები ქალაქში შედიოდნენ “Army-Navy”-ს დიდი ფეხბურთის მატჩის წინ ყოველწლიურად ამ შაბათ დღეს. პოლიციელებმა არა მხოლოდ ვერ შეძლეს დასვენების დღე აეღოთ, არამედ მათ მოუწიათ გრძელ ცვლებში მუშაობა დამატებითი ხალხისა და “ტრაფიკის” წინააღმდეგ. მაღაზიების მძარცველებმა ასევე ისარგებლეს, რამაც სამართალდამცავებს თავის ტკივილი დაუმატა.

1948 Army Navy
media.nbcphiladelphia.com Army-Navy საფეხბურთო მატჩი

1961 წლისთვის ფილადელფიაში „შავი პარასკევის” შეცვლას ცდილობდნენ “დიდი პარასკევით” უარყოფითი კონოტაციების მოსაშორებლად, თუმცა უშედეგოდ. ტერმინი დანარჩენ ქვეყანაში არ გავრცელდა გვიანობამდე. თუმცა, 1980-იანი წლების ბოლოს, საცალო მოვაჭრეებმა იპოვეს გზა, რათა ხელახლა გამოეგონა შავი პარასკევი და გადაექციათ ის ისეთ ივენთად, რაც დადებითად აისახებოდა მათზე და მათ მომხმარებლებზე. შედეგი იყო ადრე ნახსენები დღესასწაულის კონცეფცია „წითელიდან შავამდე“ და მოსაზრება, რომ მადლიერების დღის შემდგომი დღე იყო შემთხვევა, როდესაც ამერიკის მაღაზიებმა საბოლოოდ მოიგეს.

შავი პარასკევის ამბავი გაჩერდა და მალე ტერმინის მუქი ფესვები ფილადელფიაში დიდწილად დავიწყებას მიეცა. მას შემდეგ, ერთდღიანი გაყიდვები გადაკეთდა ოთხდღიან ღონისძიებად და წარმოშვა სხვა „საცალო არდადეგები“, როგორიცაა მცირე ბიზნესის შაბათი/კვირა და კიბერ ორშაბათი. ამ დღეს მიანიჭეს დიდი ფასდაკლებების იარლიყი, მაგალითად 50-70%, რაც ხალხს უბიძგებს, რომ აუცილებლად იყიდონ ის რაც სჭირდებათ, ან სულაც არ სჭირდებათ. ამით კი მაღაზიები გადიან “წითელიდან შავისკენ” დიდ მოგებაზე.

წყარო: https://www.history.com/

უცნაური

მსგავსი ამბები

Back to top button