ჯიჰადი- საღვთო ომი

ჯიჰადი მუსლიმის ერთ-ერთი რელიგიური მოვალეობაა. ის თავდაპირველად გულისხმობდა ბრძოლას ურწმუნოთა წინააღმდეგ ისლამის სახელით და ისლამის გამარჯვების მიზნით. ყურანში არის არაერთმნიშვნელოვანი მითითებები, რომლებიც ასახავენ ამ ბრძოლის პირობებს:
1. არ შევიდნენ კონფორტანციაში “მრავალღმერთიანებთან” და გადაიყვანონ ისინი ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე “ბრძნული, კეთილი დარიგებებით”.
2. ეწარმოებინათ ისლამის მტრებთან თავდაცვითი ომები
3. თავს დაესხნენ ურწმუნოებს ისე, რომ არ დაემთხვეს ეს პერიოდი წმინდა თვეებს (მაგალითად რამადანი- მარხვის თვე)
4. თავს დაესხნენ მათ ნებისმიერ დროს და ადგილას.

იურიდიულ-თეოლოგიური მნიშვნელობით, ჯიჰადი აღნიშნავს განსაკუთრებულ ძალისხმევას ალაჰის გზაზე, რაც ნიშნავს ალაჰის რწმენის გავრცელებას და მისი სიტყვის გადაქცევას “უმაღლეს სიტყვად” ამ სამყაროზე. ჯიჰადი არის ალაჰის პირდაპირი გზა სამოთხეში. თუმცა ძალისხმევა ალაჰის გზაზე არ ნიშნავს აუცილებლად ომს და ბრძოლას, რადგან მისი განხორციელება შეიძლება როგორც მშვიდობიანი გზით, ისე ძალის გამოყენებით.

ჯიჰადის იდეამ ახალი მნიშვნელობა შეიძინა არაბთა დაპყრობების ეპოქაში. ის გახდა სახალიფოს დაპყრობითი პოლიტიკის იარაღი. საღვთო ომის მნიშვნელობა ჰქონდა აგრეთვე ტერმინ ღაზავათს, რომლის მონაწილეებს ღაზიებს უწოდებდნენ.

ჯიჰადი ფაქტობრივად წარმოადგენდა ომის ერთადერთ ფორმას, რომელიც დაშვებული იყო ისლამში. ისლამური სამართალი არ უშვებს მუსლიმთა შორის ომის შესაძლებლობას, რამდენადაც თეოკრატიული თეორია პრინციპში უშვებს მხოლოდ ერთიანი მუსლიმური სახელმწიფოს არსებობას. მაგრამ პრაქტიკაში ასეთი ომები IX-X საუკუნეებიდან არ იყო იშვიათი. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობდა მტკიცედ დამუშავებული სამართლებლივი ნორმები ასეთი ომების საწარმოებლად, მხარეები ცდილობდნენ დაეცვათ ორი წესი:
1. თავი შეეკავებინათ იმ ტერიტორიის ძარცვისა და განადგურებისგან , სადაც მიმდინარეობდა სამხედრო მოქმედებები.
2. არ გადაექციათ მონებდ სამხედრო ტყვეები და არ აეყვანათ ტყვედ მშვიდობიანი მოსახლეობა (თუ ისინი იყვნენ მუსლიმები)
შიიტები საღვთო ომად მიიჩნევდნენ ომს არამარტო არამუსლიმებთან, არამედ იმათთანაც, ვინც არ ცნობდა იმამების ავტორიტეტს, კერძოდ სუნიტები.

ჯიჰადის კონცეფციამ ევოლუციის პროცესში განცლო 4 ეტაპი:
1. მუსლიმების შეკავება ჯიჰადისაგან
2. ჯიჰადის დაშვება
3. ჯიჰადი, როგორც ვალდებულობა ყველა მორწმუნესათვის ებრძოლოს ისლამის მოწინააღმდეგეებს
4. ჯიჰადი ყველა ურწმუნოს წინააღმდეგ ისლამისადმი მათი დამოკიდებულების მიუხედავად.

ჯიჰადი სავალდებულოა ყველა მუსლიმისთვის, ვისაც პრაქტიკულად შეუძლია იომოს. ისლამის ექსპანსიის პირობებში ომაიანთა და აბასიანთა დინასტიის სუნიტი სამართალმცოდნეების მიერ “საღვთო ომის” კონცეფცია იურიდიულად სამართლებლივი კადეგორიის სახით დამკვიდრდა. ჯიჰადის მონაწილეობისგან (თუ არ არის გარედან თავდასხმა) თავისუფლდებიან შემდეგი პირები: არასრულწლოვანები, ჭკუასუსტები, მსახურები, ავადმყოფები და უძლურები, სათანადო შეიარაღების არმქონენი, ქალაქის საუკეთესო ფაკიჰები, ვალეები, რომელთაც ვერ მიიღეს ნებართვა თავიანთი კრედიტორებისაგან.

ფაკიჰთა შრომებში, შეიარაღებული ბრძოლის განსაზღვრის თვალსაზრისით, განასხვავებენ ჯიჰადის 6 ტიპს:
1. ბრძოლა ალაჰის მტრებთან (რომლებიც ემუქრებიან მუსლიმური თემის, უმმას არსებობას), წარმართებთან და მათთან, ვინც ავიწროებს მუსლიმებს
2. საზღვრების ხელშეუხებლობის დამრღვევებთან (საგარეო აგრესიასთან)
3. სარწმუნოებიდან განდგომილებთან
4. ძალმომრეებთან
5. ყაჩაღებთან
6. არამუსლიმ მონოთეისტებთან, რომლებიც უარს ამბობენ გადაიხადონ ჯიზია

ჯიჰადის შესახებ მოძღვრების მიხედვით, რომელიც შეიმუშავა ისლამურმა სამართალმა, მთელი სამყარო იყოფა 3 ნაწილად:
1. დარ ალ-ისლამ (ისლამის მხარე, ტერიტორია)- ის ქვეყნები, რომლებსაც მართავენ მუსლიმი გამგებლები ისლამური სამართლის საფუძველზე, თუნდაც ამ ქვეყნების მოსახლეობის უმეტესობა არ იყოს მუსლიმი. თავდაპირველად დარ ალ- ისლამ ემთხვეოდა არაბთა სახალიფოს საზღვრებს, ხოლო მოგვიანებით ის მოიცვა ყველა მუსლიმურმა სახელმწიფომ.
2. დარ ალ-ჰაბ (ომის მხარე, ტერიტორია)- ის ქვეყნები, რომელთაც მართავენ არა მუსლიმი მმართველები. ამ ქვეყნებში არ მოქმედებს ისლამური სამართალი, რომელსაც ცვლის ურწმუნოთა კანონები.
3. დარ ას-სულჰ (ზავის, ხელშეკრულების მხარე, ტერიტორია)- ის არამუსლიმური ქვეყნები, რომელთა არამუსლიმმა გამგებლებმა თავია აღიარეს მუსლიმთა ვასალებად და მოხარკეებად.

ჯიჰადი შეიძლება გამოცხადდეს როგორც შეტევითი, ისე თავდაცვითი ომების დროს. ჯიჰადი განიხილებოდა ხალიფას ერთ-ერთ ვალდებულებად. არაბთა მიერ დიდი დაპყრობების შეწყვეტის შემდეგ, ომებმა არამუსლიმებთან დაკარგა დამპყრობლური ხასიათი და გადაიქცა თავდასხმებად- სამხედრო ნადავლის მოპოვების მიზნით. უკვე აბასიანთა დროს ჩამოყალიბდა შეხედულება, რომ ხალიფამ ყოველწლიურად უნდა განახორციელოს სულ მცირე ასეთი სახის თავდასხმა ურწმუნოთა ტერიტორიაზე. ისლამური სამართლის მიხედვით წმონდა ომში მეთაური უნდა იყოს თვით სახელმწიფოს მეთაური ან სასაზღვრო პროვინციის მმართველი. ის უნდა იყოს სიმამაცის მაგალითი თავისი მეომრებისთვის, დაეხმაროს მათ რჩევით და საქმით, მოაგვაროს კონფლიქტები არმიაში, დასაჯოს დამნაშავეები და სხვა.

ომის დაწყების წინ მუსლიმური თემის მეთაური ვალდებულია “ურწმოუნოებს” შესთავაზოს ისლამზე მოქცევა. თუ ურწმუნოებს არ აქვთ წარმოდგენა ისლამზე, მუსლიმები ვალდებულები არიან გააცნონ ამ რელიგიის ჭეშმარიტი არსი. თუ ურწმუნო მიიღებს ისლამს, მას მიენიჭება სრულუფლებიანი მუსლიმის უფლებები. არჩევანს “ხმალსა” და ისლამს შორის სთავაზობენ მხოლოდ ურწმუნოებს. “საღვთო წერილის” ხალხებს (ქრისტიანები, საბალები და იუდეველები) სთავაზობენ სამ არჩევანს: ისლამის მიღება, ჯიზია ან ომი.

ჯიჰადის მოძღვრებით მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე აკრძალული იყო ქალების, მოხუცების, ავადმყოფების და არასრულწლოვანების დახოცვა თუ ისინი არ იბრძოდნენ. თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა.
განასხვავებენ საღვთო ომში მონაწილე მებრძოლთა ორ კატეგორიას: მუდმივი არმია (მურთაზიკათ) და მოხალისეები (მუთატავიათ). თითოეულ ამ კადეგორიას ჰყავს თავისი წინამძღოლი. მუჰამადის დროს წარმეობულ ბრძოლებში ერთი მუსლიმი უნდა დაპირისპირებოდა 10 არამუსლიმს. შემდეგ ეს რიცხვი შემცირდა ორამდე. დღეს კი არ არის განსაზღვრული. ომის დროს დასაშვებია ყველა სახის იარაღის და სამხედრო ხერხების გამოყენება, რაც დააჩქარებს მტრის დამორჩილებას. ომში დაღუპული ურწმუნო უნდა დაიკრძალოს, მაგრამ არა მუსლიმრი წესის შესაბამისად.

ჯიჰადის დროს დაღუპული მუსლიმი ხდება შაჰიდი(მოწამე). აქვე უნდა აღინიშნო, რომ განასხვავებენ მოწამის ორ ტიპს:
1. შუჰადა ალ-მა რაკა (“ბრძოლის ველის წამებული”)- “წამებული ამქვეყნიურ და იმქვეყნიურ ქვეყანაშიც”. ეს ნიშნავს, რომ რომ მათ ექცევიან წამებულებს ორგან- ამქვეყნიურ სამყაროში და იმქვეყნად. სამართალმცოდნეები ეთანხმებიან, რომ ასეთი მოწამე არ უნდა განიბანოს, უნდა დაიკრძალოს იმ ტანისამოსით, რითაც გარდაიცვალა. მას გარანტირებული აქვს სამოთხე და მაღალ ადგილს დაიკავებს ალაჰის გვერდით ტახტზე. მას ეპატიება ყველა ამქვეყნიური ცოდვა.
2. მუჰადა ალ-ახირა- მხოლოდ “ამქვეყნიური ცხოვრების წამებული”. მათზე არ ვრცელდება დაკრძალვის სპეციალური წესები. წამებულების ამ ტიპს განეკუთვნება შემდეგი კატეგორია: მეომარი, რომელიც მოიკლა საკუთარი იარაღის გასროლის შედეგად, ის, ვინც მოიკლა მეამბოხეთა მიერ, ის, ვინც მოიკლა ყაჩაღების წინააღმდეგ ბრძოლის დროს, თავისი ოჯახისა და ქონების დაცვი მიზნით.

თანამედროვე პირობებში ჯიჰადი, მუსლიმურ ღვთისმეტყველთა განმარტებით, შეიძლება გამოიხატოს შემდეგი ფორმებით:
1. მსოფლმხედველობის, იდეოლოგიის და კულტურის ბოიკოტი, აგრეთვე იმ იდეების, რომლებიც ეწინააღმდეგება ისლამს, ეჭვქვეშ აყენებს ისლამის რელიგიას და ისლამური ცივილიზაციის ფასეულობებს
2. ისლამის რელიგიის პროპაგანდა, რომელიც უნდა მოხდეს ისლამური მოდელის საფუძველზე
3. ისლამის პროპაგანდა სიტყვით, სიბრძნით, ზემოქმედების ყველა თანამედროვე საშუალებით.

ჯიჰადის ინსტიტუტი, როგორც პოლიტიკური ლოზუნგი, და სამხედრო-პოლიტიკური პრაქტიკა ფართოდ გამოიყენება ისლამური ექსტრემისტული ორგანიზაციების მიერ ისლამის გავრცელების ზონაში. მათი საერთო რაოდენობა 150 ორგანიზაციას აღემატება. ზოგიერთი ამ ორგანიზაციის სახელწოდებაში ჩართულია სიტყვა ჯიჰადი. ისლამური კონფერენციის ორგანიზაციის დოკუმენტებში ტერმინი ჯიჰადი გამოიყენებოდა იერუსალიმის განთავისუფლების და ავღანეთში საბჭოთა ჯარის შეჭრის დროს.

ფართო გაგებით ისლამს განმარტავენ, როგორც მაქსაიმალურ ძალისხმევას ეკონომიკური და სამხედრო ძლიერების მისაღწევად და რომელსაც ძალუძს დაუპირისპირდეს აგრესიას, როგორც ბრძოლას ეროვნული დამოუკიდებლობის გასამტკიცებლად, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის და კონკრეტული ამოცანების განსახორციელელად.

P. S. მემგონი საინტერესოა არა? ამ მოძღვრების მეშვეობით შეიქმნა მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი იმპერია არაბთა სახალიფო.

წყარო: ისლამი, ნანა გელოვანი.


ავტორი: mr_holms

FavoriteLoadingდაამატე ფავორიტებში
ამობეჭდვა ამობეჭდვა
Processing your request, Please wait....

  • n.s.

    vaime musulmanebı tu terorıstebı arıan arc qrıstıanebı arıan naklebı,amerıkasac da rusetsac daterorebulı yavs mtelı msoplıo,adamıanıs da erıs sıkarge ımıt ar ganısazgvreba tu romel relıgıas mıekutvneba aramed ımıt tu ramdenad morcmunea da ıcavs ım cesebs rac daucesa mas gmertma!

© 2008 - 2014 ყველა უფლება დაცულია | ბლოგს ჰოსტინგით უზრუნველყოფს კომპანია ITDC